სახლში ჯდომა ბავშვის ჯანმრთელობას უფრო აზიანებს, ვიდრე კორონავირუსი
სახლში ჯდომა ბავშვის ჯანმრთელობას უფრო აზიანებს, ვიდრე კორონავირუსი - ექიმი კომაროვსკი
უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში დისტანციური სწავლების თემას ეხმიანება. მისი აზრით, სკოლებისა და სასწავლებლების დახურვა ბავშვს მხოლოდ აზიანებს:
„ნაცვლად მოქმედებისა, ჩვენ ვჩერდებით. არადა მთავარი ამოცანაა, დავიცვათ რიკს-ჯგუფები, მაშინ როცა ბავშვები რისკ-ჯგუფს არ წარმოადგენენ. მედიცინის კუთხით, ამ გადაწყვეტილებაზე ბევრი კითხვა ჩნდება.
მესმის, რომ სკოლაში შესაძლოა ბავშვი დაავადდეს და ეს ცუდად დასრულდეს. ამ დროს პასუხისმგებლობა სახელმწიფოზეა, მაგრამ რა ხდება როცა ბავშვი სახლში ზის? ვინ ფიქრობს ამაზე? სახლში ჯდომა ბავშვის ჯანმრთელობას უფრო აზიანებს, ვიდრე კორონავირუსი. აქ იმატებს აგრესია, გაჯეტებზე მიჯაჭვულობა, უბედური შემთხვევების რისკი“, – ამბობს კომაროვსკი.
წყარო: https://www.fortuna.ge/
ბოლო სიახლეები
შემოდგომა-ზამთრის ვირუსები - როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნური სისტემა?
185
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
228
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
276
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
355
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,409