Plasmon
ამპრილანი / Amprilan


წამლის ფორმა: ტაბლეტები

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას – რამიპრილი 1,25მგ, 2.5მგ, 5მგ ან 10მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზის მონოჰიდრატები, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინირებული სახამებელი, ნატრიუმის სტეარილ-ფუმარატი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), წითელი რკინის ოქსიდი (E172). 

აღწერა
1.25მგ და 10მგ ტაბლეტები: ოვალური, ბრტყელი, თეთრი, ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები გამყოფი ხაზით.
25.მგ ტაბლეტები: ოვალური, ბრტყელი, ღია ყვითელი ფერის ტაბლეტები გამყოფი ხაზით.
5მგ ტაბელტები: ოვალური, ბრტყელი, თეთრი, ვარდისფერი ტაბლეტები, გამყოფი ხაზით, ხილული ჩანართებით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი

ათქ კოდი: C09AA05

ფარმაკოლოგიური თვისებები
რამიპრილი წარმოადგენს პროწამალს, რომელიც შეწოვის შემდეგ რამიპრილატად მეტაბოლიზდება ღვიძლში. რამიპრილი გახანგრძლივებული მოქმედების ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორია. აგფ ახდენს ანგიოტენზინ--ის ანგიოტენზინ-II-ად გარდაქმნის კატალიზებას. აგფ არის ფერმენტ კინაზას იდენტური, რომელიც ახდენს ფერმენტ ბრადიკინინის დაშლის კატალიზებას. აგფ ბლოკადა იწვევს ანგიოტენზინ-II-ის კონცენტრაციის დაქვეითებას სისხლის პლაზმაში რენინის აქტივობის მომატებას, ბრადიკინინის ეფექტის გაძლიერებას და ალდოსტერონის სეკრეციის მომატებას, რაც შესაძლოა იყოს სისხლის შრატში კალიუმის დონის მომატების მიზეზი. 
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში რამიპრილის ანტიჰიპერტენზიული და ჰემოდინამიური ეფექტები წარმოადგენს რეზისტიული სისხლძარღვების გაფართოვების და საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითების შედეგს, რაც თავის მხრივ თანდათანობით ახდენს არტერიული წნევის (აწ) დაქვეითებას. გულის რითმი ჩვეულებრივ არ იცვლება. ხანგრძლივი მკურნალობისას მცირდება მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია გულის ფუნქციაზე უარყოფითი გავლენის გარეშე. ერთეული დოზის ჰიპოტენზიური ეფექტი ვლინდება მიღებიდან 1-2 საათში, მაქსიმუმს აღევს 3-6 საათში და გრძელდება 24 საათის განმავლობაში.
რამიპრილი ასევე ეფექტურია გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ. პაციენტებში მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ გულის ქრონიკული უკმარისობის ნიშნებით, პრერპატი ამცირებს უეცარი სიკვდილის რისკს, გულის უკმარისობის პროგრესირებას მძიმე/რეზისტენტულ უკმარისობად და ამცირებს გულის უკმარისობის მიზეზით ჰოსპიტალიზაციის რიცხვს.
ლიტერატურული მონაცემების თანახმად, ლამიპრილი მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლძარღვოვანი დაავადებების შედეგად (როგორიცაა გულის იშემიური დაავადება, გადატანილი ინსულტი, ან პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები) განვითარებული მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის და გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობის სიხშირეს პაციენტებში მომატებული კარდიოვასკულარული რისკით ან შაქრიანი დიაბეტით, რომლებსაც აქვთ სულ მცირე ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი (მიკროალბუმინურია, არტერიული ჰიპერტენზია, საერთო ქოლესტერინის მოამტებული დონე, დსლპ დაბალი დონე, მწეველობა). პრეპარატი ასევე ამცირებს საერთო სიკვდილიანობას და რევასკულარიზაციის პროცედურის მოთხოვნას, ანელებს გულის ქრონიკული უკმარისობის წარმოქმნას და პროგრესირებას. როგორც შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ისე მის გარეშე, პრეპარატი მნიშვნელოვნად აქვეითებს არსებულ მიკროალბუმინურიას და ნეფროპათიის განვითარების რისკს. ეს ეფექტები აღინიშნება პაციენტებში, როგორც მომატებული, ისე ნორმალური არტერიული წნევით.

