სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების კვოტის გაზრდა
ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების 2018 წლის კვოტა განისაზღვრა. შესაბამის დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოაწერეს. კვოტირებით სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმპორტის დასაშვები წლიური რაოდენობა დადგინდა. 2018 წლის კვოტა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. ის დარგობრივი ექსპერტების რეკომენდაციით, ეპიდემიოლოგიური და საბაზრო მონაცემებით განისაზღვრა.
ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შიდა კვოტირებას, მისი დათვლის წესსა და იმპორტიორთა შერჩევის კრიტერიუმებს სპეციალური საბჭო განსაზღვრავს. ერთობლივ კომისიას საქართველოს ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ხელმძღვანელობენ. საბჭო 2016 წელს, სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა და ამ დრომდე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების არამიზნობირივად გამოყენება 75%-ით შემცირდა.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
129
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
141
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
293
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
233
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
358