Plasmon
აკლასტა / ACLASTA


შემადგენლობა: 
მოქმედი ნივთიერება: zoledronic acid; 
100 მლ ხსნარი შეიცავს 5 მგ ზოლენდრონის მჟავის (უწყლოს), რაც შეესაბამება 5,33 მგ ზოლენდრონის მჟავის მონოჰიდრატს; 
დამხმარე ნივთიერებები: მანიტი (Е 421), ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი. 

სამკურნალწამლო ფორმა. 
საინფუზიო ხსნარი. 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ძვლების სტრუქტურაზე და მინერალიზაციაზე ზეგავლენის მომხდენი საშუალებები. ბისფოსფონატები. АТС კოდი M05B A08. 

კლინიკური დახასიათება
ჩვენებები. 
ოსტეოპოროზის მკურნალობა ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში და მამაკაცებში თეძოს, ხერხემლის მოტეხილობების და სხვა ლოკალიზაციის მოტეხილობების შემთხვევების შემცირების მიზნით, ძვლების მინერალური სიმკვრივის ზრდა. 
თეძოს მოტეხილობის შემდეგ განმეორებითი მოტეხილობების პროფილაქტიკა მამაკაცებში და ქალებში. გლუკოკორტიკოიდ-ინდუცირებული ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა. პეჯეტის დაავადება (მადეფორმირებელი ოსტეიტი). 

უკუჩვენებები. 
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, ან მომატებული მგრძნობელობა ბისფოსფონატების მიმართ. თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა კრეატინინის კლირენსით < 35 მლ/წთ. ჰიპოკალციემია. ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი. 

გამოყენების წესი და დოზები. 
პოსტმენოპაუზის ოსტეოპოროზის, მამაკაცებში ოსტეოპოროზის მკურნალობა გლუკოკორტიკოიდ-ინდუცირებული ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა, თეძოს მოტეხილობების შემდეგ განმეორებითი მოტეხილობების პროფილაქტიკა: რეკომენდებული დოზა - აკლასტას 5 მგ ერთი ინტრავენური ინფუზია წელიწადში. 
პეჯეტის დაავადების მკურნალობა: რეკომენდებული დოზა - აკლასტას 5 მგ ერთი ინტრავენური ინფუზია. პრეპარატს ნიშნავენ მხოლოდ პეჯეტის დაავადების მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმები. მონაცემები პრეპარატით განმეორებითი მკურნალობის შესახებ არ არსებობს. აკლასტით პეჯეტის დაავადების ერთჯერადი მკურნალობის შემდეგ აღინიშნება რემისიის ხანგრძლივი პერიოდი. მაგრამ აკლასტათი განმეორებითი მკურნალობა შეიძლება დაენიშნოს დაავადების რეციდივის მქონე პაციენტებს, რომელიც გამოწვეულია შრატში ტუტე ფოსფოტაზის დონის მომატებით, რომლებშიც მიღწეული არ იქნა შრატში ტუტე ფოსფოტაზის დონის ნორმალიზაცია, ან პაციენტებში სიმპტომებით, რომლებიც ნარჩუნდება მკურნალობის დაწყებიდან 12 თვის განმავლობაში. 
აკლასტა (5 მგ 100 მლ მზა საინფუზიო ხსნარზე) შეჰყავთ ინტრავენურად სისტემის მეშვეობით, რომელიც აწყობილია ინფუზიის სტაბილურ სიჩქარეზე. ინფუზიის დრო უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 წუთს. აკლასტას ინფუზიას ატარებენ პაციენტის ადექვატური ჰიდრატაციის პირობით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის და იმ პაციენტებისათვის, ვინც დიურეტიკებს იღებენ. 
ოსტეოპოროზისას ქალებში და მამაკაცებში, გლუკოკორტიკოიდ-ინდუცირებული ოსტეოპოროზისას აუცილებელია დაინიშნოს კალციუმი და ვიტამინ D, თუ დიეტა ვერ ახდენს მათი აუცილებელი რაოდენობის კომპენსირებას. 
პაციენტებისათვის პეჯეტის დაავადებით აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნეს ვიტამინ D და კალციუმის ადექვატური გამოყენება სადღეღამისო დოზებით 10 დღე-ღამის განმავლობაში აკლასტას შეყვანის შემდეგ. 
პაციენტები თირკმელების უკმარისობით. აკლასტას დანიშვნა პაციენტებისათვის თირკმელების უკმარისობით კრეატინინის კლირენსით < 35 მლ/წთ არაა რეკომენდებული ასეთი ავადმყოფების მკურნალობის ადექვატური კლინიკური გამოცდილების არასაკმარისი დონის გამო. დოზის კორექტირება პაციენტებისათვის კრეატინინის კლირენსით ≥ 35 მლ/წთ არ მოითხოვება. 
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით. დოზის კორექტირება არ მოითხოვება. 
ხანდაზმული პაციენტები (≥ 65 წელზე). დოზის კორექტირება არ მოითხოვება, ვინაიდან, პრეპარატის ბიოხელმისაწვდომობა, განაწილება და გამოყოფა ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და უფრო ახალგაზრდა სუბიექტებში მსგავსი იყო. 
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციები. არ შეიძლება აკლასტას შერევა ან  ინტრავენურად შეყვანა ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებასთან. პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს ინტრავენური ინფუზიის ცალკე სისტემით შეყვანით, მუდმივი სიჩქარით. თუ ხსნარი გაგრილებულია, გამოყენების წინ აუცილებელია მიეცეს მას ოთახის ტემპერატურის მიღწევის შესაძლებლობა. ინტრავენური ინფუზიისთვის ხსნარის მომზადების დროს აუცილებელია ასეპტიკის წესების დაცვა. 
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადად. ინფუზიის შემდეგ უნდა მოხდეს გამოუყენებელი ხსნარის უტილიზაცია. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ინფუზიისთვის მომზადებული პრეპარატის გამოყენება აუცილებელია დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენების მომენტამდე მისი შენახვის დროზე და პირობებზე პასუხისმგებლობა მომხმარებელს ეკისრება. გამოუყენებელი ხსნარის შენახვა შეიძლება არა უმეტეს 24 საათი 2-8ºC ტემპერატურაზე. 

