ზაფხული და კანის მოვლა
ზაფხული და კანის მოვლა
- არ გახვიდეთ სახლიდან მულტიდამცავი საშუალებების გარეშე. მალამოები SPF ფილტრით (sun protector factor), დაიცავს თქვენს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, ჰიპერპიგმენტური ლაქებისგან და ნაადრევი სიბერისგან.
- აუცილებელია არ დაგვავიწყდეს ტუჩების დამუშავება SPF ფილტრის მქონე ბალზამით, ის დაარბილებს, დაიცავს და დაატენიანებს ტუჩებს.
ხელები და დეკოლტე - ხშირად გვავიწყდება მათი მოვლა, ამ ზონებში კანი თხელია და მშრალი, მიდრეკილი ჰიპერპიგმენტაციისა და ნაოჭების გაჩენისაკენ. აუცილებელია მზისგან დამცავი და დამატენიანებელი კრემების ყოველდღიური გამოყენება.
არ დაგვავიწყდეს თავის კანზე ზრუნვა, თავის კანის დამწვრობამ შეიძლება აქერცვლამდეც მიგვიყვანოს!
სასურველია რუჯის შემდეგ გამოვიყენოთ სხვადასხვა დამატენიანებელი თუ გამაგრილებელი საშუალებები, როგორც სახეზე ასევე ტანზე.
სრულფასოვანი კვება, ახალი ხილი და ბოსტნეული საუკეთესო საშუალებაა კანის ჯანმრთელობისთვის.
კლინიკა
ხოზრევანიძის კლინიკა
ბოლო სიახლეები
მარდალეიშვილის კლინიკაში, თირკმლის ტრანსპლანტაციისას რობოტული ქირურგია პირველად გამოიყენეს
599
რატომ ვერ მაგრდება ემბრიონი საშვილოსნოში? – მიზეზები და გამოსავალი
266
შენ, შენი პარტნიორი და ტელეფონი: როგორ ვმართავთ შფოთვას სქროლვით
244
როგორ ვიცხოვროთ მცენარე-საკვების ალერგიასთან ერთად?
270
შემოდგომის ალერგიული საფრთხეები
303