ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია
10 თებერვალი, 2021
საქართველომ დონაციის სახით, COVID-19-ით ვაქცინაციისთვის 50 000 ცალი 0,3 მლ. დოზირებული მოცულობის შპრიცი მიიღო. ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისთვის განკუთვნილი სპეციალური სახეობის შპრიცების შესყიდვის მიზნით, საქართველოს მხარემ აქტიურად იმუშავა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ მწარმოებელ კომპანიებთან, მათ შორის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდურ კომპანიასთან - Hindustan Syringes & Medical Devices Ltd .
მიუხედავად დიდი მოთხოვნისა და შექმნილი დეფიციტისა, საქართველოს მხარის აქტიური ჩართულობით, კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობაზეც.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია როგორც ინდოეთის, ასევე რეგიონალურ და გლობალურ ბაზარზე.
ბოლო სიახლეები
გარემოს მაღალი ტემპერატურა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ზაფხული და სახსრების ტკივილი
მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი - ზაფხულის უსიამოვნო თანამგზავრი. როგორ შევირგოთ ზაფხულის დასვენება დისკომფორტის გარეშე
სახელმწიფო 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივ კოხლეარულ იმპლანტაციას დააფინანსებს
როგორ დავიცვათ თავი გველის ნაკბენისგან?