გვერდითი რეაქციები. 
შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ არსებობდა კლინიკური პროგრამის სხვადასხვა გამოკვლევიდან. 
გვერდითი ეფექტები, რომელნიც აღინიშნებოდა პოსტმენოპაუზის ოსტეოპოროზის მკურნალობის გამოკვლევაში: სხეულის ტემპერატურის მომატება (18,1%), მიალგია (9,4%), გრიპის მსგავსი სიმპტომები (7,8%), ართრალგია (6,8%) და თავის ტკივილი (6,5%); ამ სიმპტომების უმრავლესობა ჩნდებოდა აკლასტას შეყვანის შემდეგ პირველი 3 დღე-ღამის განმავლობაში. სიმპტომების უმრავლესობის გამოხატულობა იყო სუსტიდან ზომიერამდე, ქრებოდა 3 დღე-ღამის განმავლობაში. ამ სიმპტომების წარმოქმნის სიხშირე არსებითად მცირდებოდა აკლასტას შემდგომი შეყვანის დროს. ზემოხსენებული სიმპტომების სიმძიმე შეიძლება შემცირდეს დაახლოებით 50%-ით უშუალოდ პრეპარატის შეყვანის შემდეგ ისეთი საშუალებების დანიშვნით, როგორიცაა პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. 
ქვემოთ მოყვანილია გვერდითი რეაქციები, რომელნიც, ექსპერტის შეფასებით, დაკავშირებულნი არიან პრეპარატის მიღებასთან და აღინიშნებიან პრეპარატის გამოყენებისას: ოსტეოპოროზის სამკურნალოდ მამაკაცებში და ქალებში პოსტმენოპაუზაში, თეძოს ძვლის დაბალტრავმული მოტეხილობის შემდეგ კლინიკური მოტეხილობების პროფილაქტიკისათვის, გლუკოკორტიკოიდ-ინდუცირებული ოსტეოპოროზის და პეჯეტის დაავადების მკურნალობის და თავიდან აცილებისათვის; რეაქციები სისტემატიზებულია ორგანოების სისტემების კლასებისა და სიხშირის მიხედვით, შემდეგი პირობითი აღნიშვნების გამოყენებით: ძალიან გავრცელებული (≥ 1/10), გავრცელებული (≥ 1/100, <1/10), არა გავრცელებული (≥ 1/1 000, <1/100), იშვიათად გავრცელებული (≥ 1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათად გავრცელებული (<1/10000). 
ინფექციები და ინვაზიები: 
არა გავრცელებული - გრიპის მსგავსი სიმპტომები, რინოფარინგიტი. 
სისხლის სისტემის და ლიმფური სისტემის მხრიდან: 
არა გავრცელებული - ანემია. 
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები: 
გავრცელებული - ჰიპოკალციემია; 
არა გავრცელებული -, მადის დაქვეითება. 
ფსიქიატრიული დარღვევები: 
არა გავრცელებული - უძილობა, შფოთვა. 
ცნს მხრიდან: 
გავრცელებული - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; 
არა გავრცელებული - ლეთარგია, პარესთეზიები, ძილიანობა, ტრემორი, გულის წასვლა (სინკოპე), გემოს დარღვევა, ჰიპესთეზია. 
მხედველობის ორგანოების მხრიდან: 
გავრცელებული - თვალების ჰიპერემია; 
არა გავრცელებული - კონიუქტივიტი, თვალების ტკივილი, მხედველობის ბუნდოვნება; 
იშვიათად გავრცელებული - უვეიტი, ეპისკლერიტი, ფერადი გარსის ანთება. 
სმენის ორგანოების და ლაბირნთის მხრიდან: 
არა გავრცელებული - ვერტიგო. 
გულის სისტემის მხრიდან: 
გავრცელებული - წინაგულების ფიბრილაცია; 
არა გავრცელებული - გაძლიერებული გულისცემა. 
სისხლძარღვოვანი სისტემის მხრიდან: 
არა გავრცელებული - არტერიული ჰიპერტენზია, სისხლის მოქცევები სახისკენ. 
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრიდან: 
არა გავრცელებული - ხველება, ქოშინი. 
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: 
გავრცელებული - გულისრევა, ღებინება, დიარეა; 
არა გავრცელებული - დისპეპსია, ტკივილი ეპიგასტრიუმში, მუცლის ტკივილი, გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი, ყაბზობა, პირის სიმშრალე, ეზოფაგიტი, კბილის ტკივილი. 
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან: 
გავრცელებული - ღამის ოფლიანობა; 
არა გავრცელებული - გამონაყარი, ჰიპერჰიდროზი, ქავილი, ერითემა. 
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრიდან: 
გავრცელებული - მიალგია, ართრალგია, ძვლების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კიდურების ტკივილი, ყბის ტკივილი; 
არა გავრცელებული - ტკივილი კისრის არეში, კუნთურ-ჩონჩხული შებოჭილობა, სახსრების შეშუპებულობა, კუნთების სპაზმები, ტკივილი მხარის არეში, კუნთურ-ჩონჩხული ტკივილი გულმკერდის არეში, ძვალ-კუნთოვანი წარმოშობის ტკივილი, სახსრების შებოჭილობა, ართრიტი, კუნთების სისუსტე. 
შარდსასქესო სისტემის მხრიდან: 
არა გავრცელებული - პოლაკიურია, პროტეინურია. 
ლაბორატორიული მაჩვენებლები: 
არა გავრცელებული - სისხლში კრეატინინის დონის მომატება. 
ზოგადი დარღვევები და დარღვევები, დაკავშირებული შეყვანის წესთან: 
ძალიან გავრცელებული - ციებ-ცხელება; 
გავრცელებული - გრიპის მსგავსი დაავადებები, ჟრჟოლა, დაღლადობა, ასთენია, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, რეაქცია შეყვანის ადგილას; 
არა გავრცელებული - პერიფერიული შეშუპება, წყურვილი, მწვავე-ფაზური რეაქცია, ტკივილი მკერდში, რომელიც არ არის დაკავშირებული გულის დაავადებასთან. 
გვერდითი რეაქციები, რომელთა შესახებაც არსებობდა შეტყობინებები ცალკეულ გამოკვლევებში:
ძალიან ხშირად: მიალგია, ართრალგია, ასთენია, ტკივილი.
ზოგადი: მოდუნებულობა, ქოშინი, დისპეფსია, ეზოფაგიტი, მუცლის ტკივილი, ჰიპერჰიდროზი, ჩონჩხის კუნთების შებოჭილობა, სახსრების შესივება, ტკივილი გულმკერდში, რომელიც დაკავშირებულია კუნთების შებოჭილობასთან, მადის დაქვეითება, წყურვილი, მწვავეფაზური რეაქცია.
არც ისე ხშირი: უვეიტი.
გვერდითი რეაქციები, რომელთა შესახებაც იყო შეტყობინებები ცალკეული გამოკვლევების მონაცემების მიხედვით და არ იყო მოყვანილი ზემოთ (პლაცებოსთან შედარებით წარმოქმნის ნაკლები სიხშირის გამო), მოიცავენ: 
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: მოციმციმე არითმია, გულისცემა.
მხედველობის ორგანოების მხრიდან: თვალის ჰიპერემია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: გასტრიტი, კბილის ტკივილი.
ზოგადი დარღვევები და შეყვანის წესთან დაკავშირებული დარღვევები: რეაქციები შეყვანის ადგილას.
გამოკვლევები: C-რეაქტიული ცილის კონცენტრაციის ზრდა.
მეტაბოლიზმი და კვების აშლილობა: ჰიპოკალციემია.
ნერვული სისტემის აშლილობები: დისგევზია.

