Plasmon
ბრიუმიპრილი / Brumipril


ყურადღებით წაიკითხეთ ბროშურა ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. 
-შეინახეთ ბროშურა, შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა. 
-დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
-ეს მედიკამენტი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს, ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი სიმპტომები თქვენსას გავს. 
-თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება, ან აღნიშნავთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც ამ ბროშურაში აღნიშნული არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარამცევტს. 

რა არის ამ ბროშურაში:
1.რა არის ბრიუმიპრილი და რისთვის გამოიყენება
2.რისი ცოდნა გჭირდებათ ბრიუმიპრილის მიღების დაწყებამდე
3.როგორ მიიღება ბრიუმიპრილი
4.შესაძლო გვერდითი მოვლენები
5.როგორ ინახება ბრიუმიპრილი 
6.დამატებითი ინფორმაცია 

1.რა არის ბრიუმიპრილი და რისთვის გამოიყენება
ბრიუმიპრილი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელიც ცნობილია რამიპირილის სახელწოდებით. რამიპირილი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება “ამფ ინჰიბიტორები” (ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორები).
ბრიუმიპრილი მოქმედებს შემდეგნაირად:
-იწვევს თქვენი ორგანიზმის მიერ იმ ნივთიერების (რომელიც ზრდის სისხლის წნეას) პროდუქციის შემცირებას. 
-ხელს უწყობს სისხლძარღვების რელაქსაციას და გაფართოებას
-აადვილებს გულის მიერ სისხლის გადატუმბვას მთელ ორგანიზმში. 
ბრიუმიპრილი შეიძლება გამოყენებული იყოს შემდეგ შემთხვევებში:
-სისხლის მაღალი წნევის მკურნალობა (ჰიპერტენზია)
-გულის შეტევის ან ინსულტის რისკის შემცირება
-თირკმლის პრობლემების გაუარესების გადავადება (დიაბეტის მიუხედავად)
-გულის მკურნალობა როდესაც იგი ვერ გადატუმბავს ორგანიზმში სისხლის საკმარის რაოდენობას (გულის უკმარისობა)
-მკურნალობა გულის შეტევის შემდეგ (მიოკარდიუმის ინფარქტი) გართულებული გულის უკმარისობით.

2.რისი ცოდნა გჭირდებათ ბრიუმიპრილის მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ ბრიუმიპრილი
-თუ ალერგიული ხართ (ჰიპერსენსიტიური) რამიპირილის, სხვა ამფ ინჰიბიტორების ან ბრიუმიპრილის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6)
ალერგიული რეაქციიის ნიშნები მოიცავს გამონაყარს, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას, ტუჩების, სახის, ყელის და ენის შეშუპებას. 
-თუ როდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია “ანგიოოედემა”, ნიშანი მოიცავს ქავილს, ჩხვლეტის შეგრძნებას (ურტიკარია), ხელებზე. ფეხებზე და ყელზე წითელ ლაქებს, ენის და ხორხის შეშუპებას, თვალების და ტუჩების გარშემო შეშუპებას, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებას.

-თუ იტარებთ დიალიზს ან სისხლის სხვა ტიპის ფილტრაციას. აპარატის გამო რომელსაც იყენებთ ბრიუმიპრილი შეიძლება სასარგებლო არ იყოს თქვენთვის. 
-თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები ზონაში, სადაც სისხლმომარაგება შემცირებულია (თირკმლის არტერიის სტენოზი)
-ორსულობის ბოლო 6 თვის განმავლობაში (იხ. პარაგრაფი “ორსულობა და ძუძუთი კვება” ქვემოთ)
-თუ თქვენი სისხლის წნევა ნორმაზე დაბალი ან არასტაბილურია. ექიმმა ეს მხედველობაში უნდა მიიღოს. 
არ მიიღოთ ბრიუმიპრილი თუ აღგენიშნებათ ზემოთ აღწერილი რომელიმე მდგომარეობა. თუ დარწმუნებულნი არ ხართ, დაელაპარაკეთ ექიმს ბრიუმიპრილის მიღებამდე. 

