როგორ წავახალისოთ ჩვილის ხოხვა
როგორ წავახალისოთ ჩვილის ხოხვა
ჩვილების დიდი ნაწილი ხოხვას 7-10 თვის ასაკაში იწყებს. ამ ასაკიდან მას უკვე აღარ ჰყოფნის შემოსაზღვრული პატარა სივრცე, ამიტომ არეალის გაზრდაც საჭიროა და ამ სივრცეში ფიზიკური აქტივობაც.
ხოხვას პატარები იწყებენ მას შემდეგ, რაც მყარად იწყებენ ჯდომას. ამ დროს ზურგის კუნთები საკმარისად გამაგრებულია და მას შეუძლია ხანგრძლივად ასწიოს თავი მაღლა ოთხ კიდურეზე დგომისას, რაც სივრცის სრულად დანახვის საშალებას აძლევს.
ხოხვა ბავშვის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპია. ის ეხმარება პატარას სამყაროს შემცნებაშიც და ფიზიკურ განვითარებაშიც. ვითარდება კუნთები, კოორდინაცია. ის ადვილად იწყებს საყრდენის მოძებნას და ფეხზე დგომას, შემდეგ კი სიარულს.
თუმცა თუ თქვენმა პატარამ ეს 7-8 თვეზე ვერ შესძლოა, ძალიან ნუ შეშინდებით, ზოგი ბავშვი ხოხავს ფეხზე დგომის შემდეგაც იწყებს და თუ სხვა ყველაფერი რიგზეა, ეს დარღვევად არ ჩაითვლება.
- პირველ რიგში სწორად შეარჩიეთ ადგილი -ეს უნდა იყოს შეძლებისადაგვარად გაშლილი, თავისუფალი სივრცე, სადაც პატარას დაბრკოლებები არ შეხვდება და ტრავმატიზაციის რისკიც ნაკლები ექნება.
- შეარჩიეთ საფენი, რომელზეც პატარა იხოხებს - საუკეთესო ვარიანტია სპეციალურად გამოყოფილი ფარდაგი, რომელსაც ხშირად გარეცხავთ ან საბავშვო პაზლი - ხალიჩა , რომელიც ადვილად იწმინდება და შრება.
არ გამოდგება ტრადიციული ხალიჩა. ფიზიკური დატვირთვისას ბავშვს ჩვეულებრივ პირი ღია აქვს და შესუნთქვისას მტვრის ნაწილაკები ადვილად მოხვდება სასუნთქ გზებში.
იყავით ყურადღებით, ბავშვის სივრცეში გადაადგილებას, ამას შესაძლოა ტრავმატიზაციის რისკის გაზრდა მოჰყვეს. ამიტომ ის მარტო არ უნდა დატოვოთ.
- დახურეთ ჩამრთველები, თუ ისინი იატაკთან ახლოს მდებარეობს.
- გულდასმით დაათვალირეთ სივრცე, სადაც ჩვილი გადაადგილდება. იქ არ უნდა იყოს წვრილი სათამშოები ან რაიმე ნივთები, რაც, შესაძლოა, თქვენი ცნობისმოყვარე პატარას ინტერესის საგანი გახდეს და პირდაპირ პირში გადაუძახოს ან სასუნთქ გზებში მოხვდეს.
დაიწყეთ მარტივი ვარჯიშით - ხშირად დააწვინეთ მუცელზე. ეს, რათქმა უნდა, მუცელზე ძილს არ გულისხმობს. მუცელზე დაწოლილს ელაპარაკეთ, ეთამაშეთ. ის შეეცდება აიწიოს ხელებზე დაყრდნობით და თამაშში აგყვეთ. ასეთი ვარჯიშები გააძლიერებს ზურგის და ზედა კიდურების კუნთებს.
შეეცადეთ აჩვენოთ პატარას, რას ელით მისგან. ამიტომ აჩვენეთ მას, რას ნიშნავს ხოხვა.
წაახალისეთ ხოხვა - ამისათვის დაგჭირდებათ ახალი სათამაშოები, რომელსაც საფენზე რამდენიმე ადგილას დადებთ. ბავშვს უნდა ჰქონდს სურვილი, მისწვდეს სათამაშოს, რაც ამ შემთხვევაში ერთვარი სატყუარაა, რომელიც მან უნდა მოიპოვოს, ამისათვის კი უნდა გადადგილდეს.
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე
კლინიკა
ავერსის კლინიკა
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
115
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
130
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
278
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
219
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
343