Plasmon
კექსი ვანილით / Humana
  • აღწერა: საბავშვო კექსი 8 თვის ასაკიდან
  • მოცულობა: 150 გრ
  • დანიშნულება: ნამცხვრები; ბავშვის კვება

აღწერა

ჰუმანა Junior ვანილის საბავშვო კექსი შესაძლებელია გამო­ვიყენოთ 8 თვის ასაკიდან. 
ჰუმანა Junior ვანილის საბავშვო კექსი წარმოადგენს სპეციალურად ბავშ­ვებისთვის შემუშავებული რეცეპტურით დამზადებულ პროდუქტს („პეჩენიას“), რომე­ლიც განკუთვნილია დამატებითი კვებისთვის. დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ეკო­ლოგიურად სუფთა მარცვლეულისგან. მარცვ­ლეული განსაკუთრებით წმინდად არის დაფქვილი, რათა კექსი პირში სწრაფად დარბილდეს, მაშინაც კი, როდესაც მას დიდი ლუკმებით მიირთმევენ. ისევე, როგორც ჰუმანას ყველა პროდუქტი, ჰუმანა Junior კექსი შედგება საგულდაგულოდ შერჩეული და მკაცრად კონტროლირებული ინგრედიენტებისგან, რაც პატარას მოთხოვ­ნილებებს შეესაბამება.

შემადგენლობა

100 გ-ზე: 1818 კჯ / 432 კკალ, ხორბლის ფქვილი, შაქარი, მცენარეული ცხიმი, ხორბლის სახამებელი, გლუკოზა-ფრუქტოზის ვაჟინი, ხორბლის ცილა, მჟავას მარეგულირებელი კალციუმ-კარბონატი, ბუნებრივი არომატი, გა­მაფხვიერებელი ნატრიუმ-კარბონატი, ვი­­ტა­მი­ნი B1. ასევე შეიძლება შეიცავდეს მინიმალური რაოდენობით რძეს, სოიოს, კვერცხს და თხილს.

გამოყენების წესი

ჰუმანა Junior საბავშვო კექსი შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც „პეჩენიის“, ისე ფაფის სახით. ჰუმანა Junior საბავშვო კექსისგან მზადდება გემრიელი ფაფა როგორც რძით, ისე რძის გარეშე.
მომზადება რძით:
შემადგენლობა 1 ულუფისთვის: 1 ბანანი, 2-3 კექსი, ცოტა რძე.
კექსი წინასწარ უნდა ჩალბეს თბილ რძეში. გამზადებულ მასას შესაძლებელია შეერიოს დაჭყლეტილი ბანანისგან მომზადებული პიურე.

მომზადება რძის გარეშე:
შემადგენლობა 1 ულუფისთვის: 100 გ ბანანი, 2-3 კექსი, 1 ჩ/კ რაპსის ზეთი, ცოტა ჩაი. კექსი წინასწარ უნდა ჩალბეს თბილ ჩაიში (ხილის ან კამის ჩაიში). გამზადებულ მასას შესაძლებელია შეერიოს ბანანისგან მომზადებული პიურე. მზა ფაფას ემატება რაპსის ზეთი და კარგად ირევა.
წელიწადის დროის შესაბამისად შესაძ¬ლებელია ასევე ხილის სხვა სახეობების შერჩევა (მწიფე მსხალი, ვაშლი, ნესვი, ატამი, გარგარი და სხვა).

გაფრთხილება

გახსნილ მდგომა­რეო­ბაში ყუ­თი ინახება მშრალ და გრილ ადგილას კოლოფზე მითითებულ ვადამდე.

მოცულობა

  • 150 გრ