კლინიკა "ენმედიც" – ის ლაბორატორია, არის თანამედროვე დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რომელიც დაკომპლექტებულია ბოლო თაობის ანალიზატორებით. გამოკვლევების სრული ავტომატიზაცია, კომპიუტერული მართვა, ყველა ტექნოლოგიური პროცესისა და გამოკვლევების უნიკალური მეთოდიკები, შესაბამისად პროფესიონალი კადრები, არის შედეგების მაღალი ხარისხის და სიზუსტის დადასტურება.
ლაბორატორიას შეუძლია შემოგთავაზოთ დაახლოებით 1000 მდე სახეობის გამოკვლევა დიაგნოსტიკის ისეთ დარგებში, როგორიცაა: ბიოქიმია, ჰემატოლოგია, იმუნოლოგია, ბაქტერიოლოგია, მორფოლოგია, იზოსეროლოგია, კოაგულოლოგია, ალერგოლოგია.
კლინიკა "ენმედიც" - ს ლაბორატორია სარგელობს მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული სამედიცინო ბრენდების ავტომატიზირებული ანალიზატორებით. მათ შორისაა: Abbott, Seimens Healthcare Diagnostics, Instrumentation Laboratory, Bayer Diagnostics, Dako, Spinreact, BPS Biosed, Radim და სხვა.
თანამედროვე მედიცინაში დიაგნოსტიკური ინფორმაციის 80% მიიღება დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში. მსოფლიო ლიდერების აღჭურვილობა და მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული რეაგენტები - არის შედეგების სიზუსტის გარანტი.
ხარისხის მართვის სისტემა დაფუძნებულია ყველა ლაბორატორიული გამოკვლევების სტანდარტიზაციის პრინციპებზე ინტრალაბორატორიული ხარისხის მართვის ანალიზებზე და ხარისხის გარე შეფასებაზე.ლაბორატორიის მიზანია ხარისხის მართვის სისტემის საშუალებით საიმედო ინსტრუმენტების შექმნა, რათა მინიმუმამდე დავიდეს შეცდომის რისკი. ხარისხის ქვეშ იგულისხმება დაგეგმილი და სისტემატურად ჩატარებული ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც ტარდება იმის დასადასტურებლად, რომ დიაგნოსტიკური ინფორმაცია შეესაბამება გარკვეული მოთხოვნილების ხარისხს. ლაბორატორია ქმნის და აწვდის კლინიცისტს ხარისხიან, ჭეშმარიტ და ობიექტურ ინფორმაციას.
კლინიკა "ენმედიც" – ი რეგულარულად მონაწილეობს ლაბორატორიის შიდა ხარისხის და გარე ხარისხის კონტროლის პროგრამაში და ყოველწლიურად წარმატებით გადის შემოწმებას, რაც მაღალი ხარისხის მუშაობის დასტურია.
კლინიკა "ენმედიც" – ში საქართველოში პირველად დაინერგა კვლევის იმუნოჰისტოქიმიური მეთოდი.დღეისათვის, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, ის გამოიყენება რუტინულ დიაგნოსტიკაში.
კლინიკა "ენმედიც" – ში ფუნქციონირებს საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მორფოლოგიის კვლევისცენტრი, სადაც ხორციელდება ძუძუს სიმსივნეების, ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების, ენდოკრინული,შარდ-სასქესო სისტემის, გასტროინტენსტიციური ტრაქტის, ჰემობლასტოზების, ნერვული, რბილი ქსოვილებისდა სხვა ორგანოების მორფოლოგიური დიაგნოსტირება ჰისტოქიმიის, იმუნოჰისტოქიმიის გამოყენებით.
ჰისტოპათოლოგიური დიაგნოზის სისწორე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჰისტოლოგიურიპრეპარატების ხარისხზე, ამიტომ ჩვენი ცენტრის დევიზია - "ხარისხიდან -სანიმუშობამდე".
ასევე პირველად საქართველოში დაინერგა საკვების მიმართ ინტოლერანტობის ტესტი, რომელიც ეფუძნება IgG-ის დონის განსაზღვრას სიხლში 221 საკვები პროდუქტის მიმართ.