შექებისა და შენიშვნის როლი ბავშვთან ურთიერთობაში
შექებისა და შენიშვნის როლი ბავშვთან ურთიერთობაში
ბავშვის შექებასა და შენიშვნის მიცემასთან დაკავშირებით აუცილებელია გავითვალისწინოთ მნიშვნელოვანი მომენტი – არ შევაფასოთ თავად ბავშვი, არამედ მისი ქმედება. „კარგი ბიჭი“, „ცუდი ბიჭი“, „კარგი გოგო“, „ცუდი გოგო“, „ასე ცუდი ბიჭები იქცევიან“, „ასე თუ მოიქცევი, მე შენ დაგტოვებ“, „თუ რაღაცას არ გააკეთებ არ მეყვარები“ და ა.შ. ეს ის ფრაზებია, რომლებიც ბავშვთან მიმართებით არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ. ბავშვის პიროვნული განვითარებისთვის მშობლების მიერ ნათქვამი ფრაზები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. აღზრდის პროცესში ყოველთვის უკეთესია კონკრეტული ქცევა შევაფასოთ და არა მისი პიროვნება – კარგია თუ ცუდია ის. ვუთხრათ ბავშვს რა მოგვეწონა და რა არა, მის ამა თუ იმ ქმედებაში. მაგ.: „არ მომწონს რომ ნიკას ჩაარტყი, მერჩივნა მოფერებოდი“ და ა.შ. შეფასებისას უკეთესია აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, თუ რასაც მოველით მისგან. შვილი ყოველთვის კარგია, შეიძლება რაღაც კონკრეტულ მომენტში ის საშინლად იქცეოდეს, მაგრამ სინამდვილე ისაა, რომ ჩვენ ბავშვები უპირობოდ გვიყვარს.
ფსიქოლოგიის დოქტორი, კლინიკური ნეიროფსიქოლოგი თინათინ ჭინჭარაული
წყარო: https://azrovnebisakademia.ge/
ბოლო სიახლეები
შემოდგომა-ზამთრის ვირუსები - როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნური სისტემა?
188
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
229
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
279
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
357
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,412