Plasmon

სპეციალობა - ბავშვთა და მოზრდილთა ონკოქირურგი


მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,სრული პროფესორი
ატარებს ყველა სახის ოპერაციებს, მათ შორის ჰემანგიომებზე,ლიმფანგიომებზე, კანისა და რბილი ქსოვილებისა და ძვლების კეილთვისებიანი სიმსივნეების დროს , როგორც ბავშვებში ისე მოზრდილებში.

პროფესიული გამოცდილება
1970-1971 თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრა– ინტერნატურა
1971-1974 ქ. რუსთავის ბავშვთა პოლიკლინიკა #2 ქირურგი
1974-1975 ქ.თბილისი, ონკოლოგიის ინსტიტუტი–ბავშვთა ონკოლოგი
1975-1977 ქ. მოსკოვი, საკავშირო ონკოლოგიის ცენტრი – კლინიკური ორდინატურა
1977-1980 ქ. მოსკოვი, საკავშირო ონკოლოგიის ცენტრი –კლინიკური ასპირანტურა
1980-1982 ქ. თბილისი ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ქირურგიული განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი
1983-ქ.თბილისის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ბავშვთა განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
2005 თბილისის საერო უნივერსიტეტი „მეტეხი“ – სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი.
2012 ქ. ბაქო, ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი.

განათლება, კვალიფიკაცია
1965-1971 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი
1976- მოსკოვი, საკავშირო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუი გაიარა კვალიფიკაცია ონკოლოგიის განხრით.
1980- მოსკოვი, საკავშირო ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის სამეცნიერო საბჭომ მიანიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი
1987- მოსკოვი, საკავშირო უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიერ მიენიჭა უფროსი მეცნიერ თანამშრომლის წოდება
2004- თბილისი, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ მიანიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი
2007 თბილისის საერო უნივერსიტეტ „მეტეხი“–ს სამეცნიერო საბჭომ მიანიჭა სრული პროფესორის წოდება.

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა
1980-ტაშკენტი, საკავშირო ონკოლოგთა IV ყრილობა
1980- კემეროვი, საკავშირო ბავშვთა ონკოლოგთა კონფერენცია
1982-ერევანი, ამიერკავკასიის ონკოლოგთა IX კონფერენცია
1986- ბუდაპეშტი, ონკოლოგთა XIV საერთაშორისო კონგრესი
1996-მოსკოვი დსთ ქვეყნების ონკოლოგთა I ყრილობა
1998-თბილისი, ამიერკავკასიის ქირურგთა კონგრესი
1999–თბილისი, ამიერკავკასიის ქირურგთა XII საერთაშორისო კონგრესი
2001-ბაქო, ემიერკავკასიის ონკოლოგთა II კონგრესი
2004-ერევანი,ამიერკავკასიის ონკოლოგთა III კონგრესი
2005-თბილისი, გასტროენტეროლოგთა VII საერთაშორისო კონგრესი
2006–ბაქო დსთ ქვეყნების ონკოლოგთა და რადიოლოგთა IV ყრილობა
2007-თბილისი, ამიერკავკასიის ქვეყნების ონკოლოგთა IV ყრილობა

საზოგადოებრივი აქტივობა
1980-საქართველოს ონკოლოგთა საზოგადოების წევრი
1982-საქართველოს ბავშვთა ქირურგთა საზოგადოების წევრი
1999-კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ასოციაციის საპატიო წევრი
2010-ევროპის ონკოლოგთა საზოგადოების (EშMO) წევრი

დამატებითი მონაცემები
70 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი
2002 გამოსცა მონოგრაფია – „ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრონციპები
http://www.nacc.org.ge/geo/zukhbaia.pdf
2009 წლის ივნისში უნიკალური შემთხვევის გამო 8 თვის ბიჭუნას რეტროპერიტონიალური სივრცის სიმსივნის გამო, რომელიც წარმოადგენდა განუვითარებელ ემბრიონს–პარაზიტ ტყუპისცალს, მან ჩაუტარა ურთულესი ოპერაცია. აღნიშნული ინფორმაცია გადაცემულ იქნა CNN–ით. პაციენტის მდგომარეობა დღეისათვის დამაკმაყოფილებელია.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია:
http://metekhiuni.edu.ge/geo/publishing/zukhbaia?info=273
http://www.myvideo.ge/?video_id=1665526

ენების ცოდნა: ქართული, რუსული
კომპიუტერის ცოდნა: მომხმარებლის დონეზე

სახელმწიფო სერტიფიკატების მონაცემები:
1. ონკოლოგია    004695
2. ონკოქირურგია  014037
3. ბავშვთა  ქირურგია   004694 


ატარებს ყველა სახის ოპერაციებს, მათ შორის ჰემანგიომებზე,ლიმფანგიომებზე, კანისა და რბილი ქსოვილებისა და ძვლების კეილთვისებიანი სიმსივნეების დროს , როგორც ბავშვებში ისე მოზრდილებში .