ტანდაბალობა და მენსტრუაციული ციკლის დაგვიანება – როდის უნდა მივმართოთ ბავშვთა გინეკოლოგს?
განგაშის ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:
მშობლების საყურადღებოდ: ტანდაბალობა და მენსტრუაციული ციკლის დაგვიანება – როდის უნდა მივმართოთ ბავშვთა გინეკოლოგს?
დღეს, ჟორდანია-ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტში, დილის კონფერენციაზე, რეზიდენტმა თინათინ გორშკოვამ საინტერესო კლინიკური შემთხვევა წარმოადგინა. პაციენტის სავარაუდო დიაგნოზი ტერნერის სინდრომია, რომელიც გოგონებში X ქრომოსომის ნაწილობრივ ან სრულ არარსებობას გულისხმობს.
ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადრეული დიაგნოსტიკის გადამწყვეტ მნიშვნელობას.
განგაშის ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:
პირველადი ამენორეა (მენსტრუაციის დაგვიანება): თუ თქვენს გოგონას 14-15 წლის ასაკში ჯერ კიდევ არ დაწყებია მენსტრუაცია, ეს უკვე საჭიროებს სპეციალისტის კონსულტაციას! მიუხედავად იმისა, რომ პირველადი ამენორეის დიაგნოზი ზოგჯერ 16 წლის შემდეგ ისმება, ადრეული გამოკვლევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია გენეტიკური, ანატომიური ან ჰორმონული მიზეზების გამოსარიცხად.
ტანდაბლობა: ტერნერის სინდრომის ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია ტანდაბლობა. თუ სიმაღლისა და წონის მაჩვენებლები ასაკთან შეუსაბამოა, მიმართეთ ექიმს.
სქესობრივი მომწიფების ნიშნების დაგვიანება: თუ 14 წლის ასაკში არ გამოვლენილა სარძევე ჯირკვლების ზრდა ან სქესობრივი გათმიანება, საჭიროა გამოკვლევა!
ტერნერის სინდრომი არის გენეტიკური ცვლილება, რომლის დიაგნოზი შეიძლება დაისვას დაბადებამდე, ჩვილობის ასაკში, ადრეულ ბავშვობაში ან მოზარდობის პერიოდში. დროული დიაგნოსტიკა საშუალებას გვაძლევს, დავიწყოთ დროული და მიზანმიმართული მკურნალობა (მაგ., ზრდის ჰორმონით ან ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიით) და მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
ჩვენი უპირატესობა: ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიის უნიკალური განყოფილება
ჟორდანია-ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტში ფუნქციონირებს ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიის უნიკალური განყოფილება, რომელიც 1964 წლიდან ემსახურება მომავალი თაობის ჯანმრთელობას.
ჩვენთან თქვენ შეძლებთ:
ჩაატაროთ საჭირო გენეტიკური, ჰორმონული და ექოსკოპიური კვლევები.
მიიღოთ დიაგნოზი და მკურნალობა მენსტრუაციული ციკლის დარღვევების (ამენორეა, დისმენორეა და სხვ.) და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სხვა საკითხებზე.
არ გადადოთ ვიზიტი! იზრუნეთ თქვენი შვილის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე დროულად.
ჩასაწერად და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 32 224 00 99
გვეწვიეთ: თევდორე მღვდლის ქ. 13, მე-7 სართული
კლინიკა
პროფ. ჟორდანიას და პროფ. არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
111
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
127
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
274
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
216
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
338