თბილისი - კიბოსთან ბრძოლის ქალაქი
„თბილისი - კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“ ინიციატივის ფარგლებში აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრაზე ონკოლოგიური სერვისების მართვის, ხელმისაწვდომობის და ხარისხის შესახებ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია მოხდა. განისაზღვრა სამომავლო ნაბიჯები, რაც ონკოლოგიური სერვისების განვითარებისთვის უნდა განხორციელდეს. შეხვედრას მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და “City Cancer Challenge” კომიტეტის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
კიბოსთან ბრძოლაში ქალაქებს შორის გამოწვევას თბილისი 2019 წლის თებერვალში შეუერთდა და ევროპაში კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით საერთაშორისო მოძრაობის წევრი პირველი დედაქალაქი გახდა.
ფონდი „City Cancer Challenge“ კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირის (UICC) მიერ, 2017 წელს შეიქმნა და ქალაქებისთვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს.
ბოლო სიახლეები
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
135
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
207
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
286
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,212
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
332