საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი
დმანისში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა.
დმანისის გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.
პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ადმინისტრაციული შენობა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე კალანდიამ, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან ერთად მოინახულა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 30 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 23 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
ბოლო სიახლეები
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
171
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
227
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
308
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,285
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
349