საჩხერის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს
საჩხერის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. ფართი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორ შავლეგო ტაბატაძესთან, საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერ ბენიამენ ფალავანდიშვილთან ერთად გახსნა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა სრულად არის აღჭურვილი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. ცენტრში სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური - 11 ოთახია გამოყოფილი. გარე პერიმეტრზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური სივრცეა მოწყობილი.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. ქვეყნის მასშტაბით უკვე ხუთი ასეთი ცენტრი გაიხსნა. დღეისთვის, ახალ შენობებში განთავსებულია ფოთის, ბორჯომის, ხონისა და ქობულეთის რაიონული სამსახურები.
ბოლო სიახლეები
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
147
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
213
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
292
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,233
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
338