მიიღეთ ბრიუმიპრილი განსაკუთრებული სიფრთხილით 
მედიკამენტის მიღებამდე შეამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან:
-გაქვთ თუ არა გულის, ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები
-თუ თქვენმა ორგანიზმმა დაკარგა დიდი რაოდენობით მარილები ან სითხე (გულისრევის შემთხვევაში (ღებინებით), დიარეით, მომატებული ოფლიანობით, თუ იცავთ დაბალმარილოვან დიეტას, იღებთ დიურეტიკებს (ტაბლეტები, რომლებიც აძლიერებს წყლის გამოყოფას) ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან თუ იტარებთ დიალიზს)
-თუ უნდა იმკურნალოთ ფუტკრის ან კრაზანის ნაკბენისადმი ალერგიის შესამცირებლად (დესენსიტიზაცია)
-თუ უნდა მიიღოთ ნებისმიერი ანესთეტიკი. ეს მედიკამენტი შეიძლება მიღებული იყოს ოპერაციამდე ან ინტერვენციის ნებისმიერი ტიპის დროს დანტისტთან. შეიძლება აუცილებელი იყოს ბრიუმიპრილით მკურნალობის შეწყვეტა ერთი დღით ადრე. რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. 
-თუ აღგენიშნებათ სისხლში კალიუმის მომატებული დონე (გამოვლენილი სისხლის ტესტებით)
-თუ გაქვთ სისხლის კოლაგენური დაავადება, როგორიცაა მაგ., სკლეროდერმა ან სისტემური ერითემატოზული მგლურა
-უნდა აცნობოთ ექიმს თუ ფიქრობთ (ან გეგმავთ) რომ ორსულად ხართ. ბრიუმიპრილის მიღება რეკომენდბეული არ არის ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში და შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისთვის სერიოზული ზიანი (იხ. პარაგრაფი “ორუსლობა და ძუძუთი კვება” ქვემოთ). 

ბავშვები
ბრიუმიპრილი რეკომენდებულ არ არის ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ბირუმიპრილის ეფექტების შესახებ ამ ასაკობრივ კატეგორიაში. 
თუ რომელიმე ეს მდგომარეობა გეხებათ თქვენ (ან ეჭვობთ რომ გეხებათ), მიმართეთ ექიმს ბრიუმიპრილის მიღების დაწყებამდე. 