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა
თირკმელების ფუნქციის დარღვევა. 
ბისფოსფონატების, ზოლენდრონის მჟავის ჩათვლით, ინტრავენურად შეყვანისას, აღინიშნებოდა თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევები (მაგალითად, სისხლის შრატის კრეატინინის დონის მომატება) და იშვიათად, მწვავე თირკმლის უკმარისობა. თირკმელების ფუნქციის დარღვევა აღინიშნებოდა ზოლენდრონის მჟავის გამოყენების ფონზე, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმელების დაავადებებით ანამნეზში ან რისკის დამატებითი ფაქტორებით (მაგალითად, პაციენტები, რომელნიც გადიან ქიმიოთერაპიის კურსს, ნეფროტოქსიკური პრეპარატების ერთდროულად მიღება, მძიმე დეჰიდრატაცია); ასეთი პაციენტების უმრავლესობა იღებდა პრეპარატს დოზით 4 მგ ყოველ 3-4 კვირას, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში თირკმელების ფუნქციის დარღვევა აღინიშნებოდა პრეპარატის ერთჯერადი გამოყენების შემდეგ. 
HORIZON-PFT ძირითად გამოკვლევაში კრეატინინის კლირენსის ცვლილება (განსაზღვრავენ წელიწადში ერთხელ პრეპარატის მიღების წინ) და თირკმლის უკმარისობის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევების განვითარების სიხშირე შეპირისპირებულია აკლასტას და პლაცებოს ჯგუფებში 3 წლის განმავლობაში.  სისხლის შრატის კრეატინინის დონის დროებითი მომატება 10 დღის განმავლობაში აღენიშნებოდა პაციენტების 1,8%-ს, რომელთაც დაენიშნათ აკლასტა, პაციენტების 0,8%-თან შედარებით, ვისაც დანიშნული ჰქონდა პლაცებო. 
HORIZON-PFT გაფართოებულ სამწლიან გამოკვლევაში, პაციენტების 2.9%-ს, რომლებიც განაგრძობდნენ აკლასტას მიღებას (ანუ პრეპარატ აკლასტას მიღების სულ 6 წელი) პაციენტების 0.65%-თან დაკავშირებით, რომლებმაც შეწყვიტეს მიღება (ანუ პრეპარატ აკლასტას მიღების 3 წელი ძირითად კვლევაში და პლაცებოს მიღების 3 წელი გაფართოებულ კვლევაში) აღინიშნებოდა სისხლის შრატის კრეატინინის ხანმოკლე მომატება. მაგრამ შრატში კრეატინინის საწყისი დონის მიმართ საშუალო ცვლილება ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო <0.5 მკმოლი / ლ მკურნალობის ორივე ჯგუფში გამოკვლევის ბოლოს (ანუ +0.4 და -0,24 მკმოლი / ლ ორივე ჯგუფში, შესაბამისად).
მამაკაცებში და ქალებში თეძოს ყელის (მენჯ-ბარძაყის სახსრის ძვლების) მოტეხილობის შემდეგ კლინიკური მოტეხილობების თავიდან აცილების, მამაკაცებში ოსტეოპოროზის მკურნალობის, გლუკოკორტიკოიდ-ინდუცირებული ოსტეოპოროზის მკურნალობის და თავიდან აცილებისათვის პრეპარატის დანიშვნის დასაბუთების მიზნით ჩატარებულ გამოკვლევებში კრეატინინის კლირენსის ცვლილებები შესადარისი იყო აკლასტას და პლაცებოს ან შედარების პრეპარატის ჯგუფებში. 
ჰიპოკალიემია. HORIZON-PFT გამოკვლევაში პაციენტების დაახლოებით 0,2%-ს აკლასტას გამოყენების შემდეგ აღენიშნებოდა შრატის კალციუმის დონის შესამჩნევი შემცირება (1,87 მმოლ/ლ-ზე ნაკლები). ჰიპოკალციემიის კლინიკური ნიშნები აღნიშნული არ ყოფილა.
HORIZON-PFT გაფართოებულ გამოკვლევაში პაციენტების 0,4%-მა, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს ძირითადი გამოკვლევის განმავლობაში და პრეპარატ აკლასტამ გაფართოებული გამოკვლევის დროს დაადასტურეს ჰიპოკალციემიის წარმოქმნის შესაძლებლობა. არ აღინიშნებოდა ჰიპოკალციემიის წარმოქმნის დადასტურება სხვა ჯგუფებში. ყველა შემთხვევა  უსიმპტომო იყო, მკურნალობა ან ჩარევა საჭირო არ იყო.
HORIZON-RFT გამოკვლევაში მამაკაცებში ოსტეოპოროზის მკურნალობისას და გლუკოკორტიკოიდ-ინდუცირებული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისას არც ერთი პაციენტის კალციუმის დონე სისხლის შრატში 1,87 მმოლ/ლ-ზე დაბალი არ ყოფილა. 
პეჯეტის დაავადების გამოკვლევის მსვლელობისას ჰიპოკალციემია კლინიკური გამოვლინებებით აღენიშნებოდა დაახლოებით პაციენტების 1%-ს (ყველა შემთხვევა დამთავრდა სისხლში კალციუმის დონის ნორმალიზებით). 
ადგილობრივი რეაქციები. HORIZON-PFT გამოკვლევის მსვლელობისას არსებობდა შეტყობინებები (0,7%) ინფუზიის ადგილზე ადგილობრივი რეაქციების შესახებ: სიწითლე, გასივება და/ან ტკივილი ზოლენდრონის მჟავის შეყვანის შემდეგ. ამავე გამოკვლევაში ადგილობრივი რეაქციების განვითარების სიხშირე ანალოგიური იყო აკლასტას და პლაცებოს ჯგუფებისათვის. 
ოსტეოპოროზი მამაკაცებში - ადგილობრივი რეაქციების განვითარების სიხშირემ შეადგინა 2,6% ზოლენდრონის მჟავის ჯგუფში და 1,4% ალენდრონატის ჯგუფში. გლუკოკორტიკოიდ-ინდუცირებული ოსტეოპოროზის მკურნალობის და პროფილაქტიკისას შეტყობინებები ადგილობრივი რეაქციების განვითარების შესახებ არ არსებობდა. 
ყბის ოსტეონეკროზი. ნეკროზის განვითარების შემთხვევები (უფრო ხშირად ყბის) უპირატესად აღენიშნებოდა კიბოთი დაავადებულებს, რომელნიც იღებდნენ ბისფოსფონატებს, ზოლენდრონის მჟავის ჩათვლით. ამ პაციენტებიდან ბევრს ჰქონდა ადგილობრივი ინფექციების ნიშნები, ოსტეომიელიტის ჩათვლით, ხოლო შეტყობინებების უმრავლესობა ეხებოდა ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს, რომელთაც ოსტეონეკროზი უვითარდებოდათ კბილის ამოღების ან სხვა სტომატოლოგიური ოპერაციების შემდეგ. ყბის ოსტეონეკროზს გააჩნია რისკის ბევრი დადასტურებული ფაქტორი, კიბოს დიაგნოზის, თანმდევი მკურნალობის (მაგალითად, ქიმიოთერაპია, ანტიანგიოგენური პრეპარატები, სხივური თერაპია, კორტიკოსტეროიდების გამოყენება) ჩათვლით. თუმცა მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის, რეკომენდებულია სტომატოლოგიური ჩარევების ჩატარებისათვის თავის არიდება, ვინაიდან, გამოჯანმრთელების პროცესი შეიძლება ხანგრძლივი აღმოჩნდეს. 
HORIZON-PFT ძირითად გამოკვლევაში 7736 პაციენტს შორის აღნიშნული იყო ყბის ოსტეონეკროზის განვითარების მხოლოდ 1 შემთხვევა განუვითარდა იმ პაციენტს, რომლისთვისაც შეჰყავდათ აკლასტა და 1 შემთხვევა პაციენტს - პლაცებოს მიღებისას. ყველა შემთხვევა დამთავრდა მდგომარეობის ნორმალიზებით. 
HORIZON-PFT გაფართოებულ გამოკვლევაში 2456 პაციენტს აღენიშნა ყბის ოსტეოპოროზის ორი დადასტურებული შემთხვევა, ერთი პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იყენებდნენ აკლასტას ძირითად და გაფართოებულ გამოკვლევებში (ე.ი. აკლასტას მიღების 6 წელი) და ერთი პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იღებენ პლაცებოს ძირითადად და აკლასტა გაფართოებულ გამოკვლევაში (ანუ აკლასტას გამოყენების 3 წელი).
ორივე პაციენტი ცუდად უვლიდა პირის ღრუს ჰიგიენას და ორივე მთლიანად აღდგა.
ამავე გამოკვლევაში ოსტეოპოროზის მქონე მამაკაცების მკურნალობისას და გლუკოკორტიკოიდ-ინდუცირებული ოსტეოპოროზის მკურნალობის და პროფილაქტიკისას არ არსებობდა შეტყობინებები ყბის ოსტეონეკროზის განვითარების შემთხვევების შესახებ. 
პოსტმარკეტინგული გამოცდილება. 
პოსტმარკეტინგულ პერიოდში სპონტანური შემთხვევების, და ასევე ლიტერატურული შემთხვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვების მეშვეობოთ იყო შეტყობინებები შემდგომი გვერდითი მოვლენების შესახებ. გვერდითი რეაქციები პრეპარატებზე ჩამოთვლილია MedDRA-ში ორგანოების სისტემის კლასების შესაბამისად. ორგანოების სისტემის თითოეულ კლასში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სერიოზულობის კლების წესით.
მხედველობის ორგანოს მხრიდან: სკლერიტი, თვალის გარშემო ქსოვილების ანთება.
იმუნური სისტემის მხრიდან: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქტიკური რეაქციების, ანაფილაქტიკური შოკის, კვინკეს შეშუპების, ბრონქოსპაზმის, ჭინჭრის ციების ჩათვლით.
მეტაბოლიზმი და კვების აშლილობა: გაუწყლოება მეორადი სიმპტომების მიმართ დოზის შეყვანის შემდეგ, როგორიცაა ციებ-ცხელება, ღებინება და დიარეა, არტერიული ჰიპოტენზია პაციენტებში რისკის თანმდევი ფაქტორებით; 
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის მხრიდან: ყბის ოსტეონეკროზი.
თირკმელების და შარდის გამომყოფი გზების მხრიდან: თირკმლის უკმარისობა დიალიზის აუცილებლობით ან ლეტალური შედეგით*, თირკმლის უკმარისობა.
* განსაკუთრებით ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის ადრე გამოვლენილი დარღვევით ან სხვა რისკის ფაქტორებით, როგორიცაა ხანდაზმული ასაკი, თანმდევი ნეფროტოქსიკური სამკურნალწამლო საშუალებების მიღება, თანმდევი თერაპია დიურეტიკებით ან გაუწყლოვანება ინფუზიის შემდგომ პერიოდში. 

