შშმ პირთა დაცვის დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
14 ივნისი, 2018
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარებასთან დაკავშირებით, შეხვედრა შედგა. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, მძიმე და ღრმა შშმ ბავშვებისთვის გრძელვადიანი მოვლის სერვისების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს. დასკვნით ნაწილში ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის კონცეფციური დოკუმენტის და განყოფილების არქიტექტურული გეგმის პრეზენტაციაც გაიმართა. ახალი საპილოტე პროგრამა, სამედიცინო და სოციალური სერვისების შერწყმას ითვალისწინებს.
პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან პარტნიორობით, ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკის ბაზაზე განხორციელდება.
ბოლო სიახლეები
გარემოს მაღალი ტემპერატურა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ზაფხული და სახსრების ტკივილი
მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი - ზაფხულის უსიამოვნო თანამგზავრი. როგორ შევირგოთ ზაფხულის დასვენება დისკომფორტის გარეშე
სახელმწიფო 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივ კოხლეარულ იმპლანტაციას დააფინანსებს
როგორ დავიცვათ თავი გველის ნაკბენისგან?