- აღწერა: რძიანი ნარევი დაბადებიდან 6 თვემდე
- მოცულობა: 325გ
- დანიშნულება: რძე ადაპტირებული; ბავშვის კვება
პრებიოტიკით
ა-ლაქტალბუმინით
გრძელჯაჭვიანი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით (DHA+ARA)
ადაპტირებული ნარევი დაბადებიდან 6 თვემდე ყაბზობისას, დისბაქტერიოზისა და ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაციისათვის.
ბიფიდუს 1-ის ნარევი მაქსიმალურადაა მიახლოებული დედის რძის შემადგენლობასთან ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების შემცველობით. სბალანსირებული რაოდენობითა და შემცველობით წარმოდგენილია ყველა ვიტამინი, მაკრო- და მიკრო-ელემენტი, მინერალური მარილები, დაბადებიდან 6 თვემდე ასაკის ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნილების ადექვატური.
ბიფიდუს 1-ის ცხიმოვანი კომპონენტი გაუმჯობესებულია ცილის საერთო რაოსდენობის შემცირებისა და დედის რძის ამინომჯავურ შემადგენლობასთან მიახლოების ხარჯზე, რაც უზრუნველყოფს მის სრულად ათვისებას და ამცირებს თირკმელზე მეტაბოლურ დატვირთვას.
ნარევი გამდიდრებულია გრძელჯაჭვიანი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით (DHA+ARA), რომელიც მოქმედებს ბავშვის ნორმალურ გონებრივ განვითარებასა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე.
გამოყენების ჩვენება:
• ჩვეული ყაბზობა (36 საათის განმავლობაში დამოუკიდებლად დეფეკაციის არ არსებობა)
• ყაბზობისადმი ტენდენციით (კუჭის მოქმედება ყოველდღიური, მაგრამ მკრივი კონსტიტენციის განავლით, ბავშვის მოუსვენრობა)
• დისბაქტერიოზი და მისი პროფილაქტიკა
• ანტიბაქტერიული თერაპიის შემდეგ
• ბავშვის ნაწლავური მიკლოფლორის ოპტიმალური შემცველობისათვის
ნარევის შემადგენლობაშია ლაქტულოზა, ბიფიდოგენური თვისებებით. ლაქტულოზა წარმოადგენს პრებიოტიკს, ხელს უწყობს მსხვილ ნაწლავში საკუთრივ ბიფიდოფლორის ზრდას, რის შედეგადაც ითრგუნება პირობით პათოგენური ფლორა. ლაქტულოზა აძლიერებს ნაწლავის მოტორიკას, ნარევზე მყოფი ბავშვთა განავალი კონსტიტენციით ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვისას.
რეკომენდაცია გამოყენებისათვის:
ბიფიდუს 1-ის ოპტიმალური დღე-ღამური მოცულობა დგინდება ინდივიდუალურად, ისე , რომ ბავშვს ჰქონდეს დღეში 1-3-ჯერ კუჭის მოქმედება ნორმალური განავლოვანი მასით.
ნარევის გამოყენება შეიძლება სრული დღიური მოცულობით, ყველა კვების ჩანაცვლებით ან 5, 4, 3 და ა.შ. კვებათა რაოდენობის ჩანაცვლებით და აგრეთვე ნებისმიერი პროპორციით ბეიბი 1-თან შერევა. ბიფიდუს 1-ის გამოყენების ფონზე კუჭის მოქმედება არის ფაფისმაგვარი კონსტიტენციის განავლით 1-3-ჯერ დღეში, ყაბზობა ქრება, ნორმალიზირდება ნაწლავის მიკროფლორა. რბილი ფიზიოლოგიური ეფექტის გამო ნარევი არ იწვევს ,,შეჩვევას”. ბიფიდუს 1 ეძლევა ძირითადი კვების წინ ცალკე ბოთლით, პირველ დღეს ერთი კვების ნახევრის ჩანაცვლებით, 1 სრული კვებით მე-2 დღეს და შემდგომში თითო კვების დამატებით დღე-ღამეში.