ჭარბი დოზირება.
შეტყობინებები ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, რომელიც კლინიკურად მნიშვნელოვან ჰიპოკალციემიას იწვევს, მდგომარეობის კომპენსაცია შეიძლება მიღწეული იქნეს დამატებით კალციუმის პერორალურად გამოყენებით და/ან კალციუმის გლუკონატის ინფუზიით. 

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. 
რეპროდუქციული ასაკის ქალები.
რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის რეკომენდებულია მოერიდონ დაორსულებას აკლასტას მიღების დროს. არსებობს თერიული რისკი ნაყოფისთვის (მაგალითად, ჩონჩხის პათოლოგიები და სხვა პათოლოგიები), თუ ორსულობა დგება ბისფოსფონატების გამოყენების დროს. ამ რისკზე ცვლადების ზემოქმედება, როგორიცაა დრო, ბისფოფონატების გამოყენების შეწყვეტას და ჩასახვას შორის დადგენილი არ იქნა.
ორსულობა
აკლასტა უკუნაჩვენებია ორსულობოს დროს. ბმონაცემები ორსულ ქალებში ზოლენდრონის მჟავის გამოყენების შესახებ არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენეს პრეპარატის ტოქსიკური გავლენა რეპროდუქტიულ ფუნქციაზე. პოტენციური რისკი ადამიანისათვის უცნობია. 
ძუძუთი კვება
აკლასტა უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს.
ფერტილურობა
მონაცემები ადამიანებში ფერტილურობის თაობაზე არ არსებობს.
ბავშვები.
 პრეპარატის აკლასტა დანიშვნა ბავშვებისათვის არაა რეკომენდებული, ვინაიდან, არ არის საკმარისი მონაცემები ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის თაობაზე. 

