თბილისის ჯანდაცვის ფორუმი
თბილისის ჯანდაცვის ფორუმი ახალი ღონისძიებაა, რომელიც გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ს ორი უძველესი გამოფენის - Caucasus Health-ისა და Tbilisi Beauty-სგაერთიანებით შეიქმნა.
26-28 ოქტომბერს, 2017 წელს „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე, სამი პარალელური სავაჭრო გამოფენა გაიმართება, რომლებიც ერთი კონცეფციის ქვეშ ერთიანდებიან:
Caucasus Healthcare - სამედიცინო ტექნიკისა და აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა.
Tbilisi Beauty – ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო გამოფენა.
Tbilisi Dental Show – სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიური აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქტები და სერვისები სრულად მოიცავენ ჯანდაცვის ინდუსტრიას.
THF’17-ის პარალელურად საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ჩაატარებს, კონფერენციას სტომატოლოგიის აქტუალურ თემებზე. ზემოთ ხსენებული კონფერენცია თბილისის ჯანდაცვის ფორუმს წლის შემაჯამებელ ღონისძიებად აქცევს, რომელშიც დარგის ყველა პროფესიონალი და დაინტერესებული პირი იქნება ჩართული.
გამოფენა არის საუკეთესო პლატფორმა საერთაშორისო მწარმოებლებისთვისა და დისტრიბუტორებისთვის გაიცნონ ადგილობრივი კომპანიები და დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის.
მონაწილეობისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ გამოფენის გაყიდვების განყოფილებას:
[email protected]
+995 32 234 11 00
გამოფენაზე დასასწრებად გთხოვთ ეწვიოთ სარეგისტრაციო ლინკს: https://goo.gl/forms/eobrmJMkv1anTeTE2
ბოლო სიახლეები
მარდალეიშვილის კლინიკაში, თირკმლის ტრანსპლანტაციისას რობოტული ქირურგია პირველად გამოიყენეს
595
რატომ ვერ მაგრდება ემბრიონი საშვილოსნოში? – მიზეზები და გამოსავალი
265
შენ, შენი პარტნიორი და ტელეფონი: როგორ ვმართავთ შფოთვას სქროლვით
243
როგორ ვიცხოვროთ მცენარე-საკვების ალერგიასთან ერთად?
270
შემოდგომის ალერგიული საფრთხეები
303