შემადგენლობა
1 მლ შეიცავს 50 ანდა 20 მგ ციტარაბინს
აქტიური ნივთიერება: ციტარაბინი
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ლაქტატი, რძემჟავა, წყალი ინექციისათვის, ნატრიუმის ქლორიდი (მხოლოდ 500 მგ (20 მგ/მლ) ალექსანისათვის)
აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმეტაბოლიტი (პირიმიდინის ანალოგი).
ატხ-ს კოდი: L01BC01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ალექსანი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ციტარაბინს - პირიმიდინის ანტაგონისტების სერიის ანტიმეტაბოლიტს.
ციტარაბინი წარმოადგენს ფაზოსპეციფიურ სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც ზემოქმედებს უჯრედებზე მხოლოდ უჯრედოვანი დაყოფის S-ფაზის დროს. ციტარაბინი ახდენს ციტოტოქსიკურ გავლენას ძუძუმწოვრების დაყოფის უნარის მქონე უჯრედების ფართო სპექტრზე. უჯრედის შიგნით ის გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად (ციტარაბინი-5,-ტრიფოსფატი (არა-ცტფ)), რომელიც წარმოიქმნება დნმ-სა და რნმ-ში და ახშობს დნმ-პოლიმერაზას.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია. ციტარაბინი სწრაფად მეტაბოლიზდება. უწყვეტი ი/ვ შეყვანისას მიიღწევა მუდმივი დონეები პლაზმაში. წვეთოვანითა და კუნთოვანი შეყვანისას პიკური დონე პლაზმაში მიიღწევა 20-60 წუთის შემდეგ.
გადანაწილება., ციტარაბინის გადანაწილება შეადგენს 0,7 ლ/კგ. ცნს-ს ლეიკემიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ციტარაბინის შეყვანა რეკომენდებულია ინტრატეკალურად. ციტარაბინის ინტრატეკალური შეყვანისას მისი დონე პლაზმაში ძალიან დაბალია.
მეტაბოლიზმი. ციტარაბინი სწრაფად გარდაიქმნება დესოქსიციტიდინკინაზას და სხვა ნუკლიოტიდაზების ზემოქმედებით აქტიურ ფორმაში ( ციტარაბინი-5’-ტრიფოსფატი). ფოსფორილების გზით ურაცილარაბინოზიდების არაქტიურ შენაერთად გარდაქმნა (1-ბეტა-D-არაბინოფურანოზილურაცილი) ციტიდინდეამინაზას ზემოქმედებით უმთავრესად ღვიძლში ხდება. პლაზმის ცილებთან კავშირის დონე დაბალია (13,3%).
გამოყოფა. ციტარაბინის ინტრავენური სწრაფი შეყვანისას ხდება მისი ორფაზური გამოყოფა სისხლიდან: დაწყებით ფაზაში დაახლოებით 10 წუთს შეადგენს, მეორად ფაზაში -1-3 საათს. 24 საათის შემდეგ ციტარაბინის დაახლოებით 80% გროვდება შარდში. ცნს-დან ნახევრად გამოყოფის პერიოდის ხანგრძლივობა შეადგენს 3-3,5 საათს.
ჩვენებები გამოყენებისათვის
ალექსანს იყენებენ მონოთერაპიაში ან სხვა ქიმიოთერაპიული საშუალებების კომბინაციაში მოზრდილებსა და ბავშვებში შემდეგი დაავადებებისას:
• მწვავე მიელოიდური ლეიკოზი (მმლ)
• მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი (მლლ)
• ქრონიკული მიელოიდური ლეიკოზი (ქმლ)
• შუალედური არახოჯინკური ლიმფომები და მაღალავთვისებიანი არახოჯინკური ლიმფომები (მაგალითად, ლიმფობლასტური არახოჯინკური ლიმფომები და არახოჯინკური ლიმფომები ბერკიტის ლიმპომის მსგავსი ტიპისა).
ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ლეიკემიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ციტარაბინის შეყვანა რეკომენდებულია ინტრატეკალურად მონოთერაპიაში ანდა მეტოტრექსატსა და კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში.
უკუჩვენება
• მომეტებული მგრძნობელობა ციტარაბინისადმი და პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი;
• კეთილთვისებიანი ეთნოლოგიის ანემია, ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია ( მაგალითად, ძვლის ტვინის აპლაზია).
