ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მიუნსტერის უნივერსიტეტის ეპილეფსიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორს ალი გორჯის საქმიანი შეხვედრა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მიუნსტერის უნივერსიტეტის ეპილეფსიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორს ალი გორჯის, ეპილეპტოლოგიური ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მარიამ ხალეგის, ოსნაბრუკის ჰოსპიტლის ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, კრისტოფ კელინგჰაუზისა და კარდიოლოგ ანა ჯაბაურს შეხვდა.
შეხვედრაზე, მხარეებმა, საქართველოში სარეაბილიტაციო მომსახურების შემდგომ განვითარებასა და საკადრო დეფიციტის პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრეს.
მიხეილ სარჯველაძემ, რეაბილიტაციის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, საქართველოში, ამ მიმართულებით მოქმედი სერვისები გააცნო და აღნიშნა, რომ უწყებისთვის, სარეაბილიტაციო მომსახურების განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვა პრიორიტეტია.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზეც შეთანხმდნენ.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
128
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
140
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
291
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
232
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
356