გამოყენების თავისებურებები. 
ზოგადი 
 დოზა ზოლენდრონის მჟავის 5 მგ უნდა შეყვანილი იქნეს სულ მცირე 15 წუთის განმავლობაში. აკლასტას ინფუზიას ატარებენ პაციენტის ადექვატური ჰიდრატაციის პირობით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის და მათთვის, ვინც დიურეტიკებს იღებს. ადრე არსებული ჰიპოკალციემიის მკურნალობა აუცილებელია კალციუმის და ვიტამინ D-ს ადექვატური მიღებით აკლასტით თერაპიის დაწყებამდე. აგრეთვე, აუცილებელია, მინერალური ცვლის სხვა დარღვევების ეფექტური მკურნალობაც (მაგალითად, პარაფარისებრი ჯირკვლის შემცირება, კუჭ-ნაწლავში კალციუმის აბსორბციის დარღვევა). ექიმმა უნდა საგულდაგულოდ აკონტროლოს ასეთი პაციენტები. 
 პრეპარატი აკლასტა შეიცავს ისეთივე მოქმედ ნივთიერებას, როგორც პრეპარატი ზომეტა (ზოლენდრონის მჟავა), რომელიც ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, ამიტომ პაციენტებს, ვინც მკურნალობს პრეპარატით ზომეტა, არ უნიშნავენ პრეპარატს აკლასტა. 
თირკმელების ფუნქციის დარღვევა 
 აკლასტა წინააღმდეგ ნაჩვენებია პაციენტებისათვის თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით (კრეატინინის კლირენსი <35 მლ/წთ) პაციენტების ამ ჯგუფში თირკმლის უკმარისობის წარმოქმნის მომატებული რისკის არსებობის გამო. 
თირკმელების ფუნქციის დარღვევა აკლასტას შეყვანისას აღენიშნებოდათ პაციენტებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ანამნეზში თირკმლის ფუნქციის ცვლილებები ან რისკის სხვა ფაქტორები, ნეფროტოქსიკური პრეპარატების, დიურეტიკების ერთდროულად გამოყენების, პრეპარატის აკლასტა შეყვანის შემდეგ წარმოქმნილი დეჰიდრატაციის ჩათვლით. თირკმელების ფუნქციის დარღვევა აღენიშნებოდათ პაციენტებს პრეპარატის ერთჯერადი შეყვანის შემდეგაც. აკლასტას დანიშვნისას ისეთი თირკმელების უკმარისობა, რომელიც დიალიზის ჩატარებას მოითხოვდა, იშვიათად უჩნდებოდა პაციენტებს თირკმელების ფუნქციის დარღვევით. 
თირკმელების მხრიდან გვერდითი რეაქციების განვითარების რისკის შესამცირებლად აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს შემდეგი: 
 - კრეატინინის კლირენსი უნდა დაანგარიშებული იქნეს აკლასტას თითოეული დოზის მიღების წინ (მაგალითად, კოკროფტ-გოლტის ფორმულის მიხედვით). სისხლის შრატში კრეატინინის დონის დროებითი მომატება შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი ჰქონდეთ პაციენტებს თირკმელების ფუნქციის დარღვევით, რეკომენდებულია პაციენტების რისკის ამ ჯგუფისათვის სისხლის შრატში კრეატინინის დონის შუალედური კონტროლის განხილვა.
- პრეპარატის გამოყენება საჭიროა სიფრთხილით, თუ ერთდროულად გამოიყენება სხვა პრეპარატები, რომელნიც გავლენას ახდენენ თირკმელების ფუნქციაზე. 
 - აკლასტას გამოყენების წინ პაციენტებს უნდა გაეზომოთ შრატოვანი კრეატინინის დონე. 
 - აკლასტას ინფუზიას, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, ვინც დიურეტიკებს იღებს, ატარებენ პაციენტის ადექვატური ჰიდრატაციის პირობით. 
 - აკლასტას ერთჯერადმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 5 მგ-ს, რომლის შეყვანაც უნდა მოხდეს სულ მცირე, 15 წუთის განმავლობაში. 
ყბის ოსტეონეკროზი 
შეტყობინებები ყბის ოსტეონეკროზის შესახებ უმთავრესად, არსებობდა, პაციენტებში ონკოლოგიური დაავადებებით, რომელნიც გადიოდნენ ბისფოსფონატებით, ზოლენდრონის მჟავის ჩათვლით, მკურნალობის კურსს. ბევრი ასეთი პაციენტი იღებდა კორტიკოსტეროიდებს და გადიოდა ქიმიოთერაპიის კურსს. ცნობილი შემთხვევების უმრავლესობა ასოცირებული იყო სტომატოლოგიურ პროცედურებთან, მაგალითად, კბილის ამოღებასთან. ამ პაციენტებიდან ბევრს აღენიშნებოდა ადგილობრივი ინფექციების ნიშნები, ოსტეომიელიტის ჩათვლით. ამგვარად, ბისფოსფონატებით თერაპიის დაწყების წინ პაციენტებისათვის თანმდევი რისკის ფაქტორებით (კიბო, ქიმიოთერაპია, ანტიანგიოგენური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები, პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობა) უნდა განხილული იქნეს სტომატოლოგიური გამოკვლევის და სათანადო სტომატოლოგიური პროფილაქტიკის მიზანშეწონილობა. მკურნალობის პერიოდში ეს პაციენტები, თუ ეს შესაძლებელია, აუცილებელია მოერიდონ ინვაზიურ სტომატოლოგიურ პროცედურებს. პაციენტებს, რომლებსაც განუვითარდათ ყბის ოსტეონეკროზი ბისფოსფონატებით თერაპიის პერიოდში, სტომატოლოგიურმა ქირურგიამ შეიძლება გაუმძაფროს ოსტეონეკროზის მიმდინარეობა. მონაცემები ყბის ოსტეონეკროზის განვითარების რისკის შემცირების შესახებ ბისფოსფონატებით თერაპიის მოხსნისას პაციენტებისათვის, ვისაც სტომატოლოგიური პროცედურები სჭირდებათ, არ არსებობს. ექიმის კლინიკური შეფასება, რომელსაც მიჰყავს პაციენტი, უნდა მიღებული იქნეს პაციენტის წაყვანის გეგმის საფუძვლად, რისკი/სარგებლიანობა თანაფარდობის ინდივიდუალური შეფასების გათვალისწინებით. 
პოსტმენოპაუზის ოსტეოპოროზის, მამაკაცებში ოსტეოპოროზის მკურნალობა და გლუკოკორტიკოიდ-ინდუცირებული ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა 
პაციენტებისათვის ოსტეოპოროზით რეკომენდებულია დამატებით კალციუმის და ვიტამინ D-ს პრეპარატების დანიშვნა, საკვებთან ერთად ამ ნივთიერებების არასაკმარისად მიღების დროს. 
თეძოს მოტეხილობის შემდეგ განმეორებითი მოტეხილობების პროფილაქტიკა რეკომენდებულია დამატებით კალციუმის და ვიტამინ D-ს დანიშვნა. 
ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი 
არსებობდა შეტყობინებები ერთეულოვანი შემთხვევების შესახებ მძიმე და ინვალიდობის გამომწვევი ტკივილების შესახებ ძვლებში, სახსრებში და კუნთებში პაციენტებში, ვინც იღებდა ბისფოსფონატებს, პრეპარატის აკლასტა ჩათვლით. 
პეჯეტის დაავადების მკურნალობა 
ძვლების მომატებული რეზორბცია - პეჯეტის დაავადების დამახასიათებელი ნიშანია. ძვლების რეზორბციაზე ზოლენდრონის მჟავის გავლენის სწრაფი გამოვლენის შედეგად შეიძლება განვითარდეს ტრანზიტორული ჰიპოკალციემია, ზოგჯერ - სიმპტომატური, რომელიც ჩვეულებრივ მაქსიმალურია აკლასტას ინფუზიიდან პირველი 10 დღის შემდეგ. ამიტომ აკლასტას გამოყენებისას რეკომენდებულია ვიტამინ D-ს ადექვატური მიღება. გარდა ამისა, პაციენტებისათვის პეჯეტის დაავადებით, აკლასტას გამოყენების დაწყების შემდეგ არანაკლებ 10 დღის განმავლობაში რეკომენდებულია კალციუმის დანამატების ადექვატური გამოყენება - არანაკლებ ელემენტარული კალციუმის 500 მგ დღეში ორჯერ. საჭიროა პაციენტების ინფორმირება ჰიპოკალციემიის სიმპტომების შესახებ. რისკის ჯგუფის პაციენტებისათვის უნდა გათვალიწინებული იქნეს კლინიკური მონიტორინგი. 
თეძოს ძვლის ატიპიური მოტეხილობები
არსებობდა შეტყობინებები ატიპიური სუბტროქანტერული და დიაფიზარული თეძოს მოტეხილობების შესახებ ბისფოსფონატებით თერაპიის დროს, უპირატესად პაციენტებში, ვინც ოსტეოპოროზის ხანგრძლივ მკურნალობას იღებდა. შესაძლებელია განივი და მოკლე ირიბი მოტეხილობების წარმოქმნა თეძოს ძვლის ნებისმიერ ადგილას თეძოს ძვლის გასწვრივ – არიდან მცირე ციბრუტის ოდნავ ქვემოთ იღლიის ზედა გაფართოების ოდნავ მაღალ არემდე, მინიმალური ტრავმის ან მისი არ არსებობისას. ასეთი მოტეხილობები ხშირად ბილატერალურია. არსებობს შეტყობინებები ასეთი მოტეხილობების ცუდი შეხორცების შესახებ. 
პრეპარატით აკლასტა თერაპიის დროს საჭიროა პაციენტებისთვის რჩევის მიცემა იმის თაობაზე, რომ აცნობონ ნებისმიერი ტკივილის შესახებ თეძოში, მენჯბარძაყის სახსარში ან საზარდულში და პაციენტები ასეთი სიმპტომებით უნდა გამოკვლეულნი იქნენ თეძოს ძვლის არასრული მოტეხილობის არსებობის თაობაზე. 
პაციენტებისათვის ეჭვით თეძოს ატიპიური მოტეხილობის თაობაზე უნდა განხილული იქნეს პრეპარატით აკლასტა თერაპიის შეწყვეტა, სარგებლიანობა/რისკის თანაფარდობის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე. 

ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი.
მონაცემები იმის თაობაზე, რომ აკლასტა გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, არ არსებობს. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
სპეციალური გამოკვლევები სამკურნალო საშუალებების ზოლენდრონის მჟავისთან ურთიერთობის თაობაზე არ ჩატარებულა. ზოლენდრონის მჟავა სისტემურად არ მეტაბოლიზდება და არ ახდენს გავლენას ციტოქრომ Р450 ენზიმებზე in vitro. ეს მჟავა უმნიშვნელოდ უკავშირდება პლაზმის ცილებს (დაკავშირება შეადგენს დაახლოებით 56%), ამიტომ ურთიერთქმედება დაკავშირების მაღალი ხარისხის მქონე პრეპარატების ჩანაცვლებით ნაკლებად სავარაუდოა. 
ზოლენდრონის მჟავის გამოყოფა ორგანიზმიდან ხდება თირკმლის ექსკრეციის გზით. საჭიროა სიფრთხილის დაცვა აკლასტას გამოყენებისას ისეთ პრეპარატებთან შეთავსებით, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანწილად მოახდინონ გავლენა თირკმელების ფუნქციაზე (მაგალითად, ამინოგლიკოზიდებთან ან დიურეტიკებთან, რომელთაც დეჰიდრატაციის გამოწვევა შეუძლიათ). 

ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
მოქმედების მექანიზმი. ზოლენდრონის მჟავა მიეკუთვნება აზოტშემცველი ბისფოსფონატების კლასს და უპირველესად ყოვლისა მოქმედებს ძვლებზე. ის ოსტეოკლასტით გაშუალებული ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციის ინჰიბიტორს წარმოადგენს. 
ბისფოსფონატების სელექტიური მოქმედება განპირობებულია მათი მაღალი ნათესაობით (მსგავსებით) მინერალიზებული ძვლოვანი ქსოვილის მიმართ. ზოლენდრონის მჟავა გამოიყენება ინტრავენურად, სწრაფად ნაწილდება ქსოვილში და ისევე, როგორც სხვა ბისფოსფონატები, უპირატესად ლოკალიზდება ძვლებში ინტენსიური ცვლის ადგილებში. ზოლენდრონის მჟავის მთავარ მოლეკულურ სამიზნეს ოსტეოკლასტში წარმოადგენს ფერმენტი ფარნეზილპიროფოსფატ-სინთეტაზა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს პრეპარატის მოქმედების სხვა მექანიზმებს. ზოლენდრონის მჟავის შედარებით ხანგრძლივი მოქმედება განპირობებულია მისი მაღალი აფინიტეტით ფარნეზილპიროფოსფატ-სინთეტაზის აქტიური ცენტრის მიმართ და ნათესაობით (მსგავსებით) მინერალიზებული ძვლოვანი ქსოვილის მიმართ. 

ფარმაკოდინამიური ეფექტები. 
ოსტეოპოროზი 
აკლასტით მკურნალობა სწრაფად ამცირებს მეტაბოლიზმის ინტენსიურობას ძვლოვან ქსოვილში: პოსტკლიმაქსურ პერიოდში მომატებული დონეებიდან დაბალი წერტილით რეზორბციის მარკერებისათვის მე-7 დღე-ღამისთვის და ფორმაციის მარკერებამდე მე-12 კვირისთვის. ამის შემდეგ ძვლოვანი ქსოვილის მდგომარეობის მარკერების დონე მყარდება მენოპაუზამდე აღნიშნული დიაპაზონის ფარგლებში. ძვლოვან ქსოვილში მეტაბოლიზმის მარკერების დონის პროგრესირებადი შემცირება განმეორებითი ყოველწლიური დოზების შეყვანისას აღნიშნული არ ყოფილა.
 
