Plasmon
მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა (ინგოროყვას კლინიკა) - ნეიროქირურგიის განყოფილება

ნეიროქირურგიული დეპარტამენტი მუშაობს პრაქტიკულად ნეიროქირურგიის ყველა მიმართულებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

1. ნეიროტრავმა
2. სისხლძარღვოვანი ნეიროქირურგია(როგორც ენდოვასკულური ასევე მიკროქირურგიული მიმართულებები)
3. ნეიროონკოლოგია (თავის  ტვინისა  და ზურგის ტვინის ყველა ლოკალიზაციის სიმსივნეები)
4. ნეიროვერტებროლოგია(ხერხემლისა და ზურგის ტვინის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა)
5. პერიფერიული ნერვების დაზიანებები(როგორც ტრამვული ასევე გვირაბის სინდრომები და ა.შ)
6. ცენტრალური ნერვული სისტემის დიზონტოგენური (თანდაყოლილი) პათოლოგიების ქირურგია(ჩიარის მალფორმაცია, დიასტომატომიელია და სხვა განვითარების ანომალიები)
7. ფუნქციური ნეიროქირურგია( ეპილეფსიის, ტრიგემინალური ნევრალგიისა და ჰემიფაციალური სპაზმის ქირურგია და სხვა)
8. ჰიდროცეფალია( როგორც შუნტირებადი ოპერაციები ასევე ენდოსკოპიური ჩარევები)
9. ნეიროენდოკრინოლოგია( მიკროქირურგიული ტრანსკრანიალური, ტრანსნაზალური ენდოსკოპიური, ტრანსნაზალური მიკროქირურგიული ჩარევები)

დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი მალხაზ მიზანდარი. დიაგნოსტიკურ ნაწილში წარმოდგენილია მაღალტექნოლოგიური კვლევების სრული სპექტრი: ულტრაბგერითი კვლევა, რენტგენი, მამოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია. ინტერვენციული რადიოლოგია, რომლის ფუძემდებელიც საქართველოში არის პროფესორი მალხაზ მიზანდარი, კავკასიის მაშტაბით წარმოდგენილია მხოლოდ ჩვენს კლინიკაში.

აღნიშნული მიდგომა გულისხმობს სხვადასხვა სახის მანიპულაციების ჩატარებას, ულტრაბგერის, რენტგენის, კომპიუტერული ტომოგრაფიის და/ან ანგიოგრაფიის დამიზნებით, მინიმალური ინვაზიით (გაჭრის გარეშე). მანიპულაციები არის როგორც დიაგნოსტიკური – ბიოფსია, ისე სამკურნალო - აბსცესების დრენირება, ექინოკოკური კისტებსი დრენირება, სანაღვლე გზების დრენირება, სანაღვლე გზებსი რადიოსიხშირული აბლაცია და სტენტირება, ტრანსარტერიული ემბოლიზაცია და ხხვა - ხასიათის.