ფარმაკოკინეტიკა
რამიპრილი შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან – 50-60%, საკვების მიღება არ ანელებს შეოწვას. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1 საათის შემდეგ. რამიპრილი მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტის – რამიპრილატის – ფორმირებით, რომლის აქტოვიბაც 6ჯერ მაღალია რამიპრილთან და არააქტიურ დიკეტოპოპერაზინთან შედარებით, რომელიც შემდეგ გლუკურონიზდება. სისხლის პლაზმაში რამიპრილატის მაქსიმალური კონცენტრაია მიიღწევა მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ, წონასწორული კონცენტრაცია – პრეპარატის მიღებიდან მე-4 დღეს. 
რამიპრილის დაალოებით 73% და რამიპრილატის 56% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. 
რამიპრილი და რამიპრილატი გამოიყოფა ორგანიზმიდან უპირატესად შარდით (დაახლოებით 60%) უმთავრესად მეტაბოლიტების სახით, მიღებული დოზის 2% ნაკლები გამოიყოფა უცვლელი რამიპრილის სახით. რამიპრილი გამოიყოფა რამოდენიმე ეტაპად. თერაპიული დოზის დანიშვნის შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 13-17 საათს რამიპრილატისათვის და 5.1 –რამიპრილისათვის. 
ცხოველებზე ჩატარებებულმა კვლევებმა არ აჩვენა პრეპარატის სეკრეცია რძეში.
65-დან 76 წლამდე ასაკის ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რამიპროლის ფარმაკოკინეტიკა მათში არ განსხვავდებოდა ახალგაზრდა ჯანმრთელი მოხალისეებისაგან. თირკმლის ფუნქციის დარღვევისას რამიპრილის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა შენელებულია კრეატინინის კლირენსის შემცირების პროპორციულად. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რამიპრილის მეტაბოლიზმი რამიპრილატად შიძლება იყოს შენელებული, ხოლო სისხლის შრატში რამიპრილის კონცენტრაცია - მომატებული.  

მიღების ჩვენებები
• არტერიული ჰიპერტენზია;
• გულის ქრონიკული უკმარისობა;
• მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პირველ დღეებში განვითარებული გულის უკმარისობა;
• დიაბეტური და არადიაბეტური ნეფროპათია;
• მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის და გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობის განვითარების რისკის შემცირება პაციენტებში გულ-სისხლძარღვთ მაღალი რისკით, იმ პაციენტების ჩათვლით, რომელთაც დადასტურებული აქვთ გულის იშემიური დაავადება (ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტით, ან მის გარეშე) გადატანილი აქვთ ტრანსკუტანური ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა, კორონარული შუნტირება, ანამნეზში ინსულტი და პაციენტები პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაზიანებით. 

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა რამიპრილის, ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტისადმი, ან სხვა აგფ ინჰიბიტორებისადმი, ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის გამოწვეული წინა აგფ ინჰიბიტორებით თერაპიისას, ჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი, ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა, ჰემოდიალიზი, თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <20მლ/წთ), ჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი აორტალური ან მიტრალური სტენოზი, აწ მნიშვნელოვანი დაქვეითების რისკი (თირკმლის ფუნქციის დარღვევით), ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკი (არ არის დადგენილი ეფექტურობა და უსაფრთხოება).
სიფრთხილით: კორონარული და ცერებრალური არტერიების მძიმე დაზიანება (აწ ძლირი დაქვეითებისას სისხლის ნაკადის შემცირების საფრთხე), არასტაბილური სტენოკარდია, რითმის მძიმე პარკუჭოვანი დარღვვები, გულის ქრონიკული უკმარისობა IV სტადიის, დეკომპენსირებული 
“ფილტვისმიერი გული”, თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა, ჰიპერკალემია, ჰიპონატრემია, (მათ შორის დიურეტიკების და დიეტის ფონზე მარილის მოხმარების შეზღუდვით), მდგოამრეობა, რომელსაც თან ახლავს მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება (მათ შორის დიარეა, ღებინება), შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ძვლის ტვინის სისხლის მიმოქცევის დათრგუნვა, ხანდაზმული ასაკი. 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
რამიპრილი უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
რამიპრილით თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა. რამიპრილი არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. თუ რამიპრილით მკურნალობა აუცილებელია საჭიროა ორსულობისაგან თავის დაცვა. თუ ქალი დაორსულდა მკურნალობის პერიოდში პრეპარატი საჭიროა პრეპარატის დაუყოვნებლივ მოხსნა და სხვა სამკურნალო საშუალებით შეცვლა. 

