გამოყოფილია სპეციალური სივრცე, სადაც ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები საკარანტინო პერიოდს გაატარებენ
„ჩვენ დავიწყეთ მყისიერი რეაგირება და მივიღეთ გადაწყვეტილება სპეციალური ფართის დაქირავების შესახებ, სადაც ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები საკარანტინო პერიოდს გაატარებენ. აღნიშნული პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება უკვე მათი გადანაწილება სხვადასხვა დაწესებულებებში.“ - განაცხადა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ.
სააგენტოს დირექტორის თქმით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც გაცემულია დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიიო ორგანიზაციის მიერ. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ყველა სერვისი მოერგოს იმ არსებულ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები ვირუსის საფრთხისგან და ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ. როგორც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო, ვცდილობთ მოვიცვათ ყველა მოწყვლადი კატეგორია და მოვარგოთ სერვისები იმ არსებულ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ვინაიდან ვერ ვახერხებთ სერვისების მიწოდებას რეგულარულ რეჟიმში, ყველა სერვისზე, ყველა მოწყვლად ჯგუფთან მიმდინარეობს მუშაობა და ამ სერვისების მათზე და არსებულ მდგომარეობაზე ადაპტირება. აქედან გამომდინარე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება სწორედ მათ ინტერესებს აზიანებს.“ - განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
131
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
144
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
295
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
236
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
360