ბავშვებში, რომელთაც აწუხებთ ყაბზობა, რეკომენდებულია კუჭის მოქმედების ნორმალიზაციამდე ყველა კვების ჩანაცვლება ბიფიდუს 1-ით (დღეში 1-3-ჯერ კუჭის მოქმედებამდე). შემდგომში დღე-ღამური თითო კვების თანდათანობითი შემცირება კვირაში ერთხელ და 2-3 კვების დატოვება ეფექტის შესანარჩუნებლად.
ყაბზობისადმი მიდრეკილ ბავშვებში რეკომენდებულია 3-4 კვების ჩანაცვლება ბიფიდუს 1-ით, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ინდივიდუალურ შერჩევას, შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მეტი ჯერადობაც.
დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისას, ფუნქციური ყაბზობისა და ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაციისათვის რეკომენდებულია 2-3 კვების ჩანაცვლება ბიფიდუს 1-ით სიცოცხლის პირველი ექვსი თვის მანძილზე.
მომზადების წესი:
გულდასმით დაიბანეთ და შეიმშრალეთ ხელები.
1. გამოხარშეთ ბოთლის ყველა ნაწილი. აადუღეთ წყალი და გააციეთ 70° C-მდე, ჩაასხით წყლის საჭირო რაოდენობა ბოთლში.
2. ჩაყარეთ რეკომენდებული რაოდენობის ფხვნილი.
3. დაახურეთ ბოთლს და ფხვნილის სრულად გახსნამდე კარგად შეანჯღრიეთ.
4. გაგრილეთ ნარევი 37° C-მდე, შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა მაჯის შიგნითა ზედაპირზე დაწვეთებით.
გამოიყენეთ მხოლოდ ის დოზატორი-კოვზი, რომელიც ყუთშია მოთავსებული. დოზატორი : 4,3გ ან 7,9 მლ.
წყალი | მშრალი ნარევი | მზა ნარევი |
60 მლ. | 2 დოზატორი | - 65 მლ. |
120 მლ. | 4 დოზატორი | - 135 მლ. |
150 მლ. | 5 დოზატორი | - 165 მლ. |
180 მლ. | 6 დოზატორი | - 200 მლ. |
210 მლ. | 7 დოზატორი | - 235 მლ. |
კვებითი ღირებულება:
კვებითი ღირებულება | 100 გ. მშრალი ნარევი | 100 მლ. მზა ნარევი |
ენერგეტიკული ღირებულება | 2150 კჯ: 510 კკალ | 280 კჯ: 66 კკალ |
ცილა: კაზეინი რძის შრატის ცილები | 10 გ 4გ 6გ | 1,3 გ 0,5 გ (40%) 0,8 გ (60%) |
ტაურინი | 35 მგ | 4,5 მგ |
ნახშირწყლები ლაქტოზა ლაქტულოზა | 57 გ 50 გ 7 გ | 7,4გ 6,5 გ (88%) 0,9 გ |
ცხიმი ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ლინოლენის მჟავა ა-ლინოლენის მჟავა არაქიდონის მჟავა (ARA) დოკოზაჰექსანის მჟავა (DHA) | 27 გ 10 გ 11 გ 4.5 გ 4100 მგ 530 მგ 115 მგ 70 მგ | 3.5 გ 1.3 გ 1.4 გ 0.6 გ 530 მგ (16%) 70 მგ (2.1%) 15 მგ 9 მგ |
რეტინოლი (A) | 420 მკგ-ექვ | 55 მკგ-ექვ |
კალციფეროლი (D) | 9.2მკგ | 1.2 მკგ |
ვიტამინი K | 30 მკგ | 4 მკგ |
ასკორბინის მჟავა (C) | 54 მგ | 7 მგ |
თიამინი (B1) | 400 მკგ | 50 მკგ |
რიბოფლავინი(B2) | 700 მკგ | 100 მკგ |
ნიაცინი (PP) | 5400 მკგ | 700 მკგ |
პირიდოქსინი (B6) | 400 მკგ | 50 მკგ |
ფოლიუმის მჟავა (BC) | 77 მკგ | 10 მკგ |
ციანკობალამინი (B12) | 1.1 მკგ | 0.15 მკგ |
ბიოტინი | 12 მკგ | 1.5 მკგ |
პანტოტენის მჟავა | 2.7 მგ | 0.35 მგ |
ქოლინი | 60 მგ | 7.5 მგ |
ინოზიტოლი | 30 მგ | 4 მგ |
L-კარნიტინი | 7.5 მგ | 1 მგ |
ნატრიუმი | 120 მგ | 15 მგ |
კალიუმი | 460 მგ | 60 მგ |
ქლორი | 310 მგ | 40 მგ |
კალციუმი | 320 მგ | 41 მგ |
ფოსფორი | 160 მგ | 21 მგ |
რკინა | 3 მგ | 0.4 მგ |
მაგნიუმი | 30 მგ | 4 მგ |
მანგანუმი | 30 მკგ | 4 მკგ |
თუთია | 3 მგ | 0.4 მგ |
იოდი | 77 მკგ | 10 მკგ |
სპილენძი | 300 მკგ | 40 მკგ |
ზოლა | 2 გ | 0.3 გ |
სელენი | 12 მკგ | 1.5 მკგ |
ყურადღება!