პოსტმენოპაუზის ოსტეოპოროზის მკურნალობის კლინიკური ეფექტურობა
აკლასტას გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებული იყო HORIZON-PFT გამოკვლევაში; პრეპარატი შეჰყავდათ წელიწადში ერთხელ სამი მომდევნო წლის განმავლობაში დოზით 5 მგ 100 მლ ხსნარში მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში, სულ - სამი დოზა. ეფექტურობის ორი მთავარი მაჩვენებელი იყო მალების მოტეხილობების შემთხვევების სიხშირე, დადასტურებული 3 წლის მორფომეტრიის მონაცემებით და თეძოს ძვლის მოტეხილობების შემთხვევების სიხშირე პერიოდის განმავლობაში, ხანგრძლივობის მედიალური მნიშვნელობით 3 წელი. აკლასტა დანამდვილებით ამცირებდა მალების ერთი ან მეტი ახალი მოტეხილობების შემთხვევების სიხშირეს 3 წლის განმავლობაში, დაწყებული მკურნალობის პირველი წლიდან. 
მალების მოტეხილობების სიხშირის შემცირება 3 წლის განმავლობაში იყო სტაბილური და არ იყო დამოკიდებული ასაკზე, გეოგრაფიულ რეგიონზე, რასაზე, სხეულის მასის საწყის მნიშვნელობაზე, მალების მოტეხილობების საწყის რაოდენობაზე, ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის (ძმს) T-ქულაზე ან ბისფოსფონატების ადრინდელ მიღებაზე. 
გავლენა თეძოს მოტეხილობის წარმოქმნის სიხშირეზე: აკლასტას მიღებისას აღინიშნება თეძოს ძვლის და მენჯბარძაყის სახსრის მოტეხილობის წარმოქმნის რისკის შემცირება 40%-ით 3 წლის განმავლობაში. 
გავლენა ყველა კლინიკური მოტეხილობის წარმოქმნის სიხშირეზე: აკლასტას მიღებისას აღინიშნებოდა ყველა კლინიკური მოტეხილობის წარმოქმნის სიხშირის აბსოლუტური შემცირება (4,5%-ით), მალების კლინიკური მოტეხილობების (2%-ით) და არა მალების მოტეხილობების (2,8%-ით). 
გავლენა ძვლოვანი ქსოვილის მინერალურ სიმკვრივეზე: აკლასტა ზრდის ხერხემლის წელის განყოფილების ძმს-ს 6,9%-ით, თეძოს ძვლის - 6,0%-ით, თეძოს ყელის - 5,0%-ით და სხივური ძვლის დისტალური განყოფილების 3,2%-ით, 3 წლის განმავლობაში. 
ძვლოვანი ქსოვილის ჰისტოლოგია: დინამიური ჰისტომეტრიის ჩატარებისას პოსტმენოპაუზის ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებში აკლასტას დანიშვნისას აღინიშნებოდა ძვლოვანი ქსოვილის რემოდელირების დარღვევის და მინერალიზაციის დარღვევის ნიშნების გარეშე. გამოკვლევამ, რომელიც ჩატარებული იყო მიკროკომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით, აჩვენა ძვლის ტრაბეკულარული არქიტექტურის შენარჩუნება აკლასტით ნამკურნალები პაციენტების ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. 
ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმის მარკერები: ძვლოვანი ქსოვილისთვის სპეციფიური ტუტე ფოსფატაზა (სძტფ), I ტიპის კოლაგენის N-ტერმინალური პროპეპტიდი (P1NP), სისხლის შრატში ბეტა-C-ტელოპეპტიდები პერიოდულად ფასდებოდა გამოკვლევის მსვლელობისას. აკლასტით მკურნალობა ყოველწლიური დოზებით 5 მგ ამცირებდა ძვლის მეტაბოლიზმის მარკერების დონეს მნიშვნელობების იმ დიაპაზონში, რომელიც იყო მენოპაუზამდე. პრეპარატის განმეორებითი შეყვანა არ იწვევდა ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმის დონის შემდგომ შემცირებას.
გავლენა ზრდაზე 
ოსტეოპოროზის სამწლიანი გამოკვლევის მსვლელობისას ყოველწლიურად ზომავდნენ სიმაღლეს (მდგომარე მდგომარეობაში). პაციენტებს, ვინც იღებდა აკლასტას, აღენიშნებოდა სიმაღლის ნაკლები დანაკარგი პლაცებოსთან შედარებით (4,2 მმ 6,7 მმ-თან შედარებით შესაბამისად (p <0,0001)). 
შრომისუუნარობის დღეების რაოდენობა 
აკლასტა დანამდვილებით ამცირებდა როგორც შეზღუდული აქტიურობის დღეების რაოდენობას, ისე ზურგის ტკივილის და მოტეხილობების გამო მწოლიარე რეჟიმის დღე-ღამეების რაოდენობას პლაცებოსთან შედარებით (ყველა შემთხვევაში p <0,01). 
თეძოს მოტეხილობის შემდეგ კლინიკური მოტეხილობების პროფილაქტიკის კლინიკური ეფექტურობა 
აკლასტას გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება თეძოს ყელის დაბალტრავმული მოტეხილობის მქონე პაციენტებში კლინიკური მოტეხილობების წარმოქმნის თავიდან აცილებისათვის დადასტურებულია HORIZON-PFT-ს გამოკვლევაში. კლინიკური მოტეხილობების წარმოქმნის სიხშირე, მალების, არა მალების მოტეხილობების და თეძოს მოტეხილობების ჩათვლით, შეფასებული იყო 2127 პაციენტში ახლახან მომხდარი (90 დღე-ღამის განმავლობაში) თეძოს ძვლის დაბალტრავმული მოტეხილობით 2 წლის განმავლობაში. გამოკვლევის ყველა მონაწილე იღებდა 1000-დან 1500 მგ-მდე ელემენტარულ კალციუმს და 800-დან 1200-მდე МЕ ვიტამინ D-ს დღე-ღამეში. ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებელი იყო კლინიკური მოტეხილობების რაოდენობა გამოკვლევის ჩატარების დროის განმავლობაში. 
გავლენა ყველა კლინიკურ მოტეხილობაზე: აღინიშნებოდა ნებისმიერი ლოკალიზაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი მოტეხილობების წარმოქმნის სიხშირის შემცირება 35%. მალების კლინიკური მოტეხილობების წარმოქმნის სიხშირის შემცირება - 46%-ით, არა ვერტებრალური მოტეხილობების - 27%-ით, მენჯ-ბარძაყის სახსრის ძვლების მოტეხილობების - 30%-ით. 
გავლენა ძვლების მინერალურ სიმკვრივეზე: HORIZON-PFT გამოკვლევაში პრეპარატით აკლასტა მკურნალობისას აღინიშნებოდა თეძოს ძვლის პროქსიმალური განყოფილების ძმს მომატება 5,4%-ით და 4,3%-ით - თეძოს ყელში 24 თვის განმავლობაში.

ოსტეოპოროზის მკურნალობა მამაკაცებში ოსტეოპოროზის მქონე მამაკაცებში აკლასტას გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ფასდებოდა ხერხემლის წელის განყოფილების ძმს-ს მიხედვით ორწლიან გამოკვლევაში. 
გავლენა ძვლების მინერალურ სიმკვრივეზე: ეფექტი, წელის მალებში ძმს-ს პროცენტული მონაცემების მიხედვით 24 თვის განმავლობაში (საწყის მნიშვნელობებთან შედარებით) აკლასტას შეყვანისას წელიწადში ერთხელ იყო არანაკლები, ვიდრე ალენდრონატის ყოველკვირეული მიღების შემთხვევაში (აკლასტა – 6,1%-ით ალენდრონატთან შედარებით - 6,2%-ით). ხერხემლის წელის განყოფილების მალებში ძმს-ს პროცენტული ზრდა 12 თვის განმავლობაში, აგრეთვე, ანალოგიური იყო იმ პაციენტების ჯგუფებში, ვინც ამ პრეპარატებს იღებდა.
 
გლუკოკორტიკოიდ-ინდუცირებული ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
აკლასტას ეფექტურობა და უსაფრთხოება გლუკოკორტიკოიდ-ინდუცირებული ოსტეოპოროზის მკურნალობაში და პროფილაქტიკაში ფასდებოდა წლიურ გამოკვლევაში იმ პაციენტების მონაწილეობით, ვინც იღებდა პრედნიზოლონს დოზით ≥ 7,5 მგ/დღე-ღამეში პერორალურად (ან ექვივალენტურ პრეპარატს). 
გავლენა ძვლების მინერალურ სიმკვრივეზე: აღინიშნებოდა ხერხემლის წელის უბნის, თეძოს ყელის, მთლიანად თეძოს ძვლის, ტაბუხის ბუდის და სხივური ძვლის დისტალური განყოფილების ძმს-ს მომატება (ყველა შემთხვევაში p <0,03). 
ძვლოვანი ქსოვილის ჰისტოლოგია: ხარისხობრივმა და რაოდენობრივმა ანალიზმა აჩვენა ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური არქიტექტურა და ხარისხი მინერალიზაციის დარღვევების გარეშე. 

პეჯეტის დაავადება 
პეჯეტის დაავადების მკურნალობის კლინიკური ეფექტურობა
აკლასტას ეფექტურობა ფასდებოდა ორ ექვსთვიან შედარებით გამოკვლევაში. ორივე გამოკვლევაში ზოლენდრონის მჟავამ გამოვლინა თავისი უპირატესობა და სწრაფი თერაპიული ეფექტი რიზედრონატთან შედარებით, რასაც მოწმობენ ძვლოვანი ქსოვილის ჩამოყალიბების ბიოქიმიური მარკერები (ЛФС), I ტიპის კოლაგენის N-ტერმინალური პროპეპტიდი (P1NP) და რეზორბციის (CTx 1 სისხლში და ალფა-CTx შარდში). აკლასტას ჯგუფის პრაქტიკულად ყველა პაციენტს თერაპიული ეფექტი უნარჩუნდებოდა 18 თვის განმავლობაში. ძვლოვანი ქსოვილის ჰისტოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ძვლოვან ქსოვილს გააჩნია ნორმალური ხარისხობრივი მახასიათებლები ძვლოვანი რემოდელირების დარღვევების ნიშნების გარეშე და მინერალიზაციის დარღვევების ნიშნების გარეშე. 
ძვლოვან ქსოვილზე გავლენის უსაფრთხოების გამოკვლევა: კავშირი დოზა-რეაქცია და ზოლენდრონის მჟავის (0,8-დან 500 მგ/კგ-მდე) ერთჯერადი შეყვანის მოქმედების ხანგრძლივობა გამოკვლეული იყო ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში. მიღებული შედეგები წარმოადგენენ ძვლოვანი ქსოვილისათვის ზოლენდრონის მჟავის კლინიკურად მისაღები დოზებით შეყვანის ეფექტურობის და უსაფრთხოების პრინციპულ მტკიცებულებას. ძვლოვან ქსოვილში ან ძვლის ტვინში ნორმიდან გადახრის რაიმე ნიშანი, მინერალიზაციის დარღვევის, ოსტეოიდების დაგროვების და მემბრანული რეტიკულოფიბროზული ძვლოვანი ქსოვილის ნიშნები აღნიშნული არ ყოფილა.
 
