ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის სხდომა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით, covid-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის სხდომა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა, კოვიდ-19-ის ვაქცინაციის შემოტანასა და ქვეყნის მზაობაზე ისაუბრეს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „კოვაქსის“, „ფაიზერის“ და საქართველოს მხარის მონაწილეობით კიდევ ერთი კონსულტაცია კვირის ბოლომდე შედგება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ზუსტი დრო, თუ როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინას.
„საბჭოს ფორმატში ჩვენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, რომელიც ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად რჩება. ხელისუფლება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს აქტიურად, რათა საქართველოში ვაქცინები, COVAX-პლატფორმასთან ერთად, სხვა ალტერნატიული გზებითაც იყოს ხელმისაწვდომი“-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია როგორც „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით, ასევე უშუალოდ „ასტრაზენეკასთან“.
გარდა ამისა, უკვე შექმნილია ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად და დაწყებულია გეგმით განსაზღვრული ნაბიჯების განხორციელება. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უმთავრესი წინაპირობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიღებული ოფიციალური ნებართვა და მისი საერთაშორისო აღიარებაა.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
131
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
144
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
295
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
236
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
360