Plasmon
ბაქტაცინი / Bactacin


შემადგენლობა

1.5 გრ: ერთი ფლაკონი შეიცავს

ამპიცილინი (ნატრიუმის სახით) 1 გრ

სულბაქტამი (ნატრიუმის სახით) 0.5 გრ

 

ჩვენებები

გამოიყენება ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი H.Influenza-თი გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, სასუნთქი გზების, ძვლების, სახსრებისა და რბილი ქსოვილების ინფექციების ჩათვლით; შერეული აერობული და ანაერობული მიკროორგანიზმებით გამოწვეული პოლიმიკრობული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა დიაბეტური ტერფი, გინეკოლოგიური ინფექციები და ინტრა-აბდომინალური ინფექციები; და მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ. 

 

მოქმედების სპექტრი. Staphylococcus aureus, *Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus faecalis, Staphylococcus saprophyticus, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans, *Haemophilus influenza, Moraxella catarrgalis, *Escherichia coli, *Klebsiella saxeobebi, *Proteus mirabilis, proteus vulgaris, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Morganella morganii, Neiserria gonorrhoeae, Clostridium სახეობები, Peptococcus სახეობები, Peptostreptococcus სახეობები, *Bacteroides სახეობები

(*: ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი შტამების ჩათვლით)

 

ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (შუა ყურის ანთება, ლარინგიტი, სინუსიტი), ბაქტერიული პნევმონია, საშარდე გზების ინფექციები და პიელონეფრიტი, ინტრაბადომინალური ინფექციები (პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ენდომეტრიტი, მენჯის ინფექციები), ბაქტერიული სეფსისი, კანისა და კანის სტრუქტურების ინფექციები, ძვლებისა და სახსრების ინფექციები, გონორეა, პროფილაქტიკა ოპერაციის შემდეგ.   

 

ფარმაკოკინეტიკა

ამპიცილინისა და სულბაქტამის ფარმაკოკინეტიკა მსგავსია და მნიშვნელოვნად არ ახდენენ ერთმანეთზე ზეგავლენას. 

 

დოზირება და მიღების წესი

იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი მიკროორგანიზმები, ამპიცილინის მიცემა შეიძლება ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორთან ერთად, როგორიცაა სულბაქტამი. 

ბეტა-ლაქტამაზა წარმომქმნელი მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობის დროს ამპიცილინისა და სულბაქტამის ნატრიუმის მარილების შეყვანა შეიძლება კუნთში (IM) ან ვენაში (IV). ჩვეული დოზა არის  1 გრ ამპიცილინი და 500 მგ სულბაქტამი ყოველ 6 საათში ერთად, მძიმე ინფექციების დროს შეიძლება დოზის გაორმაგება. 

 

მოზრდილები: 0.5-3 გრ ამპიცილლინ ნატრიუმი და სულბაქტამ ნატრიუმი (ბაქტაცინი) ვენაში ან კუნთში ინიექციის სახით გაყოფილი გაყოფილი 3 ან 4 ინიექციად დღეში. ნუ გადააჭარბებთ 4 გრ-ს დღეში. 

 

ინფექციის ხარისხი

1 დღის დოზირება (ამპიცილლინ ნატრიუმი + სულბაქტამ ნატრიუმი (ბაქტაცინი)

მსუბუქი

ზომიერი

მძიმე

1.5 ~ 3 გრ (1+0.5 ~ 2+1)

~ 6 გრ (4+2)

~ 12 გრ (8+4)

 

 

ჩვილები და ბავშვები: 150 მგ/კგ/დღეში ამპიცილინ ნატრიუმი და სულბაქტამ ნატრიუმი (ბაქტაცინი) 3-4 გაყოფილ დოზად დღეში. 

ახალშობილებისა და დღენაკლული ჩვილებისათვის, 2 გაყოფილი დოზა დღეში დაბადებიდან 1 კვირის განმავლობაში. 

 

თირკმლის დარღვეული ფუნქცია

პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით (<30 მლ/წთ კრეატინინის კლირენსი)  უფრო ნაკლები სიხშირით გამოიყენება. 

ოპერაციის დროს ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით, პრეპარატი შეიყვანება დოზით 1.5 – 3 გრ ვენაში ან კუნთში ინიექციის სახით ანესთეზიის შემდეგ და შეიძლება 3-4ჯერ გამეორება. 