ბრიუმიპრილის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად:
გთხოვთ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში  მიღებული გაქვთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, რეცეპტის გარეშე გამოყენებული საშუალებების ჩათვლით (მცენარეული საშუალებების ჩათვლით). ეს განპირობებულია იმით, რომ ბრიუმიპრილმა შეიძლება იმოქმედოს ზოგიერთი მედიკამენტის ფუნქციაზე. აგრეთვე სხვა საშუალებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მის ფუნქციაზე. 
გთხოვთ აცნობოთ ექიმს თუ იღებთ ქვემოთ აღნიშნულ რომელიმე მედიკამენტს. შეიძლება ამის გამო ბრიუმიპრილმა სათანადოდ ვერ იმოქმედოს:
-ტკივილის და ანთების მოსახსნელი საშუალებები (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ) როგორიცაა იბუპროფენი ან ინდომეტაცინი და ასპირინი). 
-სისხლის მაღალი წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის და ალერგიის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი. თქვენი ექიმი შეამოწმებს სისხლის წნევას. 
გთხოვთ უთხარით ექიმს თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ მოყვანილ მედიცამენტს, ეს მედიკამენტი შეიძლება ზრდიდეს გვერდითი ეფექტების რისკს. 
-ტკივილის და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები (მაგ. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ) როგორიცაა იბუპროფენი ან ინდომეტაცინი და ასპირინი). 
-კიბოს სამკურნალო მედიკამენტები (ქიმიოთერაპია)
-მედიკამენტები, როგორიცაა ციკლოსპორინი, რომელიც ხელს უშლის ორგანოების აუტანლობას ტრანსპლანტაციის შემდეგ. 
-დიურეტიკები (ტაბლეტები, რომლებიც აძლიერებს წყლის გმაოყოფას) როგორცაა მაგ. ფუროსემიდი.
-მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს სისხლში კალიუმის რაოდენობა, როგორიცაა მაგ., სპირინოლაქტონი. ტრიამტერინი, ამილორიდი, კალიუმის მარილები და ჰეპარინი (სისხლს ათხიერებს). 
-სტეროიდული მედიკამენტები, როგორიცაა პრედნიზოლონი ანთების სამკურნალოდ. 
-ალოპურინოლი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავას დონის დასაქვეითებლად). 
-პროკაინამიდი (გულის რითმის პრობლემებისთვის). 
გთხოვთ აცნობეთ ექიმს თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს. ამ მედიკამენტებზე შეიძლება იმოქმედოს ბრიუმიპრილმა:
-დიაბეტის სამკურნალო საშუალებები როგორიცაა მაგ., ორალური მედიკამენტები, რომლებიც ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს, ინსულინი. საჭიროა სისხლში შაქრის რადოენობის მონიტორინგი ბრიუმიპრილის მიღების დროს. 
-ლითიუმი (მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების დროს). ბრიუმიპრილმა შეიძლება გაზარდოს ლითიუმის რაოდენობა სისხლში. თქვენმა ექიმმა აუცილებლად უნდა მოახდინოს სისხლში ლითიუმის დონის მონიტორინგი. თუ ზემოაღნიშნული რომელიმე მდგომარეობა გეხებათ თქვენ (ან გაქვთ ეჭვი რომ გეხებათ) ბრიუმიპრილის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. 
 
ბრიუმიპრილის მიღება საკვებთან და ალკოჰოლურ სასმელთან ერთად
-ბრიუმიპრილთან ერთად ალკოჰოლის მიღებისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა. თუ ვერ არკვევთ რა რადოენობის ალკოჰოლის მიღება შეგიძლიათ ბრიუმიპრილთან ერთად, ეს საკითხი გაარკვიეთ ექიმთან, რადგან სისხლის წნევის დამაქვეითებელმა პრეპარატებმა ალკოჰოლთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი ეფექტები. 
-ბრიუმიპრილის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. 

ორსულობა და ლაქტაცია
უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ (ან თუ ორსულობას გეგმავთ). 
ბრიუმიპრილი უნდა გამოიყენოთ ორსულობის პირველი 12 კვირის დროს, გამოყენება არ შეიძლება 13 კვირის შემდეგ რადგან ამან შეიძლება ბავშვი დააზიანოს. 
თუ ბრიუმიპრილით მკურნალობის პერიოდში დაორსულდებით, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. 
დაგეგმილ ორსულობამდე უნდა დაიწყოთ ალტერნატული მკურნალობა. 
ბრიუმიპრილი არ უნდა გამოიყენოთ ძუძუთი კვების დროს. 
დაელაპარაკეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე. 

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ბრიუმიპრილის მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა. ეს მოვლენა უფრო ხშირია მკურნალობის დასაწყისში ან მაღალი დოზის მიღებისას. ამ შემთხვეაში არ გამოიყენოთ მექანიზმები და არ მართო ავტომობილი.

3.როგორ მიიღება ბრიუმიპრილი
ბრიუმიპრილი მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულებით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარამცევტს. 
ამ მედიკამენტის მიღება
-მიიღეთ მედიკამენტი ორალურად, ყოველდღე ერთი და იგივე დროს
-გადაყლაპეთ მთლიანი კაფსულა სითხესთან ერთად.
-არ დაფხვნათ და არ დაღეჭოთ კაფსულები. 

