Plasmon
აზიმაკი ® / AZIMAC ®

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): azithromycin
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებებიმაკროლიდები
  • მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 500მგ კაფსულა #3
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების-აზითრომიცინის 250 მგ-ს ან 500მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
მაკროლიდების ჯგუფის აზალიდების ქვეჯგუფის ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკი. ანთებით კერაში მაღალი კონცენტრაციით მოხვედრილი პრეპარატი მოქმედებს ბაქტერიციდულად. აზიმაკი აქტიურია გრამდადებითი (სტაფილოკოკი, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი, სტრეპტოკოკი) და გრამუარყოფითი (ენტეროკოკი, ნაწლავისა და ჰემოფილური ჩხირი), ბაქტერიების, მიკოპლაზმის, ლეგიონელას, ბაქტეროიდების, ქლამიდიას და სხვათა მიმართ. აქტიურია ასევე ტოქსოპლაზმოზის გამომწვევის მიმართ. აზითრომიცინი მჟავე არეში მდგრადობისა და ლიპოფილური თვისებების გამო სწრაფად შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის 500 მგ-ის მიღების შემდეგ Cmax შეადგენს 0,4 მგ/ლ, ამასთან უჯრედებსა და ქსოვილებში მისი კონცენტრაცია 10-50-ჯერ მეტია, ვიდრე შრატში; ინფექციის კერაში კონცენტრაცია 24-34 %-ით მეტია, ვიდრე ჯანმრთელ ქსოვილში და კორელაციას განიცდის ანთების შედეგად განვითარებული შეშუპების ხარისხის შესაბამისად. აზითრომიცინის ბიოშეღწევადობა შეადგენს 37%-ს. ანთებით კერაში პრეპარატის ბაქტერიციდული კონცენტრაცია შენარჩუნებულია უკანასკნელი დოზის მიღებიდან 5-7 დღის განმავლობაში.

ჩვენებები
პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
სასუნთქი სისტემის ინფექციები (ბრონქიტი, ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია);
ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (ანგინა, სინუსიტი, ტონზილიტი, შუა ყურის ანთება);
ქუნთრუშა;
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად ინფიცირებული დერმატოზები);
უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები (გაურთულებელი ურეთრიტი და/ან ცერვიციტი);
ლაიმას დაავადება (ბორელიოზი);
Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.

მიღების წესები და დოზები
აზიმაკი ინიშნება აუცილებლად ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ, დღეში ერთხელ. მოზრდილებში სასუნთქი სისტემის ინფექციების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს პირველ დღეს ინიშნება 500 მგ ერთხელ დღეში, II დღიდან V დღემდე 250-250 მგ დღიური დოზა; ან 500 მგ/დღეში სამი დღის განმავლობაში (თერაპიული კურსი მოიცავს სულ 1.5 გ-ს). უროგენიტალური ტრაქტის მწვავე ინფექციების დროს ინიშნება ერთჯერადად 1 გ. ლაიმას დაავადების (ბორელიოზის) პირველი სტადიის (erythema migrans) სამკურნალოდ პირველ დღეს ინიშნება 1 გ ერთ მიღებაზე, მეორე დღიდან მეხუთე დღემდე ყოველდღიურად 500 მგ (თერაპიული კურსი მოიცავს 3 გ-ს). ბავშვებში დოზის კორელაცია ხდება წონის გათვალისწინებით. 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში -პირველ დღეს 10 მგ/კგ; შემდეგი ოთხი დღე - 5 მგ/კგ დღიური დოზა, ან შესაძლებელია სამდღიანი კურსის ჩატარება დღიური დოზით 10 მგ/კგ. თერაპიული კურსი მოიცავს სულ 30 მგ/კგ სხეულის წონაზე.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად - გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი; ღვიძლის ფერმენტების ტრანზიტორული მატება; გამონაყარი.

უკუჩვენება
პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებაა ანამნეზში მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით.

განსაკუთრებული მითითებები
აზიმაკი და ანტაციდური პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას საჭიროა მიღებებს შორის 2 საათიანი ინტერვალის დაცვა. არ აღინიშნება აზიმაკისა და თეოფილინის, პერორალური ანტიკოაგულანტების, კარბამაზეპინის, ფენიტოინის, დიგოქსინის, ციკლოსპორინისა და ერგოტამინის ურთიერთგავლენა. დიდი სიფრთხილეა საჭირო ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევების დროს.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებისას: ძლიერი გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, სმენის დროებითი დაკარგვა.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის მიხედვით!

რეგისტრაციის # და თარიღი
წს N რ - 003631 28.12.2007
წს N რ - 003630 28.12.2007

სად შევიძინოთ?