Plasmon
XXI საუკუნის მედიცინა - სამკურნალო პლაზმაფერეზის ეროვნული ცენტრი

XXI საუკუნის მედიცინა გთავაზობთ:

• ამერიკული აპარატით პლაზმაფერეზს;

• უნიკალურ სისტემურ დიაგნოსტიკას თმის ანალიზით; 

• თანამედროვე კოსმეტოლოგიას (კანის გაახალგაზრდავების პროგრამები, მეზოთერაპია, ოზონოთერაპია, დერმაბრაზია, ბიორევიტალიზაცია, კანის კეთილთვისებიანი წამონაქმნების მოცილება, უმტკივნეულო ეპილაცია, პიგმენტური ლაქების მოცილება, სახის ინექციური მოდელირება და სხვა);

• ლაბორატირული გამოკვლევები;

• სამკურნალო მასაჟები;

• დიეტოლოგია;

• ფიზიო-პროცედურები;

• ექიმ-გერიატრის მიღება;

• ინექციები;

• ქირურგიული შეხვევები;

• ეკგ (მომენტალური დასკვნა);

• კოსმეტოლოგიის შემსწავლელი კურსები (ინექციური).

წინასწარი ჩაწერით 24 საათიანი მიღება/მომსახურება.XXI საუკუნის მედიცინის ცენტრში

ჩვენი სამედიცინო ცენტრი თანამშრომლობს როგორც ქ.მოსკოვის ბიოტიკური მედიცინის წამყვან ლაბორატორიასთან ,ასევე ვთანამშრომლობთ ისრაელის ცნობილ კერძო კლინიკასთან---"ასსუტას"-თან ქალაქ თელავივში. იგი მსოფლიო მედიცინის ფლაგმანია.აქვს საერთაშორისო აღიარება და უმაღლესი კატეგორიის სერთიფიკატი. გამოკვლევები და მკურნალობა მსოფლიო მედიცინის უმაღლესი სტანდარტებით და პროტოკოლითაა დანერგილი. ექვემდებარება ზედმიწევნით მკაცრ კონტროლს და შედეგებიც უმაღლესი სტანდარტებისაა ; ამიტომაც ამ კლინიკაში მკურნალობას უწოდებენ "ოქროს" სტანდარტებით მკურნალობას. კლინიკაში სისტემატიურად ინერგება ახალი გამოგონებები და ტექნოლოგიები, აღჭურვილია თანამედროვე, უახლესი აპარატურით, მუშაობენ მაღალკვალიფიციური,გამოცდილი ექიმები სხვადასხვა მიმართულებით: შინაგანი სნეულებიდან პლასტიკური ქირურგიით და ონკოლოგიით დამთავრებული. აქ მკურნალობა საკმაოდ დაბალ ფასებშია. ჩვენი სამედიცინო ცენტრი არ არის შუამავალი, ჩვენ ვართ მათი თანამშრომლები, მათ მიერ კონსულტირებულ ავადმყოფებს მათ მიერ დანიშნული პროგრამით ვუგრძელებთ მკურნალობას და დაკვირვებას, საჭიროების შემთხვევაში კლინიკურ ანალიზებსაც ვაგზავნით როგორც . მოსკოვის, ასევე იზრაელში თელავივის ლაბორატორიებში.

სისხლის გაწმენდა უახლესი ამერიკული აპარატით - პლაზმაფერეზი.(სისხლის გაწმენდა ტოქსინებისგან და მავნე ნივთიერებებისგან).

პლაზმაფერეზი გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით. გულსისხლძარღვთა და ნერვიული სისტემის ქრონიკულ დაავადებების, ქალთა რეპროდუქტიული სისტემის (უშვილობის) ფუნქციის დარღვევის, ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევის, სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების, შარდგამომყოფი სისტემის ქრონიკული დაავადების, ორგანიზმის ალკოჰოლით, ნარკოტიკული ნივთიერებებით მოწამვლის დროს; ასევე ჰეპატიტი „ც“-ს შემთხვევაში, კოსმეტოლოგიაში, რევმატოიდული პოლიართრიტის, ჭარბი წონის და სხვა.

ჩვენს სამედიცინო ცენტრში ექიმი -ტრანსფუზიოლოგი თინათინ კობახიძე ახალ თანამედროვე, ბოლო თაობის ამერიკული წარმოების აპარატით ატარებს პ ლ ა ზ მ ა ფ რ ე ზ ი ს პროცედურას, რომელიც მიმართულია სისხლის გასაწმენდად-სხვადასხვა მავნე ნივთიერებებისგან. აპარატი ახდენს ჰემოკორექციას, სისხლს აცლის ტოქსინებს და გაწმენდილ ,სუფთა სისხლის ფორმიან ელემენტებს უკან უბრუნებს ორგანიზმს. გამოიყენება ასობით დაავადების სამკურნალოდ თანამედროვე მედიცინაში და ბრწყინვალე შედეგებიც გვაქვს. მაგალითად: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მაღალი ლიპიდური მაჩვენებლების, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის, შაქრიანი დიბეტის, ჭარბი წონის, უშვილობის, რევმატოიდული პოლიართრიტის, ჰეპატიტების, (მათ შორის c -ჰეპატიტიც), ალკოჰოლით და ნარკოტიკული ნივთიერებებით ინტოქსიკაციის დროს. ბრწყინვალე შედეგებს ვღებულობთ კოსმეტოლოგიაში, გეროკოსმეტოლოგიაში-დერმატიტების, პიგმენტაციის, აკნეს, როზაცეას და სხვა დაავადებათა დროს. თანამედროვე კოსმეტოლოგია ახალ ეტაპზე გავიდა და პლაზმაფერეზი საიმედო მაღალეფექტურ შედეგებს გვძლევს, განსაკუთრებით 30-35 წლის ასაკში საჭიროა პრევენციული მოვლა ჯანმრთელი და ლამაზი კანის შენაჩუნებისთვის. 

ჭარბის წონის მკურნალობა „XXI საუკუნის მედიცინის ცენტრში“

არსებობს ასეულობით დიეტა - მაგალითად „ჰოლივუდის“, „კრემლის“, „იაპონური“, „სისხლის ჯგუფის მიხედვით“, „კემბრიჯის“ და სხვა, მაგრამ მეცნიერულად დამტკიცებულია მხოლოდ ინდივიდუალურად შერჩეული დიეტური და აგრეთვე მედიკამენტოზური მკურნალობა.

წონის კორექცია ფიზიოთერაპიული მეთოდების გამოყენებით; გასახდომი ანტიცელულიტური მასაჟებით. 

სამედიცინო ცენტრში შეისწავლება "ინექციური კოსმეტოლოგია "---მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, ბიორეპარაცია, პლაზმოლიფტინგი, სახის კონტურის მოდელირება ინექციური მიკროინპლანტებით---კონტურული პლასტიკა. ასევე შეისწავლება თანამედროვე ტექნოლოგიით დანერგილი ქიმიური პილინგები. ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა სხვადასხვა მიზეზების გამო (ინექციები არ კეთდება სტანდარტების მიხედვით, წამლის დოზირება, წამლის ხარისხი და სხვა) ინექციური კოსმეტოლოგიური პროცედურებების გართულებები ( ჰემატომა, ინფექცია, შეშუპება, კანის ნეკროზი, ქუთუთოს ფტოზი და ხვა) ამიტომ გადავწყვიტეთ "კოსმეტოლოგიური პროცედურების გართულებების მკურნალობის" ცალკე შემსწავლელი კურსების ჩატარება. გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატები.