სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესში ჩართვის მსურველ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესში ჩართვის მსურველ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იმ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს, რომლებსაც COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესში ჩართვა სურთ. როგორც სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე განმარტავს მოწმდება თუ რამდენად აკმაყოფილებს სტაციონარული დაწესებულება იმ პირობებს, რომლითაც მოსახლეობის უსაფრთხო ვაქცინაციაა შესაძლებელი.
„რეგულირების სააგენტო სისტემატურად ამოწმებს იმ დაწესებულებებს სადაც ვაქცინაცია ტარდება, ამასთანავე მოგეხსენებათ რომ მუდმივად ხდება იმ დაწესებულებების რაოდენობის გაფართოება, რომლებიც ერთვებიან იმუნიზაციის პროცესში, სააგენტო კი ახდენს კონტროლს და მონიტორინგს იმისათვის, რომ ვაქცინაციის პროცესი უსაფრთხოდ და შესაბამის გარემოში წარიმართოს“ - განმარტავს ზაალ კაპანაძე.
ამ ეტაპზე, „ფაიზერი“-ს ვაქცინით იმუნიზაციის ჩასატარებლად საქართველოს მასშტაბით პირობები შემოწმდა 14 სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის, 4 დაწესებულებას უარი ეთქვა „ფაიზერი“-ს ვაქცინით იმუნიზაციის ჩატარებაზე, ხოლო 10-მა დააკმაყოფილა შესაბამისი პირობები და მიეცა „ფაიზერი“-ს ვაქცინით იმუნიზაციის ჩატარების უფლება. რაც შეეხება „ასტრაზენეკა“-ს ვაქცინას, შემოწმდა 14 სამედიცინო დაწესებულება, უარი ეთქვა 2 სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო 12-მა სამედიცინო დაწესებულებამ, დააკმაყოფილა შესაბამისი პირობები და მიეცა „ასტრაზენეკა“-ს ვაქცინით იმუნიზაციის ჩატარების უფლება.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
131
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
144
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
295
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
236
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
360