სეზონური ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა
სეზონური ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა
ვირუსული ინფექციების პრევენცია, რჩევები.
გაინტერესებთ რა პრევენცია არსებობს სეზონური ვირუსული ინფექციების თავიდან ასარიდებლად? ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, შინაგანი მედიცინის განყოფილების უფროსი გიორგი სარიშვილი მოგვცემს ხუთ აქტუალურ რჩევას.
– რა პრევენცია არსებობს სეზონური ვირუსული ინფექციების თავიდან ასარიდებლად?
- პირველი და ყველაზე აქტუალური გახლავთ პირადი ჰიგიენა, ვირუსული ინფექციების გადაცემა ძირითადად ჭუჭყიანი ხელებით ხდება, რამდენად ბანალურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ რეკომენდაცია, ხელების ხშირი დაბანა ერთ–ერთი პრევენციაა.
- მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია საძინებლის ხშირი განიავება.
- უნდა მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და იხმაროთ პირბადე (პირბადის შეცვლა საჭიროა ყოველ 2 საათში).
- მნიშვნელოვანია ჯანსაღი, ვიტამინიზირებული საკვების მიღება, რათა იმუნური სისტემა იყოს მზად, გაუმკლავდეს ვირუსულ ინფექციებს.
- ყველაზე მთავარი პრევენცია კი გახლავთ ვაქცინაცია. ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც აქვს ვირუსული დაავადების განვითარების და გართულებების მაღალი რისკი ( ფილტვის ქრონიკული დაავადება, ბრონქული ასთმა, დიაბეტი, ქრონიკული პათოლოგიები, გულის უკმარისობა და ა.შ ), განსაკუთრებულად უნდა მიაქციოს ყურადღება ამ რჩევას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ან აქციებზე და სკრინინგ–პროგრამებზე ჩასაწერად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე.
მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
113
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
128
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
276
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
217
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
341