Plasmon

პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გ. მუხაძის პრემიის ლაურეატი, ენდოსკოპიის და ენდოქირურგიის განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.

პროფესიული გამოცდილება
აიარა სტაჟირება ენდოქირურგიაში: მოსკოვი (რუსეთი), მიუნხენი (გერმანია), გრაცი (ავსტრია). 1998წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. გამოქვეყნებული აქვს 70-მდე სამეცნიერო ნაშრომი, “საყლაპავი მილის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიის ატლასი”-საქართველოში პირველი ენდოსკოპიური მონოგრაფია. მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში: პრაღა (ჩეხეთი), გრაცი (ავსტრია), სტამბული (თურქეთი), ტაშკენტი (უზბეკეთი), ამსტერდამი (ნიდერლანდები), დუსელდორფი (გერმანია),ჩიკაგო (ა.შ.შ). არის საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტი.

განათლება, კვალიფიკაცია
დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1991 წლიდან მუშაობს სამედიცინო რადიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ენდოსკოპიისა და ენდოქირურგიის განყოფილებაში.