„ავერსის კლინიკაში“ ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) ოპერაციები ჩატარდება
ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) ოპერაციები „ავერსის კლინიკაში“
4 მარტს 11:00-ზე „ავერსის კლინიკის“ ცენტრალური ფილიალის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა პრესკონფერენცია, სადაც მოხდა „ავერსის კლინიკის“ ნეიროქირურგ ლაშა ბაქრაძის მიერ პირველად საქართველოში განხორციელებულ ტვინის ღრმა სტიმულაციის ქირურგიული ოპერაციის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ამ ოპერაციის ამსახველი ვიდეო მასალის ჩვენება.
ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) გულისხმობს მცირე ზომის მოწყობილობის განთავსებას გულმკერდის მიდამოებში, კანის ქვეშ, რომელიც ელექტრონული იმპულსების ტვინში გაგზავნით ბლოკავს ტვინის იმ ბრძანებებს, რომლებიც იწვევენ მოძრაობის დარღვევას და იძლევა მათი კონტროლის საშუალებას.
ტვინის ღრმა სტიმულაცია აუმჯობესებს პარკინსონით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხარისხს. ეს ოპერაცია ტარდება იმ პაციენტებისთვის, ვის შემთხვევაშიც მედიკამენტური მკურნალობით ვეღარ ხერხდება დაავადების გამოვლინებების სრულფასოვანი კონტროლი. ტვინის ღრმა სტიმულაცია გამოიყენება პარკინსონის დაავადების ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა ტრემორი (კანკალი), აკინეზია (მოძრაობის მკვეთრი შენელება) და კუნთების რიგიდობა (პათოლოგიური დაჭიმულობა). ოპერაციის შედეგად დაავადების სიმპტომები მნიშვნელოვნად უმჯობესდება, რაც საშუალებას აძლევს პაციენტებს ბევრად დამოუკიდებელი გახდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
კლინიკა
ავერსის კლინიკა
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
131
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
144
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
295
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
236
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
360