გამოყენების ხერხები და დოზები
ალექსანით მკურნალობა ხორციელდება მხოლოდ სპეციალიზირებულ კლინიკებში, რომელთაც გააჩნიათ საკმარისი შესაძლებლობა მკურნალობის ჩასატარებლად. ალექსანის მიღება შეიძლება მონოთერაპიაში, თუმცა უმეტეს შემთხვევებში მას ნიშნავენ სხვა ციტოტოქსიკური პრეპარატების კომბინაციაში.
ალექსანის შეყვანა შესაძლებელია ინტრავენური ინფუზიისა ან ინექციის სახით, კანქვეშ ან ინტრატეკალურად. პრეპარატის მაღალი დოზების ამტანობა მაღლდება მისი შეყვანისას სწრაფი ინტრავენური დიფუზიის გზით.
რემისიის ინდუქცია. ჩვეულებრივი დოზა რემისიის ინდუქციისათვის შეადგენს 100-დან 200მგ-მდე ციტარაბინს/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე (სზფ) ყოველდღიურად; უმეტეს შემთხვევაში შეყვანა ხორციელდება უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის ან სწრაფი გადასხმის გზით 5-10 დღის პერიოდში. შეყვანის ხაგრძლივობა და სიხშირე დამოკიდებულია კლინიკურ და მორფოლოგიურ შედეგებზე (ძვლის ტვინის ფუნქციები).
რემისიის შენარჩუნება. დოზები რემისიის შენარჩუნებისათვის ჩვეულებრივ შეადგენენ 70-დან 200 მგ ციტარაბინს /მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე (სზფ) და შეყავთ ყოველდღიურად სწრაფი ინტრავენური ინექციისა ან კანქვეშა ყოველდღიური ინექციის გზით 5 დღის განმავლობაში 4-კვირიანი ინტერვალით ან კვირაში ერთხელ.
თერაპია არახოჯინკური ლიმფომებისას
თერაპია მოზრდილებში: ამ დაავადებისას გამოიყენება პოლიქიმიოთერაპიის სქემა.
თერაპია ბავშვებში: ციტარაბინის გამოყენება არახოჯინკური ლიმფომისას ბავშვებში დამოკიდებულია დაავადების სტადიასა და ჰისტოლოგიურ ტიპზე.
თერაპია მაღალი დოზებით
თერაპიის მაღალი დოზები ჩვეულებრივ გულისხმობს 1-3 გ ციტარაბინის/მ2 სზფ ინტრავენური ინფუზიის სახით 1-3 საათის განმავლობაში 12 საათის ინტერვალით 4-6 დღის განმავლობაში.
ინტრატეკალური შეყვანა
ჩვეულებრივი დოზა მერყეობს 5-დან 75 მგ-მდე სხეულის ზედაპირის ფართობის კვადრატულ მეტრზე. გაცილებით ხშირად გამოიყენება დოზა 30მგ/მ2 ოთხ დღეში ერთხელ ზურგის ტვინის სითხეში ავთვისებიანი უჯრედების მომატებული შემცველობის არარსებობამდე.
პაციენტები ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევით: ავადმყოფებმა ღვიძლისა და თირკმელების დაქვეითებული ფუნქციით დიდი სიფრთხილით უნდა მიიღონ პრეპარატი, თანაც დაბალი დოზებით.
ხანდაზმული პაციენტები: მაღალ დოზებს 60 წლის ზემოთ პაციენტებში ნიშნავენ მხოლოდ სარგებლობის/რისკის თანაფარდობის საგულდაგულო შეფასების შემდეგ.
ხსნარის მომზადება ინფუზიისათვის:
ხსნარის მომზადებისას ინფუზიისათვის ციტარაბინი საჭიროა გაიხსნას ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარით ან გლუკოზის 5%-იანი ხსნარით. ინტერატეკალური შეყვანისათვის გამხსნელის სახით გამოიყენება ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ხსნარი კონსერვანტის გარეშე.
გვერდითი მოვლენები
ციტარაბინის არასასურველი ეფექტები ატარებენ დოზაზე დამოკიდებულ ხასიათს. უფრო ხშირად გვხვდება არასასურველი ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან.
ციტარაბინი ტოქსიკურია ძვლის ტვინისათვის და იწვევს არასასურველ ჰემატოლოგიურ ეფექტებს.
შემდეგი არასასურველი მოვლენები დარეგისტრირებული იქნა ციტარაბინით თერაპიასთან დაკავშირებით. მათი სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (>_1/10); ხშირად (1/100-დან <1/10-მდე); არც ისე ხშირად (1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათად (1/10 000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10 000); უცნობია ( შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე).
