ჭარბი წობის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე
რეპროდუქციული ჯანმრთელობა და სიმსუქნე
ქალის სიმსუქნის ხარისხს პირდაპირი გავლენა აქვს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე:
იზრდება ფერტილობასთან-ასოცირებული პრობლემები, და უშვილობის დიაგნოზის სიხშირე.
მატულობს განმეორებითი ორსულობის დანაკარგების რისკი.
ნაადრევი მშობიარობის სიხშირის მატება.
ახალშობილის მაღალი წონა, და ამავე დროს გაზრდილი ალბათობა გრძელვადიანი მეტაბოლური დარღვევების.
გართულებები ასოცირებული სამეანო ანამნეზთან როგორიცაა: გესტაციური დიაბეტი, ჰიპერტენზია და პრეეკლამფსია.
მშობიარობასთან ასოცირებული გართულებები და საკეისრო კვეთის გაზრდილი პროცენტი.
საკეისრო კვეთის შემდგომი ნაწიბურის გაზრდილი ინფიცირების რისკი.
ანესთეზიასთან ასოცირებული გართულებები.
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის გაზრდილი რისკი.
ყველა ორსული განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშაა, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ნაყოფის ანატომიის სონოგრაფიული კვლევის სიზუსტე მცირდება ორსულის ჭარბი წონის შემთხვევაში.
თუ ვგეგმავთ ორსულობას, ჯობს წონის ნორმალიზირება ეტაპობრივად მოხდეს ორსულობის დაგეგმვამდე, ხოლო ორსულობის პერიოდში ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და წონის მონიტორინგი განხორციელდეს.
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დატოვოთ კომენტარი პოსტზე.
ბოლო სიახლეები
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
182
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,402
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ფეხების სიმძიმე და ქვედა კიდურების შეშუპება, ქრონიკული ვენური დაავადება - რატომ მწვავდება ზაფხულში და როგორ ვმართოთ დაავადება?