ოპერაცია თორაკოსკოპიული მეთოდით
თორაკოსკოპია
მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ფართოდაა დანერგილი ენდო-ვიდეო ქირურგიული მკურნალობა, რაც დიდი განაკვეთის გარეშე ე.წ. „უსისხლო ოპერაციას“ გულისხმობს. ასეთი ოპერაციები ხასიათდება ნაკლები ქირურგიული ტრავმით და შესაძლებელს ხდის პაციენტები მოკლე ვადაში გაეწერონ სტაციონარიდან.
აღნიშნული მეთოდოლოგიით, ოპერაციები ძირითადად მუცლის არეში კეთდებოდა. თუმცა ბოლო პერიოდში მსგავსი ტიპის ქირურგიული ჩარევა გულ-მკერდის ორგანოებზე-ფილტვის და შუასაყრის წარმონაქმნები, ასევე წარმატებით მიმდინარეობს. კლინიკა „კონსილიუმ მედულა“ ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც გულ-მკერდის არეზე ენდო-ვიდეო ქირურგიული ჩარევები, ანუ თორაკოსკოპიული ოპერაციები ტარდება. ოპერაციებს ძირითადად პროფესორი დავით გიორგაძე, კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი ატარებს.
საქართველოში თორაკოსკოპიული მეთოდით ოპერაცია პირველად ჩვენს კლინიკაში ჩაუტარდა პაციენტს, რომელსაც მიასთენიის დიაგნოზი ჰქონდა. მიასთენიას, ანუ კუნთების სისუტეს, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებას იწვევს თიმუსის (მკერდუკანა ჯირკვალი) სიმსივნე. ამ სიმსივნის ამოკვეთა მხოლოდ მკერდის ძვლის გაკვეთით ანუ ღია წესით ხდებოდა, რაც საკმაოდ ტრავმული ოპერაციაა და პაციენტს რეაბილიტაციისთვის რამდენიმე კვირა სჭირდებოდა. თორაკოსკოპიული თიმექტომიის შედეგად კი ჩვენ,ა პაციენტმა მესამე დღეს დატოვა კლინიკა.
ასევე ჩვენს კლინიკაში სულ ახლახან მეორე უნიკალური თორაკოსკოპული ოპერაციაც ჩატარდა. ამჯერად თორაკოტომიის გარეშე ახალგაზრდა ქალს შუასაყრის ზედა ნაწილში სიმსივნური წარმონაქმნი, ნევრინომა ამოკვეთეს. პაციენტი მესამე დღეს გამოჯანმრთელებული და კოსმეტიკური ნაკლოვანების გარეშე გაეწერა კლინიკიდან.
თითქმის ერთი წლის წინ თორაკოსკოპიით განკურნებული ჩვენი პაციცნტები თავს კარგად გრძნობენ და მადლიერების წერილებსაც უგზავნიან დავით გიორგაძეს და ბაკურ არაბულს.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
129
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
141
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
293
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
232
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
357