რა რაოდენობა უნდა გამოიყენოთ
სისხლის მაღალი წნევის მკურნალობა
-ჩვეული საწყისი დოზა 1,25მგ ან 2,5მგ 1-ჯერ დღეში. 
-თქვენი ექიმი შეგირჩევთ რაოდენობას, რაც უნდა მიიღოთ სისხლის წნევის კონტროლისთვის
-მაქსიმალური დოზა 10მგ 1-ჯერ დღეში. 
-თუ უკვე იღებთ დიურეტიკებს (ტაბელტები, რომლებიც ხელს უწყობს წყლის გამოყოფას) თქვენი ექიმი შეწყვეტს მედიკამენტს ან შეამცირებს დოზას ბრიუმიპრილის მიღების დაწყებამდე. 
გულის შეტევის ან ინსულტის რისკის შემცირება
-ჩვეული საწყისი დოზა 2,5მგ დღეში ერთხელ
-თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის გაზრდა
-ჩვეული დოზა 10მგ 1-ჯერ დღეში
თირკმლის პრობლემების გამწვავების მოსახსნელი მკურნალობა
-საწყისი დოზა 1,25მგ ან 2,5მგ 1-ჯერ დღეში
-თქვენი ექიმი შეიგრჩევთ შესაბამის დოზას
-ჩვეული დოზა 5 ან 10მგ 1-ჯერ დღეში
გულის უკმარისობის მკურნალობა
-ჩვეული საწყისი დოზა 1,25მგ 1-ჯერ დღეში
-თქვენი ექიმი შეგირჩევთ შესაბამის დოზას
-მაქსიმალური დოზა 10მგ 1-ჯერ დღეში. უმჯობესია დღეში 2 მიღება. 
გულის შეტევის შემდგომი მკურნალობა
-ჩვეული საწყიის დოზა 1,25მგ 1-ჯერ დღეში ან 2,5მგ 2-ჯერ დღეში. 
-ექიმი შეგირჩევთ შესაბამის დოზას
-მაქსიმალური დოზა 10მგ დღეში. ორი მიღება უმჯობესია
ხანდაზმული პაციენტები
თქვენი ექიმი შეამცირებს საწყის დოზას და მკურნალობა მოხდება უფრო ნელა.

თუ მიიღეთ უფრო მეტი ბრიუმიპრილი ვიდრე საჭიროა
დაუყოვნებლი მიმართეთ ექიმს ან უახლოეის საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. საავადმყოფომდე არ წახვიდეთ მანქანით, სთხოვეთ სხვას წაგიყვანოთ ან გამოიძახეთ სასწრაფო. 
წაიღეთ წამლის კონტეინერი., ამგვარად ექიმი გაიგებს რა მიიღეთ. 

თუ დაგავიწყდათ ბრიუმიპრილის მიღება
-თუ დაგავიწყდათ დოზის მირება, მიიღეთ ჩვეული დოზა შემდეგი სქემით. 
-არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოყოვებული ტაბლეტის კომპენსირებისთვის. 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარამცევტს. 

