მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის შესახებ
“მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი” არის ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი და მაღალკვალიფიცირებული პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება. კლინიკა პაციენტებს სთავაზობს რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს, ასევე თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოწყობილ ლაბორატორიას, სადაც განთავსებულია ყველა ის უახლესი წარმოების ლაბორატორიული ანალიზატორი, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით დიაგნოსტირებას უზრუნველყოფს.
“მარდალეიშვილის დიაგნოსტიკურ ცენტრში” შესაძლებელია ნებისმიერი გამოკვლევის ჩატარება უკანასკნელი მოდელის, 3 ტესლა სიმძლავრის ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული სკანერით, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონშიც. ასევე, აღსანიშნავია მამოგრაფი ტომოსინთეზის და დამიზნებითი ბიოფსიის ფუნქციით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეული გამოვლინების და ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებებს. გარდა ამისა, ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე მოდელების კომპიუტერული ტომოგრაფით, დესიტომეტრით, რენტგენის აპარატით, ექოსკოპებითა და ენდოსკოპიური აპარატურით.
„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკურ ცენტრში“ პაციენტებს სამედიცინო კვლევებს და კონსულტაციებს უტარებენ საქართველოს მასშტაბით მოღვაწე წამყვანი ექიმები, რომლებიც ენერგიას არ ზოგავენ პაციენტების გამოჯანმრთელებისა და მათთვის სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის.