Plasmon
აზაპენტოლი / Azapentol

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): azapentacene
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიაკატარაქტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: Rompharm Company
  • მწარმოებელი ქვეყანა: რუმინეთი
  • გამოშვების ფორმა: 0,015% (0,15მგ/მლ) 15მლ თვალის წვეთები ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

 

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება

აზაპენტაცენი

 

სამკურნალწამლო ფორმა

თვალის წვეთები, 0.015% ხსნარი.  

აღწერა: გამჭვირვალე, მკვეთრი წითელი ფერის ხსნარი, არ შეიცავს მექანიკურ მინარევებს. 

 

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის აზაპენტაცენის პოლისულფონატი 0,15მგ/მლ.

დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატის დეკაჰიდრატი, კალიუმის ქლორიდი, თიომერსალი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის         ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი. 

 

პრეპარატის ათქ კოდი

S01XA

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სხვა ოფთალმოლოგიური საშუალებები. 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

აზაპენტოლი ანელებს ბროლის დეგენერაციას, ხელს უშლის ან ანელებს კატარაქტის განვითარებას. ასტიმულირებს პროტეოლიზურ ფერმენტებს, რომლებიც შედის თვალის წინა კამერის წყლიანი სითხის შემადგენლობაში; აინჰიბირებს ქინოიდური ნაერთების წარმოქმნას და ხელს უშლის მათ დამაზიანებელ მოქმედებას ბროლის ცილებზე. იცავს ბროლის სულფჰიდრილური ჯგუფის ცილებს დაჟანგვისგან დ ახელს უწყობს გაუმჭვირვალე კომპლექსების გაწოვას. 

 

მიღების ჩვენება

- მოხუცებულთა კატარაქტა;

- ტრავმული კატარაქტა; 

- თანდაყოლილი კატარაქტა; 

- მეორადი კატარაქტა. 

 

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. 

 

წამლისმიერი ურთიერთქმედება

ამ დროისთვის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება დადგენილი არ არის. 

 

განსაკუთრებული მითითებები

აზაპენტოლი განკუთვნილია ხანგრძლივი თერაპიისთვის. რეკომენდებული არ არის მკურანლობის შეწყვეტა მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესების შემთხვევაშიც. 

პაციენტებმა, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, აზაპენტოლი უნდა მიიღონ მხოლოდ ლინზების მოხსნის შემდეგ და ისინი უკან უნდა ჩაისვან პრეპარატის ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ. 

პრეპარატის ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებელია ფლაკონის დახურვა. არ არის სასურველი საწვეთურის შეხება თვალთან. 

პედიატრიაში გამოყენება

ბავშვებში აზაპენტოლის გამოყენების საკმარისი გამოცდილება არ არსებობს. ბავშვებში        აზაპენტოლის გამოყენება შესაძლებელია, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აჭარბებს შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების პოტენციურ რისკს. 

 

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში აზაპენტოლის გამოყენების საკმარისი    გამოცდილება არ არსებობს. ორსულ ქალებში და მეძუძურ დედებში აზაპენტოლის გამოყენება     შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი პოტენციური ეფექტი აჭარბებს ნაყოფში ან ბავშვში შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. 

 

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პაციენტებისთვის, რომლებსაც ჩაწვეთების შემდეგ დროებით ერღვევათ მხედველობის სიმკვეთრე, ჩაწვეთებიდან მოკლე დროში რეკომენდებული არ არის მანქანის ტარება ან რთულ ტექნიკასთან, დანადგარებთან ან რაიმე სხვა რთულ მოწყობილობასთან მუშაობა, რაც მოითხოვს მხედველობის სიმკვეთრეს. 

 

გამოყენების მეთოდი და დოზირება

პრეპარატს იწვეთებენ დაზიანებულ თვალში, 1-2 წვეთი, 3-5-ჯერ დღეში. 

პრეპარატი განკუთვნილია ხანგრძლივი თერაპიისთვის. რეკომენდებული არ არის მკურნალობის შეწყვეტა სწრაფი კლინიკური გაუმჯობესების შემთხვევაშიც. 

 

დოზის გადაჭარბება

შემთხვევით შიგნით მიღებისას დადგენილი არ არის დოზის გადაჭარბების სიმპტომები. თვალიდან ჭარბი პრეპარატის მოშორება შეიძლება თბილი გამდინარე წყლით. 

 

გვერდითი მოქმედება

ჩვენების მიხედვით რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას გვერდითი მოქმედება გამოვლენილი არ არის. 

 

შენახვის პირობები და ვადა

ინახება 15-25°C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში. 

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე. 

შენახვის ვადა: 3 წელი. 

ფლაკონის გახსნის შემდეგ წვეთების გამოყენება შესაძლებელია 4 კვირის განმავლობაში. 

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

 

შეფუთვა

პლასტმასის ფლაკონი-საწვეთური 15 მლ. 

ფლაკონი-საწვეთური ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში

 

სად შევიძინოთ?