რომელი ასაკიდან ჩავურთოთ ბავშვს კონდიციონერი
რომელი ასაკიდან ჩავურთოთ ბავშვს კონდიციონერი
ზაფხულში პატარებიც ისევე წუხდებიან ძლიერი სიცხით, როგორც უფროსები. უფრო მეტადაც, რადგან მათ სხეულს თერმორეგულაციის უნარი ნაკლები აქვთ. ამიტომ ზედმეტი სიცხე პატარას უფრო ვნებს, ვიდრე ზრდასრულს. რაც მალე შეაჩვევეთ ბავშვებს ცივილიზებული სამყაროს მიღწევებს, მით უფრო მარტივად მოხდება მისი ადაპტაცია გარემოში. მიღწევებში კონდიციონერიც შედის. ადრე თუ გვიან, მასთნ შეხება მოუწევს. ამიტომ ნუ გადადეთ ამ პროცესს.
პაპანექება სიცხეში მგზავრობთ მანქანით? ამ დროს ბავშვის სიცხით გატანჯვას, ჯობია კონდიციონერი ჩაურთოთ, თუმცა დაიმახსოვრეთ, კონდიციონერი იმისთვისაა, რომ არ დაგცხეთ. ანუ ისე არ უნდა აუწიოთ, რომ შეგცივდეთ და თბილად ჩაცმა მოგიწიოთ.
- გამოიყენეთ კონდიციონერი დანიშნულებისამებრ, ანუ მაშინ, როცა ცხელა და არა მაშინ, როცა ბავშვი "წამოიზრდება"
- ყოველთვის იზრუნეთ, რომ სახლის თუ ოთახის კონდიციონერი ტექნიკურად გამართულად მუშაობდეს და ყველაფერი თავის ადგილზე ჰქონდეს.
- აკონტროლეთ ჰაერის ნაკადი. მისი რეგულირების საშუალება ყველა კონდიციონერს აქვს. იყოს იმ ოთახში, სადაც ბავშვის საწოლია, ოღონდ ცივი ნაკადი პირდაპირ ბავშვის საწოლისკენ მიმართული არ უნდა იყოს.
- აკონტროლეთ ტენიანობა
ბოლო სიახლეები
შემოდგომა-ზამთრის ვირუსები - როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნური სისტემა?
185
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
228
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
275
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
355
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,408