აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლა
აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლის პროცესში, მათი მდგრადობის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი ქმედებების განსახილველად, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული ფორუმი გაიხსნა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით არსებულ საკითხებზე მსჯელობისთვის მსგავსი ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საქართველოში რამდენიმე წელია, მოქმედებს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო, რომლის ამოცანას საერთაშორისო პარტნიორთან - „გლობალურ ფონდთან“ ერთად ტუბერკულოზსა და შიდსზე მკურნალობისა და პრევენციის ძირითადი მიმართულებების სწორად წარმართვა წარმოადგენს. გლობალური ფონდის დაფინანსება გასვლის ფაზაშია, თუმცა თანამშრომლობის ეს ფორმატი სხვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე საუბრის შესაძლებლობას გვაძლევს.“ - განმარტა დავით სერგეენკომ.
შეხვედრაზე ყურადღება გლობალურ ფონდში წარსადგენი განაცხადების მზადების პროცესზე, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის კონტროლის მიმდინარე ინიციატივებსა და მათ განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გამახვილდა. მხარეებმა სერვის ცენტრის ბაზაზე C ჰეპატიტის მკურნალობის ინტეგრირების მნიშვნელობის, ნარკოპოლიტიკის, ზიანის შემცირების პროგრამების, სერვისების მიწოდების საკითხები განიხილეს და დაავადებებთან ასოცირებული სტიგმის აღმოფხვრასთან დაკავშირებით თემის ხედვა გაიზიარეს.
წლების განმავლობაში, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამები გლობალური ფონდის დაფინანსებით ხორციელდებოდა. სამომავლოდ კი, პროგრამა სახელმწიფო დაფინანსებაზე გადავა. ფორუმი აღნიშნულ პროცესში პროგრამის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის კოორდინირებული ქმედებების განხილვას ემსახურებოდა.
შეხვედრას სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
129
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
141
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
293
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
233
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
358