მიღების წესი და დოზები
მიიღება შიგნით, საკმაო რაოდენობის სითხის მიყოლებით საკვებისაგან დამოუკიდებლად. 
არტერიული ჰიპერტენზია:
პრეპრატ ამპრილანის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 2.5მგ ერთხელ დღეღამეში. პაციენტის რეაქციიდან გამომდინარე დოზა შეიძლება გაორმაგდეს 1-2 კვირიანი ინტერვალით.
ჩვეულებრივ შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 2.5-5მგ დღეღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 10მგ დღეღამეში. პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს, აუცილებელია მათი მოხსნა, ან დოზის შემცირება მინიმუმ 3 დღით ადრე პრეპარატ ამპრილანით მკურნალობის დაწყებამდე. 
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომლეთაც არ მოეხსნათ დიურეტიკები, ან პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით და გულის უკმარისობით, ან თირკმლის უკმარისობით, საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 1.25მგ ერთ მიღებაზე. მკურნალობა უნდა დაიწყოე ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. 
გულის ქრონიკული უკმარისობა:
პრეპარატ ამპრილანის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 1.25მგ დღეღამეში ერთ მიღებაზე. პაციენტის რეაქციიდან გამომდინარე დოზა შეიძლება გაორმაგდეს. მისი გაორმაგება რეკომენდებულია 2 კვირიანი ინტერვალით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 10მგ-ს. დოზა 2.5მგ-დან და მეტი შეიძლება გაიყოს 2 მიღებად. პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკების მაღალ დოზებს, პრეპარატით თერაპიის დაწყებამდე საჭიროა დიურეტიკების დოზის შემცირება. 
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ გულის უკმარისობის მკურნალობა: 
პრეპარატ ამპრილანით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ სტაციონარულ პირობებში მიოკარდიუმის ინფარქტის მესამე და მეათე დღეებს შორის. პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5მგ დღეღამეში (დილას და საღამოს) და ორი დღის შემდეგ იზრდება 5მგ-მდე 2ჯერ დღეში (დილას და საღამოს). პრეპარატ ამპრილანის ჩვეული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 2.5-5მგ-ს 2ჯერ დღეღამეში. თუ პაციენტი ვერ იტანს პრეპარატის საწყის დოზას (არტერიული ჰოპოტენზია), ის უნდა შემცირდეს 1.25მგ-მდე ორჯერ დღეღამეში. ორი დღის შემდეგ დოზა შეიძლება კვლავ გაიზარდოს 2.5მგ-მდე ორჯერ დღეღამეში. კიდევ ორი დღის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 5მგ-მდე ორჯერ დღეღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 10მგ-ს. თუ პაციენტი ცუდად იტანს დოზის მომატებას 2.5მგ-მდე ორჯერ დღეღამეში, პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს. 
დიაბეტური და არადიაბეტური ნეფროპათია:
პრეპარატ ამპრილანის საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 1.25მგ-ს ან 2.5მგ-ს დღეღამეში. პაციენტის მიერ რამიპრილის ამტანობიდან გამომდინარე შემდგომში პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს: რეკომენდებულია დოზის გაზრდა ყოველ 2 კვირაში შემანარჩუნებელ დოზამდე – 5მგ ერთხელ დღეღამეში. 
მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის და გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობის განვითარების რისკის შემციება: 
პრეპარატ ამპრილანის საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 2.5მგ-ს ერთხელ დღეღამეში. პრეპარატის დოზას თანდათანობით ზრდიან ამპრილანის ამტანობიდან გამომდინარე: რეკომენდებულია დოზის გაორმაგება თერაპიის 1-2 კვირის შემდეგ, ხოლო შემდეგ კიდევ 2-3 კვირაში სამიზნე შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე 10მგ ერთხელ დღეში.  

გამოყენება პაციენტთა ცალკეულ ჯგუფებში
თირკმლის უკმარისობა:
პაციენტებში კკ-ით მეტი 0,5 მლ/წმ (30მლ/წთ) დოზის შეცვლა საჭირო არ არის. პაციენტებში კკ ნაკლები 0,5 მლ/წმ (30მლ/წთ) რეკომენდებული საწყისი სადღეღამისო დოზა არის 1.25მგ, ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 5მგ. 
ღვიძლის უკმარისობა:
საწყისი რეკომენდებული სადღეღამისო დოზა არის 1.25მგ ერთჯერ დღეში და მაქსიმალური სადღეღამისო დოზა -2.5მგ. აუცილებელია გულმოდგინე დაკვირვება ხანდაზმულ პაციენტებზე (65 წელზე მეტი ასაკის), რომლებიც იღებენ დიურეტიკებს და პაციენტებზე გულის ქრონიკული უკმარისობით და თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. პრეპრატის დოზა უნდა შეირჩეს სამიზნე არტერიული წნევიდან გამომდინარე.

გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატიული ჰიპოტენზია, ორთოსტატიული კოლაფსი, ტაქიკარდია, იშვიათად- არითმია, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი. 
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: თირკმლის უკმარისობის სიმპტომების განვითარება, ან გაძლიერება, პროტეინურია, შარდის მოცულობის შემცირება, ლიბიდოს დაქვეითება.
ცნს მხრივ: თავის ტვიინის იშემია, ინსულტი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუტე, ძილიანება, პარესთეზიები, ნერვული აგზნებადობა, შფოთვა, ტრემორი, კუნთების სპაზმი, ხასიათის ცვლილება, მაღალი დოზების მიღებისას- უძილობა, შფოთვა, დეპრესია, ცნობიერების არევა, გულის წასვლა. 
გრძნობათა ორგანოების მხრივ: ვესტიბულური დარღვევები, გემოს (მაგ. მეტალის გემო), ყნოსვის, სმენის და მხედველობის დარღვევა, ყურებში ხმაური. 
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ან შეკრულობა, ტკივილი ეპიგასტიუმის არეში, ნაწლავების გაუვალობა, პანკრეატიტი, ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ღვიძლის უკმარისობის განვითარებით, პირის სიმშრალე, წყურვილი, მადის დაქვეითება, სტომატიტი, გლოსიტი. 
სასუნთქი სისტემის მხრივ: “მშრალი” ხველა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, რენორეა, რინიტი, სინუსიტი, ბრონქიტი. 
ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, კონიუნქტივინი, ფოტოსენსიბილიზაცია; სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხახის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება, ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიური ეპიდერმული ნეროლიზი (ლაიელის სინდრომი), პემფიგუსი, სეროზიტი, ონიქოლიზი, ვასკულირი, მიოზიტი, მიალგია, ართრალგია, ართრიტი, ეოზინოფილია. 
სხვა: გულყრები, ალოპეცია, ჰიპერთერმია, გაძლიერებული ოფლიანობა. 
ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერკრეატინინემია, შარდოვანას აზოტის დონის მომატება, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტოვობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპერკალემია, ჰიპონატრემია, ანტინუკლეარული, ანტისხეულების გაჩენა.
გავლენა ნაყოფზე: ნაყოფის ფუნქციის დარღვევა, ნაყოფის და ახალშობილის არტერიული წნევის დაქვეითება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპერკალემია, ქალას ძვლების ჰიპოპლაზია, ოლიგოჰიდრამნიონი, კიდურების კონტრაქტურა, ქალას ძვლების დეფორმაცია, ფილტვების ჰიპოპლაზია.

დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, ბრადიკარდია, შოკი, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვვევა, თირკმლის მწვავე უკმარისობა.
მკურნლობა: დოზის გადაჭარბების მსუბუქ შემთხვევებში: კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტების და ნატრიუმის სულფატის შეყვანა (სასურველია მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში). არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითებისას –კატექოლამინების, ანგიოტენზინ II-ის ი/ვ შეყვანა, პაციენტი უნდა დააწვინოთ ზურგზე დაბალი სასთუმლით, აუცილებლობის შემთხვევაში მოცირკულირე სისხლის მოცულობა შეიძლება შეივსოს 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ინფუზიით; ბრადიკარდიისას – პეისმეიკერის გამოყენება.
აუცილებელია არტერიული წნევის, თირკმელების ფუნქციის და სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის გულმოდგინე კონტროლი. ჰემოდიალიზის ეფექტურობა ინტოქსიკაციის მოსახსნელად დადგენილი არ არის. 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
რამიპრილი აძლიერებს ცნს-ზე ეთანოლის დამთრგუნველ მოქმედებას. მარილის მიღებამ საკვებთან ერთად შეიძლება შეამციროს რამიპრილის ჰიპოტენზიური ეფექტი. 
რამიპრილის სხვა საშუალებებთან ერთად გამოყენება, რომლებიც აქვეითებენ არტერიულ წნევას (მაგ. დიურეტიკები, ნიტრატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, საანესთეზიო საშულებები), იწვევს რამიპრილის ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერებას. 
რამიპრილის კალიუმის პრეპარატებთან, ან კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან ერთდ დანიშვნა შეიძლება გახდეს ჰიპერკალემიის მიზეზი. ვაზოპრესორულმა სიმპატომიმეტიკებმა (ადრენალინი, ნორადრენალინი) შეიძლება დააქვეითონ რამიპრილის ჰიპოტენზიური ეფექტი. ამის გამო, ერთროული მკურნალობისას საჭიროა არტერიული წნევის გულმოდგინე კონტროლი. ალოპურინოლთან, იმუნოდეპრესანტებთან, კორტიკოსტეროიდებთან, პროკაინამდთან, ციტოსტატიკებთან ერთად რამიპრილის დანიშვნა ზრდის პერიფერიული სისხლის სურათის შეცვლის ალბათობას. 
რამიპრილის და ლითიუმის პრეპარატების ერთად დანიშვნა იწვევს ლითიუმის ექსკრეციის დაქვეითებას, აუცილებელია სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი – ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი. 
აგფ ინჰიბიტორებმა შეიძლება გააძლიერონ ჰიპოგლიკემიური საშუალებების (მაგ. ინსულინის ან სულფონილშარდოვანას წარმოებულების) ეფექტი, რაც ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ჰიპოგლიკემიის მიზეზი. ამის გამო საჭრიოა სისხლში შაქრის დონის გულმოდგინე კონტროლი, განსაკუთრებით ერთდროული გამოყენების დასაწყისში. რამიპრილის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა და ინდომეტაცინი) ერთდროულმა  გამოყენებამ შეიძლება შეასუსტოს რამიპრილის ჰიპოტენზიური ეფექტი. ამასთანავე, ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალემია და გაზარდოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი. ჰეპარინის და რამიპრილის ერთდროული გამოყენება შეიძლება გახდეს ჰიპერკალემიის მიზეზი. ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები მწერების შხამისადმი (შესაძლოა სხვა ალერგენებისადმიც) მეტად გამოხატულია აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობისას. 

განსაკუთრებული მითითებები
გაფრთიხილება: გაფრთიხილება: პაციენტებმა ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი აორტალური ან მიტრალური სარქვლის სტენოზით, ან მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გადინებისთვის, ნებისმიერი წინააღმდეგობით, ამრიპილი არ უნდა მიიღონ.

სიფრთხილე: 
მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის შეფასება. ამპრილანით მკურნალობისას აუცილებელია თირკმლის ფუნქციის გულმოდგინე კონტროლი, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის დაქვეითებული ფუნქციით, თირკმლის სისხლძარღვების დაზიანებით (მაგ. თირკმლის არტერიის კლინიკურად უმნიშვნელო სენოზით, ან ერთადერთ თირკმლის არტერიის ჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი სტერნოზით), გულის უკმარისობით. მომატებული მგრძნობელობის რისკი და ალერგიის მაგვარი (ანაფილაქტოიდური) რეაქციები მატულობს პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ აგფ ინჰიბიტორებს და იტარებენ ჰემოდიალიზის პროცედურებს AN69 დიალიზური მემბრანების გამოყენებით.  მსგავსი რეაქციები გამოვლენილი იქნა დსლ-ს აფერეზისას დექტრანის სულფატის მეშვეობით, ამიტომ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობისას საჭიროა თავი ავარიდოთ მოცემულ მეთოდს. 
ამპრილანით მკურნალობისას პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, განსაკუთრებით ერთდროულად დიურეტიკებით მკურნალობისას, შესაძლებელია სისხლის შრატში შარდოვანას და კრეატინინის მომატება. ამ შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის გაგრძელება ამპრილანის უფრო დაბალი დოზებით ან პრპეპარატის მოხსნა. თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში იზრდება ჰიპერკალემიის განვითარების რისკი. ღვიძლის ესტერაზების აქტივობის დაქვეითების შედეგად ღვიძლის და დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში შესაძლოა რამიპრილის მეტაბოლიზმის და აქტიური მეტაბოლიტების შენელება. ამის გამო ასეთი პაციეტების მკურნალობა უნდა დაიწყოს მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. 
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ამპრილანის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც არიან მცირე მარილიან ან უმარილო დიეტაზე (არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების მოამტებული რისკი). პაციენტებში მოცირკულირე სისხლის შემცირებული მოცულობით (დიურეტიკებით თერაპიის შედეგად), დიალიზის ჩატარებისას დიარეის და ღებინებისას შესაძლებელია სიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარება. 
გარდამავალი არტერიული ჰიპოტენზია არ არის წინააღმდეგნაჩვენები არტერიული წნევის სტაბილიზაციის შემდეგ მკურნალობის გასაგრძელებლად.  გამოხატული ჰიპოტენზიის განმეორებით განვითარების შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება, ან პრეპარტის მოხსნა. პაციენტებში, რომელთაც ესაჭიროებათ დიდი ქირურგიული ჩარევა, ან ზოგადი ანესთეზიის დროს იღებენ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც იწვევენ არტერიულ ჰიპოტენზიას, ამპრილანმა რენინის კომპენსატორული გამონთავისუფლების ხარჯზე შეიძება გამოიწვიოს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის ბლოკადა. თუ ექიმი არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებას უკავშირებს ზემოთ აღნიშნულ მექანიზმს, არტერიული ჰიპოტენზიის კორექცია შესაძლებელია სისხლის პლაზმის მოცულობის გაზრდით. იშვიათ შემთხვევაში აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობისას აღინიშნება აგრანულოციტოზი, ერითროციტოპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოგლობინემია, ან ძვლის ტვინის დათრგუნვა. მკურნალობის დაწყებისას და მისი მიმდინარეობისას აუცილებელია სისხლის თეთრი უჯრედების კონტროლი შესაძლო ნეიტროპენიის/აგრანულოციტოზის გამოსავლენად. უფრო ხშირი კონტროლი რეკომენდებულია პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებით (მაგ. სისტემური წითელი მგლურა, ან სკლეროდერმია) და პაციენტებში რომლებიც ერთდროულად იღებენ სისხლის წარმოქმნაზე მოქმედ სამკურნალო საშუალებებს (იხ. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთნა). სისხლის ფორმიანი ელემენტების დათვლა ასევე უნდა განხორციელდეს ნეიტროპენიის/აგრანულოციტოზის კლინიკური ნიშნების გამოვლენისას და მომატებული სისხლდენისას.
პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით ამპრილანით მკურნალობისას იშვიათად აღინიშნება სისხლის შრატში კალიუმის დონის მომატება. ჰიპერკალიემიის რისკი იზრდება გულის ქრონიკული უკმარისობისას, კალიუმის შემნახველი დიურეტიკების ერთდროული გამოყენებისას (სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი) და კალიუმის პრეპარატების დანიშვნისას.
აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას დესენსიბილიზაციური თერაპიის დროს კრაზანას ან ფუტკრის შხამის მიმართ შეიძლება გამოვლინდეს ანაფილაქტოიდური რეაქციები (მაგ. არტერიული ჰიპოტენზია, ქოშინი, ღებინება, კანის გამონაყარი), რომლების შესაძლოა სახიფათო იყოს სიცოცხლისათვის. მომატებული მგრძნობელობის რეაქციები შეიძლება განვითარდეს მწერების კბენისას (მაგ. ფუტკარი ან კრაზანა). ფუტკრის ან კრაზანის შხამით დესენსიბილიზაციური თერაპიის ჩატარების აუცილებლობისას საჭიროა აგფ ინჰიბიტორების მოხსნა და სხვა ჯგუფის შესაბამისი პრეპარატებით მკურნალობის გაგრძელება. 

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ამპრილანით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების მართვისას, ან სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობისას, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს (შესაძლებელია თავბრუსხვევა, განსაკუთრებით აგფ ინჰიბიტორების საწყისი დოზის მიღების შემდეგ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ სამკურნალო საშუალებებს). რეკმენდებულია პაციენტებმა თავი შეიკავონ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისაგან მანამდე, სანამ არ იქნება ცნობილი პასუხი მკურნალობაზე. 

გამოშვების ფორმა
1.25მგ, 2.5მგ, 5მგ ან 10მგ ტაბლეტები. 7 ტაბლეტი ბლისტერზე. 2, 4, 8, 12 ან 14 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. 
10 ტაბლეტი ბლისტერზე. 3, 6 ან 9 ბლისტერზე მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. 

შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა. 
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

ვარგისიანობის ვადა
1,25მგ ტაბლეტები -  2 წელი. 
2,25მგ, 5მგ და 10მგ ტაბლეტები -  3 წელი. 
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული თარიღის შემდეგ. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები. 
გაიცემა რეცეპტით.

სად შევიძინოთ?