1.მოამზადეთ ნარევი უშუალოდ კვების წინ
2.არასდროს აადუღოთ მზა ნარევი.
3.მკაცრად დაიცავით ფხვნილსა და წყალს შორის პროპორცია.
4.რეკომენდებულზე ნაკლები რაოდენობის ფხვნილის გამოყენებისას საკვები არის ღარიბი და ვერ უზრუნველ-ყოფს ბავშვის მოთხოვნილებას.
5.ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი არ ჭამდეს ძალიან სწრაფად, რძე წვეთ-წვეთად უნდა გადმოდიოდეს გადმობრუნებული ბოთლიდან.
შეიცავს რძეს. შემადგენლობა: მშრალი დემინერალიზებული რძის შრატი (50%), მცენარეული ზეთები პალმის, მზესუმზირის, რაფსის, ARA –ს წყარო – Morlierella alpine, DHA-ის წყარო – Crypthecodinum cohnii(19%), მშრალი გაუცხიმოვნებული რძე (12%), რძის ცხიმი (8%), ლაქტულოზა (7გ/100გ), ლაქტოზა, მინერალები ( ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, თუთია, იოდი, სპილენძი, სელენი), რძის ცილა, ემულგატორი (სოიოს ლეციტინი), ვიტამინები (A, D, E, K, C, თიამინი, ნიაცინი, B6, ფოლიუმის მჟავა, ბიოტინი, პანტოტენის მჟავა), ქოლინი, ტაურინი, ინოზიტოლი, L-კარ-ნიტინი. არ შეიცავს გმპ-ს (EC1829/2003 და 1830/2003 რეგლამენტი).
რამდენიმე პორციის დამზადება:
რძიანი ნარევი უნდა მომზადდეს უშუალოდ ჭამის წინ. თუ თქვენთვის მაინც აუცილებელია რამდენიმე ბოთლის ერთროულად მომზადება, მაშინ უნდა გამოიყენოთ ცივი ადსუღებული წყალი. ჩაასხით ცივ სუფთა ბოთლში წყალი, ჩაყარეთ ფხვნილი და ანჯღრიეთ სრულად გახსნამდე. ასეთნაირად მომზადებული კვების მაცივარში შენახვის ვადაა 6-8 საათი. ჭამის წინ შეათბეთ 70° C-მდე და შემდეგ გააგრილეთ 37° C-მდე შენახვის პირობები:
გაუხსნელი შეფუთვით +2 –დან +25° C ტემპერატურაზე, არაუმეტეს 75% ტენიანობის პირობებში. შიგნითა შეფუთვის გახსნის მერე, არაუმეტეს ერთი თვისა მჭიდროდ თავდახურული შეგიძლიათ შეინახოთ მშრალ, გრილ ადგილას, მაგრამ არა მაცივარში!
მასა: 325 გ. შეესაბამება 2.5 ლ. მზა ნარევს.
შენახვის ვადა მითითებულია ყუთის ზედა ზედაპირზე. ბიფიდუს 1 შეფუთულია დაცულ ატმოსფეროში გემოსა და თვისებების შესანარჩუნებლად.
წარმოებულია შვედეთში
დამზადებულია Hero AG კონტროლის ქვეშ, შვეიცარია.