ზაალ კაპანაძე აჭარის რეგიონში
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აჭარის რეგიონის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა რეგიონში არსებული ეპიდემიულოგიური მდგომარეობა და სამედიცინო დაწესებულებებში საწოლფონდის მობილიზება იყო. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებული კლინიკების გარკვეული ნაწილის კოვიდცენტრებად გადაკეთებას, რათა ინფიცირებული პაციენტების დახმარება დროულად განხორციელდეს.
შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება დამატებით 300 საწოლის გამოყოფის თაობაზე. ჯამში აჭარის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებებში სულ 600 საწოლი იქნება მობილიზებული.
დღეის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ჩართულია ბათუმის "რესპუბლიკური საავადმყოფო", "სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი", კლინიკა "მედალფა".
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე აჭარის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებებში მონიტორინგს დღეს განახორციელებს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
133
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
148
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
296
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
237
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
361