ინფექციები და ინვაზიები
არც ისე ხშირად: სეფსისი (იმუნოსუპრესია), ცელულიტი შეყვანის ადგილას.
ვირუსული, ბაქტერიალური,სოკოვანი, პარაზიტული ანდა საპროფიტული ინფექციები შესაძლებელია სხეულის ნებისმიერ ადგილას მონოთერაპიაში ანდა სხვა იმუნოდეპრესანტებთან კომბინაციაში ციტარაბინის იმუნოსუპრესიული დოზებით გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც გავლენას ახდენს უჯრედოვან და ჰუმორალურ იმუნიტეტზე. ეს ინფექციები შესაძლოა ატარებდნენ იოლ ფორმას, მაგრამ შესაძლოა სერიოზული ხასიათის ანდა ლეტალური ინფექციის სახითაც შეგცხვდეს.
დარღვევები სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრიდან
ხშირად: ანემია, მეგალობლასტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრიდან
ხშირად: ანორექსია, ჰიპერურიკემია
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან
ხშირად: მაღალი დოზებისას შესაძლოა ცერებილარული ანდა ცერებრალური ეფექტები. რასაც თან ახლავს ცნობიერების დონის გაუარესება, დიზარტრია, ნისტაგმომი.
არც ისე ხშირად: თავის ტკივილი, პერიფერიული სენსორული ნევროპათია
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრიდან
ხშირად: შექცევადი ჰემორაგიული კონიუქტივიტი ( სინათლის შიში, წვა, მხედველობის დარღვევა, მომატებული ცრემლდენა), კერატიტი
დარღვევები გულის მხრიდან
არც ისე ხშირად: პერიკარდიტი
ძალიან იშვიათად: არითმია
დარღვევები სასუნთქი ორგანოების , გულმკერდის ორგანოებისა და ძგიდის მხრიდან
არც ისე ხშირად: პნევმონია, ქოშინი, ყელის ტკივილი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
ხშირად: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, პირის ღრუს, ანალური გარსის ანთება ან წყლული
არც ისე ხშირად: ეზოფაგიტი, საყლაპავის წყლული, კუჭ-ნაწლავის კისტოზური პნევმატოზი, ნეკროტიული კოლიტი, პერიტონიტი
დარღვევები ღვიძლისა და ნაღველსადინარი გზების მხრიდან
ხშირად: შექცევადი ზეგავლენა ღვიძლზე ფერმენტების დონეების აწევით
ცვლილებები კანისა და კანქვეშა-ცხიმოვანი უჯრედისის მხრიდან
ხშირად: შექცევადი არასასურველი ეფექტები კანზე, როგორიცაა ერიტემა, ბულეზური დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ვასკულიტი, ალოპეცია
არც ისე ხშირად: ნეიროტროფილური ენდოკრინული ჰიდრადენიტი
დარღვევები ჩონჩხისა და კუნთოვანი სისტემებისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრიდან
არც ისე ხშირად: მიალგია, არტრალგია
დარღვევები თირკმლებისა და საშარდე გზების მხრიდან
ხშირად: თირკმლის უკმარისობა, შარდის შეკავება
ზოგადი დარღვევები შეყვანის ადგილებში
ხშირად: ციებ-ცხელება, თრომბოფლებიტი შეყვანის ადგილას
ციტარაბინის სინდრომი (იმუნოალერგიული ეფექტი):
ციებ-ცხელება. კუნთების ტკივილი, ტკივილი ძვლებში; ხანდახან გვხვდება ტკივილი მკერდში, გამონაყარი, კონიუქტივიტი და გულისრევა, რაც გამოვლინდება თერაპიის დაწყებიდან 6-12 საათის შემდეგ. პროფილაქტიკისა და თერაპიის საშუალებად გამოიყენება კორტიკოსტეროიდები. თუკი ისინი ეფექტური გამოდგება, ციტარაბინით თერაპია გრძელდება.
