სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს დახმარება გადაეცათ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარებას აგრძელებს. ამ ეტაპზე, სურსათი და ჰიგიენური საშუალებები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცათ.
სააგენტოს ბიუჯეტში დევნილი ოჯახების დახმარების მიზნით 100 000 ლარამდე გამოიყო. ამ ეტაპზე, დევნილთა სააგენტო იმ ოჯახებს ეხმარება, რომლებსაც სახელმწიფოს მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ.
სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრებს მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ონკოლოგიური ავადმყოფები იღებენ. ამასთან, აღნიშნული დევნილი ოჯახები რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველად მომხმარების ნივთები სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი მანჯავიძემ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ გადასცეს.
საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 1050 დევნილი ოჯახი მიიღებს.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
131
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
144
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
295
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
236
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
360