წნევის გაზომვის წესები
როგორ გავიზომოთ წნევა სწორად?
ერთი შეხედვით, წნევის გაზომვა მარტივია, მაგრამ მეტი სიზუსტისთვის რამდენიმე წესს შეგახსენებთ:
წნევის გაზომვა სწორია მჯდომარე, მოდუნებულ მდგომარეობაში, ფეხი ფეხზე არ უნდა იყოს გადადებული, წინამხარი, რომელზეც იზომება წნევა, სასურველია გულის დონეზე იყოს მოთავსებული;
თუ მოწიეთ თამბაქო, დალიეთ ყავა ან მუქი ჩაი, ან ფიზიკურად იყავით დატვირთული, წნევის გაზომვამდე მინიმუმ 30 წუთი უნდა იყოს გასული, საკვების მიღებიდან კი უნდა გავიდეს სულ მცირე 1 საათი;
გაზომვის პროცესში არ ილაპარაკოთ და ნუ იმოძრავებთ;
წნევის პირველი გაზომვა ყოველთვის ზუსტი არ არის რეკომენდებულია გაზომვა ორჯერ, მინიმუმ 1 წუთიანი ინტერვალით და მათ შორის საშუალოს გამოთვლა. მარჯვენა და მარცხენა ხელზე მიღებული წნევის ციფრებს შორის განსხვავება ზოგჯერ 10 მმ.ვწყ.სვ.-ზე მეტიც შეიძლება იყოს. თავდაპირველად გაზომეთ ორივე ხელზე და აირჩიეთ ის, სადაც უფრო მაღალი მაჩვენებელია — შემდგომში წნევის გაზომვა იმ ხელზე გააგრძელეთ.
ბოლო სიახლეები
შემოდგომა-ზამთრის ვირუსები - როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნური სისტემა?
148
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
209
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
258
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
335
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,379