 

ნარევის მომზადება

ინტრავენური და ინტრამუსკულარული გამოყენებისათვის. მისი განზავება ხდება საინიექციო სტერილურ წყალში, დექსტროზას ან ფიზიოლოგიური მარილის ხსნარში. შეყვანა ხდება ნელა სულ მცირე 3 წუთის განმავლობაში

 

დოზა (გრ)

აქტივობა (გრ)

(სულბაქტამი/ამპიცილინი)

განზავებული ხსნარის მოცულობა (მლ)

კონცენტრაცია (მგ/მლ)

(სულბაქტამი/ამპიცილინი)

0.75

(0.25/0.5)

1.6

375 (125/250)

1.5

(0.5/1.0)

3.2

375 (125/250)



გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენა არის კანზე გამონაყარი, რომელიც შეიძლება იყოს ურტიკარული (ჭინჭრის ციება) ან მაკულოპაპულარული ტიპის; ჭინჭრის ციების რეაქციები ტიპიურია პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობისათვის, მაშინ როდესაც ერითემატოზული მაკულოპაპულარული გამონაყარი ამპიცილინისა და ამოქსიცილინისათვის არის დამახასიათებელი და ხშირად მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის შემდეგ გამოვლინდება. მსგავსი გამონაყარი შეიძლება გამოწვეული იყოს ბეტა-ლაქტამური ნაშთის ან გვერდით ჯაჭვში ამინო ჯგუფის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით ან ტოქსიკური რეაქციით. ამპიცილინის გამოყენების დროს მაკულოპაპულარული გამონაყარის გამოვლენა არ გამორიცხავს სხვა პენიცილინების შემდგომ გამოყენებას.

თუმცა, ვინაიდან პრაქტიკაში რთულია განვასხვავოთ ჰიპერმგრძნობელობისა და ტოქსიკური რეაქციები, პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოთ გამონაყარი ამპიცილინის მიღების შემდეგ, პენიცილინის გამოყენებამდე რეკომენდებულია კანის მგრძნობელობის სინჯის ჩატარება. ინფექციური მონონუკლეოზის მქონე    პაციენტთა უმრავლესობას, ამპიცილინით მკურნალობის დროს აღენიშნება მაკულოპაპულარული გამონაყარი, და პაციენტები სხვა ლიმფოიდური დარღვევებით, როგორებიცაა ლიმფური ლეიკემია, და შესაძლოა პაციენტები აივ ინფექციით, ასევე მაღალი რისკის ქვეშ არიან. შეიძლება კანის უფრო მძიმე რეაქციები გამოვლინდება, იშვიათად აღინიშნება ამპიცილინის გამოყენებასთან ასოცირებული მრავალფორმული ერითემა. 

 

საკმაოდ ხშირად, განსაკუთრებით პერორალური მიღების შემდეგ აღინიშნება გვერდითი მოვლენები საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ, განსაკუთრებით ფაღარათი, გულისრევა და ღებინება. ასევე შეიძლება განვითარდეს ფსევდომემბრანული კოლიტი. 

 

უკუჩვენებები

- პაციენტების პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით.

- პაციენტები ინფექციური მონონუკლეოზით.

- პაციენტები ქოლესტაზური სიყვითლის ან ღვიძლის დისფუნქციის ანამნეზით. 

სიფრთილით:

- პაციენტები ღვიძლის მძიმე დარღვევებით.

- პაციენტები თირკმლის ზომიერი ან მძიმე დარღვევებით (გამოყენება შეიძლება რეგულარული ინტერვალებით).

- პაციენტები პენიცილინების ან ცეფალოსპორინების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ანამნეზით (ჯვარედინი ტოლერანტობა). 

- პაციენტები, რომლებსაც ან რომელთა ოჯახის წევრებს აქვს ალერგიული რეაქციების (ბრონქული ასთმა, გამონაყარი ან ჭინჭრის ციება) განვითარებისკენ მიდრეკილება.

- პაციენტები ცუდი პერორალური კვებით, ან ვინც პარენტერალურ კვებას იღებენ ან ხანდაზმული პაციენტები (K ვიტამინის დეფიციტის სიმპტომების გამოვლენის შესაძლებლობის გამო, აუცილებელია სათანადო დაკვირვება).   

