ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს პერჯეტასა და ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ
ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს პერჯეტასა და ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ.
ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანია “როშეს” შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის (I, II, III) მქონე პაციენტების გარდა, მედიკამენტებს 80%-იანი ფასდაკლებით მთელი საქართველოს მასშტაბით, მეოთხე სტადიის მქონე სიმსივნით (ძუძუს კიბო) დაავადებული მოქალაქეებიც მიიღებენ.
„მწარმოებლის მხრიდან ფასის დაწევამ, საშუალება მოგვცა არსებული ბიუჯეტით პროგრამში უფრო მეტი პაციენტი ჩაგვერთო და ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიის მქონე მოქალაქეებისთვის 80%-იანი ფასდაკლებით მიგვეცა აღნიშნული მედიკამეტები“-განაცხადა დავით სერგეენკომ.
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის, კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობით, შესაძლებელი ხდება, საქართველოში სრულად იქნას მოცული ძუძუს კიბოთი დაავადებული, ყველა სტადიის პაციენტების მკურნალობა.
საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. დაავადების სამკურნალო მედიკამენტის-ჰერცეპტინის ღირებულება, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების რემისიას და სიცოცხლის ხანგრძლივობას, ერთ პაციენტზე წლიურად 72000-ზე მეტ ლარს შეადგენს.
ძუძუს კიბოს სამკურნალო არსებული პროგრამა 2016 წლის თებერვლიდან დაიწყო, რომელიც მიზნად დაავადების სამკურნალო მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს.
პროექტი, ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „როშეს“ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. პროგრამაში ჩართული პაციენტები, რომლებიც დავადებული არიან ძუძუს კიბოს: პირველი, მეორე და მესამე სტადიით მთელი საქართველოს მასშტაბით ძვირადღირებულ მედიკამენტებს 80%-იანი თანადაფინანსებით იღეებენ, რაც წლიურად ერთ პაციენტზე 6000-მდე ლარს შეადგენს.
პროგრამის დაწყებიდან დღემდე უკვე ისარგებლა 400-ზე მეტმა პაციენტმა.
ბოლო სიახლეები
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
136
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
215
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,487
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
107