თუ ბავშვი ჯანმრთელია, თუ არ ცხოვრობს ბებია-ბაბუასთან, სჯობს წელს გრიპის ვაქცინა არ გაკეთდეს
თუ ბავშვი ჯანმრთელია, თუ არ ცხოვრობს ბებია-ბაბუასთან, სჯობს წელს გრიპის ვაქცინა არ გაკეთდეს
პედიატრმა თემურ მიქელაძემ გრიპის ვაქცინაზე ისაუბრა. მან გამოყო რიკს-ჯგუფები, სადაც ვაქცინა აუცილებლად უნდა გაკეთდეს და განმარტა, რა განსხვავებაა სამ და ოთხ კომპონენტიან ვაქცინებს შორის:
„სახელმწიფომ წელს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიძინა გრიპის ვაქცინა. ის პირველ ეტაპზე განკუთვნილია აღრიცხვაზე მყოფი რისკ- ჯგუფებისთვის: ესენი არიან 65 წელს ზევით ადამიანები, მოხუცთა თავშესაფარში მყოფი პირები, ბავშვები და მოზრდილები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიები. ხანგრძლივ ციტოსტატიკურ თერაპიაზე მყოფი ბავშვები და მოზრდილები, ქიმიოთერაპიაზე მყოფი პაციენტები და რისკის ქვეშ მყოფი ორსულები. ამ ადამიანებს ვაქცინა ყოველთვის უტარდებათ უფასოდ. სულ არის საუბარი იმაზე, რამდენ კომპონენტიანი ვაქცინა უნდა გაკეთდეს. ორივე ვაქცინა მაღალხარისხიანია, ერთი კეთდება ოქტომბრის ბოლომდე, მეორე, მთელი გრიპის სეზონის განმავლობაში. ჩემი რჩევაა, თუ ბავშვი ჯანმრთელია, თუ არ ცხოვრობს ბებია-ბაბუასთან, სჯობს წელს ეს ვაქცინა არ გაკეთდეს და შევინახოთ რისკ-ჯგუფებისთვის.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა ქვეყანაში ნებაყოფლობითია. თუ ადამიანს სურს აცრა, მას შეუძლია. ჩემი სურვილი იქნება, თუ ვაქციანაციას დაიწყებთ, უმჯობესია მომდევნო 7-10 წელი ის გაკეთდეს ყოველწლიურად. ეს ვაქცინა იქმნება მათემატიკური ალგორითმით და იმუნიზაციის ექპერტები თვლიან, რომელი ტიპის ვირუსმა შეიძლება იცირკულიროს და ამის მიხედვით ქმნიან მას“, – აცხადებს თემურ მიქელაძე.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
115
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
130
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
278
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
220
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
343