 

განსაკუთრებული მითითებანი

კანზე გამონაყარის განვითარების შემთხვევაში ამპიცილინის მიღება უნდა შეწყდეს. პაციენტებში ინფექციური მონონუკლეოზით პრეპარატის გამოყენება სასურველი არ არისმ ვინაიდან ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არისნ ამპიცილინით-გამოწვეული კანის გამონაყარის მიმართ; პაციენტები ლიმფური ლეიკემიით ან შესაძლოა აივ ინფექციით კანზე გამონაყარის გნავითარებით მაღალი რისკის ქვეშ არიან. 

 

სიფრთხილე გამოყენებისას

1) ინტრამუსკულარილი გამოყენებისას, პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს განზავებიდან 1 საათის განმავლობაში. 

2) არ შეიძლება სისხლის პრეპარატებთან ან ამინო მჟავების ხსნარებთან ერთად გამოყენება. 

3) ამინოგლიკოზიდებთან ერთად დანიშვნის დროს, ამპიცილინის და ამინოგლიკოზიდების გამოყენება და განზავება ხდება ცალკე, ნებისმიერი ამინოპენიცილინით ამნიოგლიკოზიდების ინაქტივაციის გამო. 

 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა ნაყოფზე პრეპარატის მავნე ზემოქმედების ან დარღვეული ფერტილობის რაიმე ნიშანი ვერ გამოვლინეს. ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, აქედან გამომდინარე მისი გამოყენება ორსულ ან ორსულობაზე ეჭვის მქონე პაციენტებში არ შეიძლება. პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თერაპიული სარეგებლი სჭარბობს ნებისმიერ შესაძლო რისკს. 

ამპიცილინისა და სულბაქტამის დაბალი კონცენტრაციები გამოიყოფა რძეში. ამიტომ მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.   

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

პაციენტებში, რომლებიც ანტიკოაგულანტებს ღებულობენ, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამპიცილინის მსგავსი სხვა ფართო სპექტრის პრეპარატის პერორალური მიღების შემდეგ არსებობს სისხლდენის დროის გახანგრძლივების შესაძლებლობა. 

 

ჰორმონალური კონტრაცეპტივები. ბევრი ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული საშუალება ამცირებენ პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას. ამიტომ, ნებისმიერი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკის გამოყენებისას, და კურსის დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში რეკომენდებულია დამატებითი კონტრაცეპტული ზომების მიღება. იმ შემთხვევაშუ, თუ აღნიშნული 7 დღე ემთხვევა ციკლის ბოლო 7 დღეს, მაშინ უტაბლეტო ინტერვალიგამოტოვებულ უნდა იქნეს და ტაბლეტების შემდეგი ციკლი დაიწყოს დაუყოვნებლივ. თუ ანტიბაქტერიული კურსი აღემატება 3 კვირას, ნაწლავური ფლორა ხდება რეზისტენტული და დამატებითი უსაფრთხოების ზომები საჭირო არ იქნება. 

 

მეთოტრექსატი. სხვადასხვა პენიცილინები გამოხატულად ამცირებენ სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული ინტრავენური მეთოტრექსატის კლირენსს. ასევე არსებობს შემთხვევები, როდესა პენიცილინები აძლიერებდნენ დაბალი-დოზის მეთოტრექსატის ტოქსიურობას პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ფსორიაზს ან რევმატოიდულ ართრიტს, თუმცა მცირე კვლევამ გამოავლინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეთოტრექსატის კლირენსი მცირედით შემცირდა, ამას კლინიკური მნიშვნელობა არ ჰქონდა. 

 

ალოპურინოლი. ალოპურინოლთან ერთად ამპიცილინის ან ამოქსიცილინის გამოყენებისას აღინიშნებოდა კანის გამონაყარის მომატებული სიხშირე. 

 

ქლოროქვინი. ჯანმრთელ პირებში, ქლოროქვინის გამოყენებისას მცირდება ამპიცილინის შეწოვა. 

 

პრობენეციდი ამცირებს ამპიცილინისა და სულბაქტამის თირკმლის მილაკოვან სეკრეციას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში მომატებული კონცენტრაციები. 

 

შენახვა

ინახება ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში არა უმეტეს 30°C ტემპერატურის პიტობებში. 

 

საკვების, წამლის, სამედიცინო მოწყობილობებისა და კოსმეტიკური საშუალებების აქტი კრძალავს ურეცეპტოდ გაცემას.

სად შევიძინოთ?