ულტრასონოგრაფია (ექოსკოპია) - თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე სანდო კვლევა
ექოსკოპიის უპირატესობები
ულტრასონოგრაფია (იგივე ექოსკოპია) არის თანამედროვე და არაინვაზიური დიაგნოსტიკური მეთოდი, რომელიც სხეულის შინაგან სტრუქტურებს ვიზუალიზაციას ულტრაბგერითი ტალღების მეშვეობით უკეთებს. ეს პროცედურა სრულიად უსაფრთხოა, რადგან არ იყენებს იონიზირებად გამოსხივებას.
კვლევის ამ მეთოდის მთავარი უპირატესობა არის მისი ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება და სიზუსტე. ულტრაბგერითი ტალღების საშუალებით შესაძლებელია ორგანოების, ქსოვილებისა და სისხლძარღვების მდგომარეობის დეტალური ანალიზი, რაც ექიმებს ეხმარება სხვადასხვა დაავადების დროულად აღმოჩენასა და მკურნალობის დაგეგმვაში.
ულტრასონოგრაფიას ხშირად იყენებენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა კარდიოლოგია, გინეკოლოგია, ენდოკრინოლოგია, უროლოგია და გასტროენტეროლოგია. იმის გამო, რომ ულტრასონოგრაფია არ შეიცავს რადიაციულ ზემოქმედებას, ის იდეალური არჩევანია როგორც ბავშვებისთვის ნებისმიერ ასაკში, ისე ორსულებისთვის.
თანამედროვე მედიცინის არაერთი მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების მიუხედავად, ულტრასონოგრაფია გამორჩეულია უსაფრთხოებით, ხელმისაწვდომობით, სისწრაფითა და რეალურ დროში დაკვირვების უნარით.ამიტომ ის რჩება ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად და უნივერსალურ ინსტრუმენტად, როგორც გეგმიური შემოწმებების, ისე გადაუდებელი დახმარების შემთხვევებში.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგი ზოგადი ულტრასონოგრაფიული კვლევები:
მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფია, რომელიც მოიცავს (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, სანაღვლე გზების, პანკრეასის, ელენთის კვლევას);
საშარდე გზების ულტრასონოგრაფია (თირკმლის, შარდის ბუშტის, პროსტატის, შარდგამომყოფი გზების კვლევას);
ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფია;
რბილი ქსოვილების და რეგიონალური ლიმფური კვანძების ულტრასონოგრაფია;
გინეკოლოგიური ულტრასონოგრაფია;
კისრის სისხლძარღვების ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია;
ქვემო კიდურების სისხლძარღვების უტლრაბგერითი დოპლეოგრაფია.
ექიმთან კვლევაზე ჩასაწერად დარეკეთ ცხელ
ხაზზე 032 222 22 11
კლინიკა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
111
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
127
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
274
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
216
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
338