4.შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა მედიაკემნტემა ბრიუმიპრილმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. 
შეწყვიტეთ ბრიუმიპრილის მიღება და მიმართეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ რომელიმე მწვავე გვერდითი ეფექტი - შეიძლება საჭირო იყოს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა. 
-სახის, ტუჩების, ყელის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება, ქავილი და გამონაყარი. ეს შეიძლება იყოს მწვავე ალერგიული რეაქციის ნიშანი ბრიუმიპრილის მიმართ. 
-კანის მწვავე რეაქციები გამონაყარის, პირის წყლულების, ადრე არსებული მდგომარეობის გამწვაების, სიწითლის, წვის და კანზე “ფიფქების” ჩათვლით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან მულტიფორმული ერითემა). 
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ:
-გულისცემის აჩქარება, არარეგულარული რითმი ან პალპიტაცია, გულმკერდის ტკივილი, მოჭერის შეგრძნება ან უფრო მწვავე პრობლემები გულის შეტევის და ინსულტის ჩათვლით. 
-ჰაერის უკმარისობა ან ხველა. ეს შეიძლება იყოს ფილტვის პრობლემების ნიშანი. 
-სისხლჩაქცევები, სისხლდენა ნორმაზე დიდხანს, სისხლდენის ნებისმიერი ნიშანი (მაგ., ღრძილებიდან სისხლდენა), იასამნისფერი ლაქები, კანზე ლაქები ან ინფექციები, ყელის ტკივილი და ცხელება, დაღლილობა, გულისწასვკა, თავბრუსხვევა, სიმკრთალე. ეს შეიძლება იტოს სისხლის ან ძვლის ტვინის პრობლემა.
-კუჭის ძლიერი ტკივილი, რომელიც შეიძლება ზურგისკენ გავრცელდეს. ეს შეიძლება იყოს პანკრეატიტის ნიშანი (პანკრეასის ანთება).
-ცხელება, წვა, დაღლილობა, მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, დისკომფორტი, კანის ან თვალების სიყვითლე. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშანი როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) ან ღვიძლის დაზიანება. 
სხვა გვერდითი ეფექტები მოიცავს:
გთხოვთ აცნობეთ ექიმს თუ რომელიმე ეს ეფექტი გრძელდება რამდენიმე დღეზე დიდხანს:
ხშირი (ეფექტები 10-იდან 1 პაციენტზე ნაკლებში)
-თავის ტკივილი, დაღლილობა
-თავბრუსხვევა, უფრო მოსალოდნელია მკურნალობის დასაწყისში ან მაღალი დოზის მიღებისას
-გულის წასვლა, ჰიპოტენზია (ანომალურად დაბალი სისხლის წნევა) განსაკUთრებით სრაფად დაჯდომის ან ადგომის შემთხვევაში. 
-გამაღიზიანებელი მშრალი ხველა, პარანაზალური სინუსების ანთება (სინუსიტი) ან ბრონქიტი, ჰაერის უკმარისობა. 
-კუჭის ან ნაწლავის ტკივილი, დიარეა, მონელების დარღვევა, დისკომფორტი
-გამონაყარი ლაქებით ან მის გარეშე
-გულმკერდის ტკივილი
-კუნთების ტკივილი ან კრამპები
-სისხლის ტესტებში კალიუმის ნორმაზე მაღალი დოზა. 
არახშირი (1-ზე ნაკლებ შემთხვევაში 100 პაციენტიდან)
-წონასწორობის პრობლემები (ვერტიგო)
-ქავილი და კანზე დაბუჟების, ჩხვლეტის, წვის შეგრძნება (პარესთეზია)
-არომატის შეგრძნების დაკარგვა
-ძილის პრობლემები
-დეპრესია, შფოთვა, ნევროზულობა, აჟიტირება
-ცხვირის დახშობა, სუნთქვის გაძნელება ან ასთმის გამწვავება
-ნაწლავის შეშუპების შეგრძნება “ნაწლავის ანგიოოედემა” რომელიც ვლინდება მუცლის ტკივილით, ღებინებით და დიარეით
-კუჭის წვის შეგრძნება, პირის სიმშრალე. 
-ჩვეულზე ხშირი შარდვა
-მომატებული ოფლიანობა
-მადის დაქვეითება ან დაკარგვა (ანორექსია)
-გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა. 
-ხელების და ფეხების შეშუპება. ეს შეიძლება იყოს სითხის რეტენციის ნიშანი. 
-ალები
-მხედველობის დაბინდვა
-კუნთების ტკივილი
-ცხელება
-სექსუალური დისფუნქცია მამაკაცებში, სექსუალური სურვილის დაქვეითება მამაკაცებსა და ქალებში. 
-სისხლის ტესტებში თეთრი უჯრედების მომატება (ეოზინოფილია)
-სისხლის ტესტები რომელიც მიუთითებს ღვიძლის ფუნქციის, პანკრეასის ან თირკმელების დაზიანებაზე. 
იშვიათი (1-ზე ნაკლები შემთხვევა 1000 პაციენტში)
-კანკალი ან კონფუზია
-ენის სიწითლე და შეშუპება
-კანის მწვავე მოდუნება ან ლაქები, ქავილი, გრანულომატოზური გამონაყარი
-ფრჩხილების პრობლემები (მაგ. კანიდან ფრჩხილის დაშორება ან სეპარაცია)
-გამონაყარი ან სისხლჩაქცევა
-კანის ლაქები და კიდურების სიცივე
-თვალების სიწითლე ან ქავილი, შეშუპება და ცრემლდენა
-სმენის დაქვეითება და ტინიტუსი
-სისუსტე
-სისხლის ტესტები რომლებიც მიუთითებს სისხლის წითელი უჯრედების შემცირებაზე, თეთრი უჯრედების ან თორმბოციტების რაოდენობის ან ჰემოგლობინის  შემცირებაზე

