• წარმოადგენს სასმელ წყალს;
• იწარმოება სუფთა წყაროს წყლიდან სპეციალური ტექნოლოგიით, რასაც ორსა-ფეხურიანი ოსმოსი ეწოდება;
• წარმოების პროცესში ხდება ყველა იმ სასარგებლო თვისების შენარჩუნება, რომე¬ლიც აუცილებელია ბავშვის ორგანიზმისთვის;
• სტერილიზაცია მიმდინარეობს 20 წამის განმავლობაში 95°С-ზე;
• იფილტრება და ჩამოისხმება სტერილურ პირობებში.
• ჰუმანას საბავშვო წყალი შესაძლებელია ბავშვს და-სალევად მივცეთ ადუღების გარეშე. მისი გამოყენება ასევე რეკომენდებულია ყველა ადაპტირებული ნარევის, სამკურნალო პროდუქ¬ტის, ფაფებისა და ჩაის გასახსნელად. სურვილის შემთხვევაში ჰუმანას სა¬¬-ბავშვო წყალი შეიძლება გამოიყენონ მოზრ¬დილებმაც, რადგანაც მისი სისუფთავის დონე ონკანის ნებისმიერ წყალთან შედარე¬ბით გაცილებით მაღალია. გამოყენების წინ საკმარისია წყალი მხოლოდ შევათბოთ რეკომენდებულ ტემპერატურამდე.
• ჰუმანას საბავშვო წყლის გამოყენებით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ის პრობლემები, რომლებიც ონკანის ხისტი წყლის მოხმარებას უკავშირდება. ხისტი წყალი თავისთავად მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას, მაგრამ მას ხშირად თან სდევს ჩვილის ფორმულის არადამაკმაყოფილებელი ხსნადობა. ჰუმანას საბავშვო წყლის შემთხვევაში აღნიშნულს ადგილი არა აქვს.
ჰუმანას საბავშვო წყა-ლი გახსნილ მდგომარეობაში მაცივარში უნდა ინახებოდეს. თუკი კოლოფის გახსნის მომენტიდან ორ დღეზე მეტი დროა გასული, გამოყენების წინ რეკომენდებულია მისი ადუღება. გახსნილი ჰუმანას საბავშვო წყალი 1 კვირის შემდეგ გამოსაყენებლად უვარგი¬სია.