კარდიოლოგიური კლინიკა 20 წლიანი ისტორიით. მისი ხელმძღვანელია დოქტორი გიორგი ხაბეიშვილი. ჩვენი მუშაობის შედეგი გახდა ახალი საავადმყოფო, რომელიც გაიხსნა 2011 წლის ნოემბერში. წარმატების მიზეზი გახდა ექიმების მაღალი კვალიფიკაცია და თავდაუზოგავი შრომა. საავადმყოფო მუშაობს 24 საათიან რეჯიმში. საავადმყოფო გაშლილია 36 საწოლზე, სადაც 12 საწოლი მოდის მალაღალტექნოლოგიური ინტესიური თერაპიის და რეანიმაციის ხარჯზე. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რენტგენი, სისხლის ბიოქიმიური ავტომატური ანალიზატორები, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, კარდიოგრაფიული ტესტები, განლაგებულია შენობის პირველ და მეორე სართულზე, მესამე სართული უჭირავს 2 ადგილიან, კომფორტულ პალატებს, მეოთხეზე განლაგებულია რეანიმაციული განყოფილება და საოპერაციოები. კლინიკის პრიორიტეტული მიმართულება კარდიოლოგიაა, მწვავე და ქრონიკული პაციენტების მიღება და მკურნალობა 24 საათიან რეჯიმში. კლინიკაში გამოიყენება ს და სისხლძარღვთა დაავადების მკურნალობის და დიაგნოსტიკის ყველა თანამედროვე საშუალება. რაც შეეხება ინტერვენციულ კარდიოლოგიას ჩვენს კლინიკას საქართველოში ერთერთი ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. ვაკეთებთ კორონარული არტერიების ანგიოგრაფიას, შემდგომი ანგიოპლასტიკით, მწვავე და ქრონიკულ პაციენტებში. მუდმივი სტიმულატორის იმპლანტაციას, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაციას, რესინქრონიზაციულ თერაპიას ს უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. ახალი შენობა აშენებულია ყველა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით. იგი საშუალებას გვაძლევს გავაფართოვოთ პროფილი, ემატება ქირურგია, პულმონოლოგია, რეანიმაციული განყოფილება.