რუხის საავადმყოფოს სამედიცინო აპარატი გადასცეს
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 35 000$ ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა.
„Philips Affinity 50“ ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერაა რეკომენდირებული . სამედიცინო აპარატი,უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით, მგრძნობელობის პროგრამებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. მაღალი სიზუსტით ხდება მკურნალობის შედეგების მონიტორირება, რაც პაციენტთათვის უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიაა.
აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, აშშ_ს ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კეტრინ შვაიზერი, სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და აშშ-ს თავდაცვის ატაშე - პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი ესწრებოდნენ.
ბოლო სიახლეები
მარდალეიშვილის კლინიკაში, თირკმლის ტრანსპლანტაციისას რობოტული ქირურგია პირველად გამოიყენეს
202
რატომ ვერ მაგრდება ემბრიონი საშვილოსნოში? – მიზეზები და გამოსავალი
205
შენ, შენი პარტნიორი და ტელეფონი: როგორ ვმართავთ შფოთვას სქროლვით
198
როგორ ვიცხოვროთ მცენარე-საკვების ალერგიასთან ერთად?
223
შემოდგომის ალერგიული საფრთხეები
251