არასასურველი ეფექტები, რაც გამოწვეულია ციტარაბინის მაღალი დოზით და განსხვავდება ჩვეულებრივი დოზის მიღებით გამოწვეული ეფექტებისაგან
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა. ვლინდება ღრმა პანციტოპენიის სახით, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს 15-25 დღე და თან ახლდეს ძვლის ტვინის უფრო ღრმა აპლაზია, ვიდრე ჩვეულებრივი დოზის მიღებისას.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან. ციტარაბინის მაღალი დოზებით მკურნალობისას ავადმყოფების 3-37% აღმოაჩნდა ცერებრალური ან ცერებელარული ეფექტების სიმპტომები, როგორიცაა პიროვნების ცვლილება, სიფხიზლის მოდუნება, დიზარტრია, ატაქსია, ტრემორი, ნისტაგმი, თავის ტკივილი, ცნობიერების ამღვრევა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, კომა, კრუნჩხვები და ა.შ. ასეთი მოვლენები ხშირია ხანდაზმულებში (55 წლის ზემოთ). განწყობითი ფაქტორების რიცხვს განეკუთვნება აგრეთვე ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევა, მანამდე ჩატარებული ცნს-ის მკურნალობა (მაგალითად, სხივური თერაპიით) და ალკოჰოლის მავნე გამოყენება. დარღვევები ცნს-ის მხრიდან უმეტეს შემთხვევაში შექცევადია.
თუკი ციტარაბინის მაღალი დოზის ინტრავენურ შეყვანას თან ახლავს მკურნალობის სხვა სახეც, რომელიც ტოქსიკური ცნს-ს მიმართ, ცნს-თვის ტოქსიკურობის რისკი იზრდება.
ტოქსიკურობა რქოვანასთვის და კონიუქტივები. აღწერილია რქოვანას შექცევადი დაზიანებები და ჰემორაგიული კონიუქტივიტი. ეს მოვლენა შესაძლოა თავიდან იქნეს აცილებული ანდა შემცირდეს ისეთი თავალის წვეთების შეყვანით, რომლებიც შეიცავენ კორტიკოსტეროიდს.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან. ციტარაბინის მაღალი დოზებით მკურნალობისას აღინიშნა ნაწლავების პერფორაციის ან ნაწლავების გაუვალობითა და პერიტონიტით გამოხატული ნეკროზის შემთხვევები, ღვიძლის აბსცესი, ბადა-კნარის სინდრომი (ღვიძლის ვენების თრომბოზი) და პანკრეატიტი.
დარღვევები სასუნთქი ორგანოების, გულმკერდის ორგანოებისა და ძგიდის მხრიდან
შესაძლოა განვითარდეს კლინიკური ნიშნები მოზრდილებში ფილტვების შეშუპების/რესპირატორული დისტრეს-სინდრომის სახით, რაც დაკავშირებულია ალვეოლარული კაპილარების დაზიანებით.
სხვა არასასურველი ეფექტები. ციტარაბინით თერაპიის შემდეგ აღინიშნა კარდიომიოპათია, რაბდომილიოზი, ანაფილაქსია, რამაც გამოიწვია გულის გაჩერება და მოითხოვა რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება.
კუჭ-ნაწლავის არასასურველი ეფექტები მცირდება, თუკი ციტარაბინი შეყავთ ინფუზიის სახით. ჰემორაგიული კონიუქტივიტის პროფილაქტიკისათვის საჭიროა გლუკოკორტიკოიდების ადგილობრივი გამოყენება.
ამენორეა და აზოოსპერმია.
გვერდითი მოვლენები ინტრატეკალური შეყვანისას. მოსალოდნელი სისტემური რეაქციები: ძვლის ტვინის დათრგუნვა, გულისრევა, ღებინება. შესაძლოა მძიმე ტოქსიკურობა ზურგის ტვინის მხრიდან, რაც იწვევს კვადრიპლეგიასა და დამბლას, ნეკროტიული ენცეფალოპათია, სიბრმავე და ნეიროტოქსიურობის სხვა ცალკეული გამოვლინებები.
ჭარბი დოზა
სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ციტარაბინის გამოდევნა შესაძლოა ჰემოდიალიზის გზით. ჭარბი დოზირებისას წყვეტენ თერაპიას და ატარებენ ღონისძიებას ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვის შესამცირებლად, მთლიანი სისხლისა და თრომბოციტების გადასხმის ჩათვლით და აუცილებლობის შემთხვევაში ანტიბიოტიკების გამოყენება. შემთხვევითი გადაჭარბებული დოზისას ინტრატეკალური შეყვანის დროს აუცილებელია ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის შეყვანა.
