ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი კარდიოლოგი.პროფესიული გამოცდილება
1975-84 წწ მუშაობდა მოსკოვში კარდიოლოგიის სამეცნიერო ცენტრში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1984-1993წწ კი თერაპიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1993 წლის ნოემბრიდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. ავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 30-ზე მეტი გამოქვეყნებულია იმპაქტ ჟურნალებში. მონაწილეობდა კარდიოლოგთა მსოფლიო კონგრესის მუშაობაში ამსტერდამი (ჰოლანდია), ათეროსკლეროზის საერთაშორისო სიმპოზიუმებში რომი, ვენეცია(იტალია), ნიუ-იორკი(ა.შ.შ), რადიოლოგთა საერთაშორისო კონგრესებში ვენა (ავსტრია), ჩიკაგო (ა.შ.შ), კორონარული არტერიების დაავადებათა საერთაშორისო კონგრესში ვენეცია (იტალია), ვენა (ავსტრია), ჩიკაგო (ა.შ.შ). დაჯილდოებულია ღირსების მედლით (2001).