ძალიან იშვიათი (1-ზე ნაკლები შემთხვევა 10,000 პაციენტში)
-მზისადმი მომატებული მგრძნობელობა. 
აგრეთვე აღწერილია შემდეგი გვერდითი ეფექტები:
გთხოვთ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ უარესდება სიტუაცია ან გრძელდება რამდენიმე დღეზე დიდხანს. 
-კონცენტრაციის სიძნელეები
-პირის შეშუპება
-სისხლის ტესტებში სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება
-სისხლის ტესტებში ნატირუმის ნორმის ქვემოთ დაქვეითება
-ხელის და ფეხის თითების ფერების ცვლა მათი გაციების, შეშუპების დროს, ჩხვლეტის და ტკივილის შეგრძნება გათბობისას (რეინოს ფენომენი)
-მკერდის გადიდება მამაკაცებში
-სუნთვის გაძნელება ან რეაქციების შენელება
-წვის შეგრძნება
-ყნოსვის შეგრძნების დაქვეითება
-თმის ცვენა. 
თუ აღნიშნავთ რომელიმე გვერდით ეფექტს, რაც ამ ბროშურაში აღნიშნული არ არის მიმართეთ ექიმს და ფარმაცევტს.

5.როგორ ინახება ბრიუმიპრილი 
შენახვა არ შეიძლება 25ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე. 

ვარგისობის ვადა
2 წელი

გაცემის პირობები
რეცეპტით

ინახება ბავშვებისთვის მუწვდომელ ადგილას. 
არ გამოიყენოთ ბრიუმიპრილი გარე შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.არ გადააგდოთ მედიკამენტები ნარჩენ წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კითხეთ ექიმს როგორ გადააგდოთ გამუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას. 

6.დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ბრიუმიპრილი
აქტიური ნივთიერებაა რამიპირილი.
სხვა ინგრედიენტებია:
კაფსულის შემადგენლობა (საერთო ყველა დოზისთვის): პრეჟელატინიზებული სახამებელი. 
კაფსულის გარსი:
-ბრიუმიპრილი 2,5, 5 და 10მგ კაფსულები: ჟელატინი, წყალი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის შავი და ყვითელი ოქსიდი (E 172) და ინდიგო კარმინი (E 132).

როგორ გამოიყურება ბრიუმიპრილი და შეფუთვა
ბრიუმიპრილი წარმოდგენილია ორალური კაფსულების სახით. 
ბრიუმიპრილი 2,5მგ კაფსულა: 4 ზომის კაფსულა ღია ნაცრისფერი კორპუსი და მკრთალი მწვანე თავსახური, შეიცავს თეთრ ფხვნილს. 
ბიუმიპრილი 5მგ კაფსულა: 4 ზომის კაფსულა ღია ნაცრისფერი კორპუსი და მკრთალი მწვანე თავსახური, შეიცავს თეთრ ფხვნილს. 
ბიუმიპრილი 10მგ კაფსულა: 4 ზომის კაფსულა ღია ნაცრისფერი კორპუსი და მკრთალი მწვანეა თავსახური, შეიცავს თეთრ ფხვნილს.

ბრიუმიპრილი 2,5 მგ შეფუთვაში 14, 28 ან 56 კაფსულა. 
ბრიუმიპრილი 5მგ შეფუთვაში 28 ან 56 კაფსულა. 
ბრიუმიპრილი 10მგ შეფუთვაში 28 ან 56 კაფსულა. 
ბაზარზე არ არის ყველა ზომის შეფუთვა. 
სად შევიძინოთ?