ურთიერთქმედება სხვა საწამლე საშუალებებთან
5-ფთორციტოზინის გამოყენება ციტარაბინთან ერთად მიზანშეწონილია 5-ფთორციტოზინის თერაპიული ეფექტურობის დასაწევად. იმ პაციენტებს, რომლებიც იღებენ აცეთილდიგოქსინს და ქიმიოთერაპიის სქემებს, რომელიც შეიცავს ციკლოფოსფამიდს, ვინკრისტინსა და პრედნიზოლონს ციტარაბინისა და პროკარბაზინის მონაწილეობით ან მათ გარეშე, შესაძლოა დაენიშნოთ პლაზმაში დიგოქსინის დონის კონტროლი. ალტერნატივის სახით ზოგიერთ პაციენტებში განიხილება დიჰიტოქსინის გამოყენება. იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციტარაბინს K.pneumoniae -თ გამოწვეული ინფექციის გენტამიცინით მკურნალობისათვის, სწრაფი თერაპიული ეფექტი ვერ მიიღწევა; ამ შემთხვევაში საჭიროა ანტიბაქტერიული თერაპიის კორექტირება.
გავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე
მონაცემები ზეგავლენაზე მართვის და მექანიზმებთან მუშაობის შესაძლებლობაზე არ არსებობს. და მაინც, იმ პაციენტებს, რომლებიც იღებენ ქიმიოთერაპიას, ეძლევა რეკომენდაცია თავი შეიკავონ ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისაგან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
როგორც წესი, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღოს ორსულმა ან მეძუძურმა დედამ. მამაკაცებმა და ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო საშუალებები მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში.
ფერტილობა: შესაძლოა განვითარდეს გონადების ფუნქციის ჩახშობა, რაც იწვევს ამენორეას ანდა აზოოსპერმიას. ეს ეფექტები დამოკიდებულია დოზებსა და თერაპიის ხანგრძლივობაზე და შესაძლოა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს. იმის გათვალისწინებით, რომ ციტარაბინს მუტაგენური პოტენციალი გააჩნია, მამაკაცებს, რომლებიც მკურნალობენ ციტარაბინით, აგრეთვე მათ პარტნიორ ქალებს ეძლევათ რეკომენდაცია, გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო საშუალებები.
განსაკუთრებული მითითებები
ციტარაბინი არსებითად თრგუნავს ძვლის ტვინის აქტივობას. თუკი ძვლის ტვინის აქტივობა უკვე დათრგუნულია საწამლე საშუალებების ზეგავლენით, მაშინ მკურნალობის დაწყება სიფრთხილით მიმდინარეობს. პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სათანადო სამედიცინო დაკვირვების ქვეშ, ხოლო ინდუქციური თერაპიის დროს აუცილებელია ლეიკოციტებისა და თრომბოციტების შემცველობის ყოველდღიური შემოწმება. პერიფერიული სისხლიდან ბლასტების გაქრობის შემდეგ აუცილებელია ძვლის ტვინის ანალიზის რეგულარული ჩატარება.
კლინიკას უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა ძვლის ტვინის დათრგუნვის გართულებების სამკურნალოდ, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ლეტალური შედეგი (ინფექცია გრანულოციტოპენიისა და ორგანიზმის დამცველი მექანიზმების სხვა დარღვევების შედეგად, აგრეთვე მეორადი სისხლჩაქცევები და თრომბოციტოპენია).
ის პაციენტები, რომლებიც იღებენ ციტარაბინს, უნდა იმყოფებოდნენ საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ. აუცილებელი მოთხოვნაა თრომბოციტებისა და ლეიკოციტების დონის რეგულარული კონტროლი.
იმ შემთხვევაში, თუკი ძვლის ტვინის აქტივობის მედიკამენტოზური დათრგუნვა იწვევს თრომბოციტების დონის დაქვეითებას 50 000-ზე ნაკლებამდე ანდა პოლიმორფონუკლეარული გრანულოციტებისა - 1000 -მდე მმ3-ზე, აუცილებელია თერაპიის შეჩერება ან კორექტირება. პერიფერიული სისხლის ფორმერული ელემენტების შემცველობა შესაძლოა შემცირდეს პრეპარატის შეწყვეტის შემდეგაც, მიაღწიოს მინიმალურ ნიშნულს ხუთი-შვიდი დღის ინტერვალით პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. მაჩვენებლების არსებობისას თერაპია შესაძლოა განახლდეს ძვლის ტვინის აღდგენის ნიშნების გამოჩენის შემდეგ.