ფარმაკოკინეტიკა.
ზოლენდრონის მჟავის დოზებით 2, 4, 8 და 16 მგ ერთჯერადი და მრავალჯერადი 5- და 15-წუთიანი ინფუზიის 64 პაციენტისთვის ჩატარების შედეგად მიღებული იქნა ფარმაკოკინეტიკის შემდეგი მონაცემები, რომელიც არ იყო დამოკიდებული დოზაზე. არ არსებობს ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ოსტეოპოროზის და პეჯეტის დაავადების მქონე პაციენტებში.
ზოლენდრონის მჟავის ინფუზიის დაწყების შემდეგ პლაზმაში აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციები სწრაფად იზრდებოდა, აღწევდა პიკს ინფუზიის ბოლოში, შემდეგ სწრაფად მცირდებოდა პიკის <10%-მდე 4 საათის განმავლობაში პიკის <1%-მდე 24 საათში, ძალიან დაბალი კონცენტრაციებით, რომელნიც არ აჭარბებდნენ პიკური დონეების 0,1%-ს, შემდგომი ხანგრძლივი პერიოდით. 
ინტრავენურად შეყვანილი ზოლენდრონის მჟავა გამოიყოფა თირკმელების მიერ სამ ეტაპად: პრეპარატის სწრაფი ორფაზიანი გამოყოფა სისტემური ცირკულაციიდან ნახევრად გამოყოფის პერიოდებით t 1/2α 0,24 და t 1/2β 1,87 საათი, შემდეგ ელიმინაციის ხანგრძლივი ფაზა ნახევრად გამოყოფის საბოლოო პერიოდი t 1/2γ 146 საათი. სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების დაგროვება მრავალჯერადი დოზების შემდეგ, რომელთა შეყვანა ხდება ყოველ 28 დღეში, არ აღინიშნებოდა. დისპოზიციის ადრეულ ფაზებზე (α და β ფაზები) პრეპარატის კონცენტრაციის შემცირება, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ზოლენდრონის მჟავის ძვლებში სწრაფ განაწილებასთან და თირკმელებით გამოყოფასთან. 
ზოლენდრონის მჟავა არ მეტაბოლიზდება და გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით. პირველი 24 საათის განმავლობაში შეყვანილი დოზის 39 ± 16% ექსკრეტირებს შარდთან ერთად, მაშინ, როდესაც პრეპარატის დანარჩენი რაოდენობა უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ძვლოვან ქსოვილს. შემდეგ ნელა ხდება ძვლოვანი ქსოვილიდან ზოლენდრონის მჟავის უკუ გამოთავისუფლება სისტემურ ცირკულაციაში და მისი გამოყოფა თირკმელების მიერ. ზოგადი კლირენსი შეადგენს 5,04 ± 2,5 ლ/სთ და არ არის დამოკიდებული დოზაზე, პაციენტის სქესზე, ასაკზე, რასობრივ კუთვნილებაზე და სხეულის მასაზე. ინფუზიის ხანგრძლივობის ზრდა 5-დან 15 წუთამდე იწვევს ზოლენდრონის მჟავის კონცენტრაციის ზრდას ინფუზიის ბოლოში, მაგრამ არ ახდენს გავლენას ფართობზე კონცენტრაციის დროზე დამოკიდებულების მრუდის ქვეშ. 
ვინაიდან, ზოლენდრონის მჟავა არ მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში და მხოლოდ უმნიშვნელო აქტიურობა გააჩნია, ან ის საერთოდ არ გააჩნია, როგორც უშუალოდ მოქმედ და/ან ციტოქრომ Р450-ის ფერმენტების შეუქცევად ინჰიბიტორს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზოლენდრონის მჟავა შეამცირებს პრეპარატის მეტაბოლურ კლირენსს, რომელიც მეტაბოლიზდება ციტოქრომ Р450-ის ფერმენტების სისტემის მეშვეობით. ზოლენდრონის მჟავას არ გააჩნია პლაზმის ცილებთან ბმის მაღალი ხარისხი (დაკავშირება შეადგენს დაახლოებით 43-55%) და ეს დაკავშირება არ არის დამოკიდებული მის კონცენტრაციაზე. 
ცალკეული პოპულაციები. 
ზოლენდრონის მჟავის თირკმელების კლირენსი კორელირებდა კრეატინინის კლირენსთან; თირკმელების კლირენსი შეადგენდა კრეატინინის კლირენსის 75 ± 33%-ს, რომელმაც აჩვენა 64 გამოსაკვლევი პაციენტისთვის საშუალო მნიშვნელობა 84 ± 29 მლ/წთ (დიაპაზონი 22-დან 143 მლ/წთ-მდე). AUC (0-24ч)-ს უმნიშვნელო მომატება, დაახლოებით 30-40%-ით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ხარისხის თირკმლის უკმარისობის დროს, ამგვართან შედარებით პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით და სამკურნალო საშუალებების დაგროვების არ არსებობა დოზების მრავალჯერადი შეყვანისას თირკმლის ფუნქციისგან დამოუკიდებლად იმას მოწმობს, რომ ზოლენდრონის მჟავის დოზის კორექტირება მსუბუქი (Clcr = 50-80 მლ/წთ) და ზომიერი (Clcr = 30-50 მლ/წთ) სიმძიმის ხარისხის თირკმლის უკმარისობის დროს არ მოითხოვება. ვინაიდან, ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდული მონაცემები თირკმლის მძიმე უკმარისობის შესახებ (კრეატინინის კლირენსი <35 მლ/წთ), ამ პოპულაციისათვის რეკომენდაციები დოზირების თაობაზე არ არსებობს.

ფარმაცევტული მახასიათებლები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ხსნარი სტერილური გამჭვირვალე და უფერო. 

შეუთავსებლობა. 
აკლასტას საინფუზიო ხსნარის შერევა კალციუმის იონების და სხვა ბივალენტური კატიონების შემცველ ხსნარებთან არ შეიძლება. 

ვარგისიანობის ვადა.
3 წელი. 

შენახვის პირობები. 
აუხსნელი ფლაკონი არ მოითხოვს შენახვის სპეციალური პირობებს. 
ინახება ფლაკონის ახსნიდან 24 საათის განმავლობაში, 2-8ºC ტემპერატურაზე. 
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

შეფუთვა. 
100 მლ ფლაკონში. 1 ფლაკონი შესაფუთი მუყაოს კოლოფში. 

გაცემის კატეგორია. 
რეცეპტის მიხედვით.

სად შევიძინოთ?