თორაკოსკოპიული ლობექტომია
თორაკოსკოპიული ლობექტომია, პირველად საქართველოში
კიდევ ერთი ისეთი ოპერაცია გაკეთდა ჩვენს კლინიკაში, რომლის მსგავსი ქართველი ქირურგების პრაქტიკაში ჯერ არ ყოფილა.
პაციენტს, რომელსაც ფილტვის პერიფერიული კიბო დაუდგინდა, დასჭირდა მარჯვენა ფილტვის ზედა ნაწილის მოკვეთა (ლობექტომია). ასევე მოსცილდა მას ფილტვის კარის, ბიფურკაციული და ტრაქეობრონქული კუთხის და პარატრაქეული ლიმფური კვანძები. ოპერაცია თორაკოსკოპკული, ანუ უსისხლო მეთოდთ შეასრულა ჩვენი კლინიკის ქირურგთა გუნდმა პროფესორ დავით გიორგაძის (Phd), ზურაბ ზედგინიძის (MD) გიორგი ჩადუნელის (Doctor's assistante) შემადგენლობით. ასეთი რთულ ოპერაცია ანესთეზიის განსაკუთრებულ რეჟიმში ტარდება. კერძოდ, ჩვენმა სპეციალისტებმა ნუგზარ კინკრიაშვილმა და ირაკლი მჟავანაძემ ფილტვების განცალკევებით ვენტილაციის პირობები შექმნეს.
ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დიაგნოზი მორფოლოგიურადაც დადასტურდა, თუმცა, საბედნიეროდ, კვანძებში მეტასტაზები არ აღმოჩნდა. თორაკოსკოპიული, დამზოგავი ჩარევის გამო კი პაციენტი 4 დღეში განკურნებული გაეწერა კლინიკიდან
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
129
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
141
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
293
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
232
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
357