მოზრდილ პაციენტებში მწვავე არალიმფოციტარული ლეიკოზით ციტარაბინის, დაუნორუბიცინის და ასპარაგინაზის მაღალი დოზებით მკურნალობის შემდეგ აღინიშნებოდა პერიფერიული მოტორული და სენსორული ნევროპათია. საჭიროა იმ პაცენტების მეთვალყურეობა, რომლებიც იღებენ ციტარაბინის მაღალ დოზას ნევროპათიის კუპირებამდე, რადგანაც შესაძლოა დასჭირდეს დოზის კორექცია შეუქცევადი ნევროლოგიური აშლილობების თავიდან ასაცილებლად.
ციტარაბინის მაღალი დოზებით თერაპიის გამოყენების შემდეგ აღინიშნებოდა სერიოზული, ზოგჯერ კი ლეტალური, ფილტვების ტოქსიკურობა, რესპირატორული დისტრესის სინდრომი და ფილტვების შეშუპება.
სწრაფი ინტრავენური შეყვანისას პაციენტებს ხშირად აწუხებს გულისრევა და ღებინება შეყვანიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. ეს პრობლემა, როგორც წესი, ნაკლებად მძიმე ხასიათს ატარებს, თუკი პრეპარატი შეჰყავთ ინფუზიის გზით.
მუცლის ტკივილი (პერიტონიტი) და კოლიტი გვაიაკური სინჯის დადებითი შედეგით და იმავდროულად ნეიტროპენია და თრომბოციტოპენია შეინიშნებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ციტარაბინის ჩვეულ დოზას სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. აღნიშნული გამოვლინებები ექვემდებარება კუპირებას კონსერვატიული მკურნალობის გზით.
გადავადებული პროგრესიულად აღმასვლადი დამბლა, რომელიც იწვევს სიკვდილს, აღინიშნებოდა ბავშვებში მმლ-თი ციტარაბინის ჩვეული დოზის ინტრატეკალური და ინტრავენური შეყვანის შემდეგ სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
ციტარაბინით თერაპიის პროცესში აუცილებელია ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის კონტროლი. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებს ციტარაბინი ენიშნებათ დიდი სიფრთხილით.
პაციენტებს, რომლებიც იღებენ ციტარაბინს, პერიოდულად უნდა ჩაუტარდეთ ძვლის ტვინის, ღვიძლისა და თირკმლების გამოკვლევა.
სხვა ციტოტოქსიკური პრეპარატების მსგავსად, ციტარაბინმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერურიკემია, როგორც სიმსივნური უჯრედების სწრაფი ლიზისის შედეგი. ექიმმა უნდა გააკონტროლოს შარდის მჟავის დონე პაციენტის სისხლში და იყოს მზად აუცილებელი შემანარჩუნებელი და ფარმაკოლოგიური ზომების ჩასატარებლად.
მაღალი დოზა: გვერდითი ეფექტების რისკი ცნს-ის მხრიდან უფრო მაღალია იმ პაციენტებში, რომლებმაც მანამდე მიიღეს ცნს-ის მკურნალობა ინტრატეკალურად ქიმიოთერაპიისა ან სხივური თერაპიის სახით.
იმუნოდეპრესანტული ეფექტები/ინფექციებისადმი მომატებული შემთვისებლობა: ცოცხალი ან დასუსტებული ცოცხალი ვაქცინების შეყვანამ იმუნოდეფიციტით დაავადებულისათვის, რაც განვითარდა ქიმიოთერაპიული პრეპარატებით მკურნალობის ფონზე, ციტარაბინის ჩათვლით, შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული ან სასიკვდილო ინფექცია. ის პაციენტები, რომლებმაც მიიღეს მკურნალობა ციტარაბინით, საჭიროა თავი აარიდონ ცოცხალი ვაქცინების შეყვანას. მოკლული ან ინაქტივირებული ვაქცინების შეყვანა შესაძლებელია, თუმცა რეაქცია ასეთ ვაქცინებზე დაქვეითებულია. კარდიომიოპათიის შემთხვევები სასიკვდილო შედეგითურთ დარეგისტრირებული იყო ციკლოფოსფამიდთან კომბინაციაში ციტარაბინის მაღალი დოზებით ექსპერიმენტალური თერაპიის შემდეგ პაციენტის მომზადებისას ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის.
გამოშვების ფორმა
ფლაკონები უფერული შუშისგან (I ტიპის, ევრ.ფარმ) დახუფულია ალუმინის გარსიანი რეზინის საცობით და დახურულია პლასტმასის სახურავით.
თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილზე ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით