Plasmon
ანალგინი / ANALGIN


რა არის და რისთვის გამოიყენება ანალგინი
ანალგინი ტაბლეტების შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერება ნატრიუმის მეტამიზოლი მიეკუთვნება ტკივილგამაყუჩებელ სამკურნალო პრეპარატს (ანალგეტიკი). ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების გარდა, ის ფლობს სიცხის დამწევ მოქმედებას.
ანალგინი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
-სხვადასხვა წარმოშობის ზომიერი და ძლიერი ტკივილი: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ნევრალგია, ნევრიტი, მიალგია, ტრავმები, დამწვრობა, პოსტოპერაციული ტკივილი, ფანტომური ტკივილი, ტკივილი მენსტრუალური ციკლის დროს, ტკივილი ონკოლოგიური დაავადებისას, თირკმლისა და ნაღვლის კოლიკა.
-მაღალი ტემპერატურის დასაწევად.

ანალგინის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ანალგინი შემდეგ შემთხვევებში
-თუ თქვენ გაქვს ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მეტამიზოლის, პირაზოლონის ჯგუფის წარმოებული სხვა სამკურნალო პრეპარატის ან სხვა ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ;
-თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მწვავე პორფირია (სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის დარღვევით მიმდინარე მემკვიდრეობითი დაავადება) ან გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას თანდაყოლილი უკმარისობა (მემკვიდრეობითი დაავადება ამ ფერმენტის უკმარისობით);
-თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე დაავადება;
-თუ თქვენ გაქვთ ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა (ციტოსტატური მკურნალობის შემდეგ) ან სისხლის ისეთი დაავადებები, როგორიც არის: აპლასტიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს სისუსტეს, სილურჯესა და ინფექციის განვითარების მომატებულ საშიშროებას), აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების შესაძლებლობას), ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების საერთო რაოდენობის შემცირება);
-10 წლამდე ბავშვთა ასაკი;
-ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

ანალგინის გამოყენებისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე
-თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ტკივილგამაყუჩებელი ან რევმატიზმის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების, სხვა პრეპარატების ან საკვები პროდუქტების მიმართ;
-ალერგიით განპირობებული ბრონქული ასთმის დროს (მოხრჩობის შეტევები);
-სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობის შემცირებით მიმდინარე დაავადების დროს;
-თუ თქვენ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
-თუ თქვენ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა.

სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება
თუ თქვენ იყენებთ ან ახლო წარსულში იყენებდით სხვა სამკურნალო პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულს, გთხოვთ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
-მეტამიზოლისა და ქლორპტომაზინის (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ) ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ტემპერატურის მკვეთრი დაწევა.
-სასურველია არ გამოიყენოთ ერთდროულად მეტამიზოლი და კუმარინის ანტიკოაგულანტები, როგორიც არის აცენოკუმაროლი და ვარფარინი (სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას).
-მეტამიზოლი ამცირებს ციკლოსპორინის მოქმედებას (სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ და სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ).
-ქლორამფენიკოლი და სხვა მიელოტოქსიური პრეპარატებისა და მეტამიზოლის ერთდრული გამოყენება ზრდის გვერდითი მოქმედების განვითარების საშიშროებას სისხლმბადი სისტემის მხრიდან.
-არ გამოიყენოთ ერთდროულად ანალგინი და საძილე საშუალებები, დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები, ჩასახვის საწინააღდეგო საშუალებები, ანალგეტიკები, ალოპურინოლი (პოდაგრას სამკურნალოდ).
-მეტამიზოლმა შესაძლებელია იმოქმედებოს კაპტოპრილთან (გამოიყენება გულისა და სისხლის მომატებული წნევის სამკურნალოდ), ლითიუმთან (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ), მეტოტრექსატთან (რევმატიული და სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ), ასევე შეცვალოს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების (სისხლის წნევის დამწევი საშუალებები) და დიურეტიკების (შარდმდენები) ეფექტი.

ანალგინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან
ანალგინის გამოყენების დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელის მიღება. შესაძლებელია გაძლიერდეს სამკურნალო პრეპარატის გვერდითი მოქმედება.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.
ორსულობა
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს.
ლაქტაციის პერიოდი
არ არის სასურველი პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის დროს. გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ბუნებრივი კვების შეწყვეტა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ანალგინის მაღალი დოზების გამოყენებისას არ არის რეკომენდებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა, რაც თხოულობს აქტიურ ყურადღებას, ვინაიდან პრეპარატმა შესაძლებელია იმოქმედოს ყურადღებაზე და რეაქციის სისწრაფეზე მოულოდნელ სიტუაციებში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ანალგინის ზოგიერთი შემადგენელი კომპონენტის  შესახებ
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ხორბლის სახამებელს, რომელიც მისაღებია ცელიკალიის მქონე პირებისათის (გლუტეინური ენტეროპათია). არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ხორბალზე ჰიპერმგრძნობელობის (ცელიკალიისაგან განსხვავებული) მქონე პირებისათვის.

ანალგინის გამოყენება
ყოველთვის მიიღეთ ანალგინი პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული თანმიმდევრობით. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 
ტაბლეტები მიიღება შიგნით. ჩვეულებრივ დოზა შეადგენს:
მოზრდილები და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები
1/2-1 ტაბლეტი - 2-3-ჯერ დღეში.
საჭიროებისას შესაძლებელია 2 ტაბლეტის გამოყენება დღეში ერთჯერ. არ მიიღოთ დღეში 6 ტაბლეტზე მეტი.
10-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები (წონა 32 კგ-დან 53 კგ-მდე)
1/2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 4 ტაბლეტი.
10 წლამდე ასაკის ბავშვები
ეს სამკურნალო ფორმა არ არის მისაღები 10 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები
ღვიძლთან ან თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების მქონე 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზებით (1/2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში). საჭიროებისას მიიღეთ ექიმის კონსულტაცია. ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზებით (მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზის 1/2). ხანგრძლივი მკურნალობის საჭიროებისას მიმართეთ თქვენს ექიმს.
მკურნალობის ხანგრძლივობა
გამოიყენეთ ანალგინი არაუმეტეს 3-5 დღე. თუ 3 დღის შემდეგ არ ფიქსირდება მდგომარეობის გაუმჯობესება ან ნარჩუნდება მაღალი ტემპერატურა, მიიღეთ თქვენი მკურნალი ექიმის რჩევა.

თუ თქვენ მიიღეთ ანალგინი ჭარბი დოზით
შესაძლებელია გამოვლინდეს გულისრევა, თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი, ბრუნვის შეგრძნება, სისუსტე, გონების დაკარგვა, სისხლის წნევის მკვეთრი დაწევა და გულის რიტმის დარღვევა. 
ისეთი ნიშნების გამოვლენისას, როგორიც არის ცივი ოფლი, თავბრუსხვევა, გულისრევა, კანის ფერის შეცვლა და მოხრჩობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარების სამსახურს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ანალგინის გამოყენება
გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

შესაძლო გვერდითი მოქმედება
სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, ანალგინმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში. გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდებიან მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ძალია ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 და <1/10), არახშირი (≥1/1000 და <1/100), იშვიათი (≥1/10 000 და <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემები არ იძლევიან შეფასების გაკეთების საშუალებას).
არახშირი (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)
კანის გამონაყარი, სისხლის წნევის დაწევა, გულის რიტმის დარღვევა (პალპიტაცია, ტაქიკარდია).
იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)
ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების საშიშროებას); მაკულოპაპულოზური გამონაყარი (კანის კვანძებისა და ბალთების განვითარება); ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები) - ქავილი, წვა, კანის სიწითლე, ჭინჭრის ციება, შეშუპება (გენერალიზებული ან ადგილობრივი), გართულებული სუნთქვა და იშვიათად ჩივილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან, ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის ლარინგული), გულის რიტმის დარღვევა, სისხლის წნევის დაქვეითება, დარღვევები თირკმელების მხრიდან, როგორიც არის ცილა შარდში, შარდის რაოდენობის შემცირება ან გაზრდა, თირკმელების ანთება.

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)
აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ძლიერი შემცირება, რაც ზრდის ინფექციების განვითარების შესაძლებლობას). აგრანულოციტოზის დამახასიათებელი ნიშნებია კანისა და პირის ღრუს, ყელის, სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების ანთებითი ცვლილებები; ყელის ტკივილი და მომატებული ტემპერატურა. საერთო მდგომარეობის უეცარი გაუარესების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და კანის მხრიდან მტკივნეული ცვლილებების გამოვლენისას ან როცა მაღალი ტემპერატურა არ იწევს დაბლა ან მეორდება, შეწყვიტეთ ანალგინის გამოყენება და მიმართეთ ექიმს. ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს: თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენისა და სილურჯეების განვითარების საშიშროებას), ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე და სიყვითლე, სისუსტე ან მოხრჩობა); აპლასტიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რაც იწვევს სისუსტეს, სილურჯეების განვითარებას ან ინფექციების განვითარების მომატებულ შესაძლებლობას); ასთმური შეტევა (ანალგეზური ასთმის მქონე პაციენტები); სტივენს-ჯონსონის ან ლაილის სინდრომი (მძიმე რეაქცია, რომელსაც თან ახლავს ბუშტების განვითარება კანზე, პირის ღრუში, თვალებსა ან სასქესო ორგანოებზე); ანაფილაქსიური შოკი (სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული მდგომარეობა).
უცნობი სიხშირით: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის არეში, იშვიათ შემთხვევაში დაწყლულება ან სისხლდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსიდან.
თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ გამოვლენილი გვერდითი ეფექტი არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, ან ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გართულებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ანალგინის შენახვის პირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ და შუქისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 °ჩ ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს. 
არ შეიძლება სამკურნალო პრეპარატების გადაგდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციაში. არასაჭირო მედიკამენტების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობენ გარემო პირობების დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ანალგინი ტაბლეტები
-აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის მეტამიზოლი 500 მგ ერთ ტაბლეტში;
-სხვა შემადგენელი ნაწილები: ცელულოზა, მიკროკრისტალური; მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ხორბლის სახამებელი, სალმანდი.

როგორ გამოიყურება ანალგინის ტაბლეტები და რა შედის შეფუთვის შემადგენლობაში
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, უსუნო, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები, ერთი მხარეზე გამყოფი ნაზოლით, დიამეტრი 13 მმ. გამყოფი ნაზოლი უზრუნველყოფს ტაბლეტის გაყოფას ორ ტოლ ნაწილად.
10 ტაბლეტი პვქ გარსის/ალუმინის ფოლგის ბლისტერში; 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 
ვარგისობის ვადა: 5 წელი 
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე)
სად შევიძინოთ?