საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლა იმ იშვიათ სამედიცინო მიმართულების სკოლას წარმოადგენს საქართველოში, რომელიც სერთიფიცირებულია ECFMG-ის მიერ (Educational Commission for Foreign Medical Graduates). UG-ის სტუდენტებს ექნებათ პრივილეგია, რომ სამედიცინო პრაქტიკა გაიარონ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ კანადაში, ავსტრალიაში და გამორჩეულ ქვეყნებში.
ECFMG აფასებს საერთაშორისო სამედიცინო პროგრამის კურსდამთავრებულთა მზაობას რომ მათ პრაქტიკული სწავლება ან სტაჟირება გააგრძელონ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
იმისათვის, რომ სტუდენტმა ECFMG სერთიფიკაცია მოიპოვოს, მან უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
USMLE ეტაპის დასრულება, კლინიკური სწავლება და USMLE მეორე ეტაპი, კლინიკური უნარ-ჩვევები.
სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი გაცემული ისეთი უნივერსიტეტისაგან, რომელიც რეგისტრირებულია International Medical Education Directory-ს ბაზაში.
რა უპირატესობებით ისარგებლებენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები?
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლის სტუდენტების კარიერული შესაძლებლობები იზრდება ECFMG სერთიფიცირებიდან გამომდინარე.
ეს სერთიფიკაცია საშუალებას აძლევს სტუდენტებს კარიერა დაიწყონ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ სხვა გამორჩეულ ქვეყნებში როგორიცაა კანადა და ავსტრალია სადაც სამედიცინო კარიერა ბევრი სტუდენტის მიზანი და სურვილია.
ბოლო სიახლეები
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
136
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
216
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,489
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
109